7 თავი

231 11 1
                                    

ეს არის?- იკითხა საბამ და გვერდით მჯდომ აბაშიძეს გადახედა, რომელიც ტროტუარზე ერთმანეთის გვერდით ჩამწკრივებულ, საღამოს ბინდში ჩაძირული შენობებიდან ერთ-ერთს ყურადღებით აკვირდებოდა.
- ეგ არის…
- კარგი...რას აპირებ?
- მივალ, შევხედავ რა სიტუაციაა…-ძრავი გამორთო აბაშიძემ -მერე ვნახოთ...- მანქანიდან გადმოსულმა ჩამწვარი სიგარეტის ღერი ასფალტზე მოისროლა და დინჯად შეაბიჯა შენობაში სადაც სრული სიჩუმე სუფევდა...შემდეგ კი აუჩქარებლად მოათვალიერა გარემო...ჩვეულებრივი სახელოსნო იყო , არაფრით გამორჩეული, ისეთი , როგორიც ათასობით იყო თბილისში. მაზუთითა და სხვა სამანქანო სითხეებით მოსვრილი ბინძური ბეტონის იატაკითა და კედლებით, კუთხეებში უწესრიგოდ მიყრილი ხელსაწყოების ჯარითა და საავტომობილო ნაწილებით სავსე თაროებით...ერთ-ერთ კედელთა , ასე სამოცდაათ წლამდე, ერთიანად გალეული ხანშიშესული მამაკაცი მისჯდომოდა თავის ხელსაწყოებს და საქმეში გართულს არც გაუგია სტუმრის მოსვლა...
- გამარჯობა…- აბაშიძეს ხმაზე თავი ასწია და თაფლისფერი თვალები შეანათა.
-გაგიმარჯოს…-დაუბრუნა სალამი შემდეგ შესასვლელთან შეყენებულ რენჯ როვერს გახედა.-რით დაგეხმარო?
- მანქანისთვის არ მოვსულვარ…-ფიქრს მიუხვდა აბაშიძე.
- აბა? - შესამჩნევად დაიძაბა ხელოსანი.
აბაშიძემ, მიკიბულ-მოკიბულს არჩია პირდაპირ საქმეზე გადასულიყო. ხელოსნის პირდაპირ დაბალ ტაბურეტკა სკამზე აუჩქარებლად ჩამოჯდა და სიგარეტის კოლოფიდან ორი ღერი ამოაძვრინა.
- რა გქვია ძია კაცო?- ერთი ღერი მოხუცს გაუწოდა , მეორეს კი თავად გაუკიდა.
- ვანო... - სიგარეტი ჩამოართვა მამაკაცმა.
- ვანო...ერთ ადამიანს ვეძებ...თუ დამეხმარები...ვალში არ დაგრჩები…
-პოლიციიდან ხარ?- დაძაბულმა მზერა დაავიწროვა და ლუკასაც გულიანა გადახარხარება მოუნდა.
- არა, არ ვარ…-გაეცინა.- არ ვარ პოლიციიდან...
- ვის ეძებ, აბა...- მომენტალურად მოეშვა დაძაბული კაცი და შრომისგან ერთიანად დაკოჟრილი ხელებით თავადაც მოუკიდა მანამდე ტუჩებს შორის მოქცეულ სიგარეტს...ღრმა ნაფაზი დაარტყა, შემდეგ კი აბაშიძის გაწვდილ ფოტოს დახედა და ყურადღებით დააკვირდა…
-აი, ამ ქერა ბიჭს ვეძებ...გეცნობა?- საჩვენებელი თითით მიუთითა ცისფერთვალებაზე და ფოტოს თვალიერებაში გართულს სახეზე ისე დააკვირდა , თითქოს რენტგენში ატარებსო.წამით არ აცილებდა მზერას და ცდილობდა ემოციის და მიმიკის არცერთი ცვალებადობა არ გამორჩენოდა...თუმცა ვანოს განსაკუთრებული ემოცია არ გამოუხატავს, არც გამომეტყველება შეცვლია სწრაფად შეათვალიერა ფოტო და ისევ ლუკას დაუბრუნა...
- მეცნობა, კი…- ამოილაპარაკა და ისედაც დაძაბული აბაშიძე მომენტალურად კიდევ უფრო დაიძაბა.
- ვინ არის?
-მგონი პაატა...- შუბლი მოისრისა კაცმა- ხოო, პაატა...ასე ერქვა მაგ ბიჭს...ეს სახელოსნო მამამისისგან ვიყიდე და თვითონ ეგ ბიჭიც აქ მუშაობდა...რისთვის ეძებ?
- სად შემიძლია ვნახო ეგ პაატა ან მამამისი? - მისი კითხვა დააიგნორა აბაშიძემ და კიდევ უფრო დაჟინებით ჩააკვდა თვალებში.
- ვერ გეტყვი…არ ვიცი მათი ასავალდასავალი...სახელოსნო ათი წლის წინ ვიყიდე, მას შემდეგ არც ერთი აღარ მინახავს…
- სხვას რას მეტყვი მათზე...ყველაფერი მაინტერესებს რაც გახსოვს...თუნდაც უმნიშვნელო დეტალები...ნებისმიერი!
- არ მახსოვს...
- გაიხსენე!
-არ ვიცი შვილო…- მხრები აიწურა მოხუცმა - ათი წლის წინანდელი რა უნდა მახსოვდეს? სამოცდათხუთმეტე
წელს მივუკაკუნე...ათი წლის წინანდელი ამბები , კი არა...გუშინ რა ვჭამე ის არ მახსოვს…- გაეცინა ნერვიულად და გულში ინატრა რაც შეიძლებოდა მალე გაცლოდა უცნაური სტუმარი...რომელიც მაინცდამაინც არ ჩქარობდა მისი სურვილის ასრულებას...კიდევ ერთხელ აუჩქარებლად მოათვალიერა სახელოსნო და ისევ ვანოს მიუბრუნდა.
-მოხუც კაცს აქ მარტო მუშაობა არ გიჭირს?
- დამხმარე მყავს…- უპასუხა ვანომ და იმწამსვე, დაბარებულივით სახელოსნოს შემოსავლელში მამაკაცის სხეული გამოჩნდა...ერთიანად აწოწილსა და ხმელ-ხმელს წვერი მოეშვა, ხელში მაღაზიის ლოგოთო დამშვებენებული სავსე პარკები ეჭირა და ზღრუბლიდან ისე გაშეშებული იყურებოდა , თითქოს მიპატიჟებას ელისო...
- სად იყავი ამდენ ხანს? - მშვიდად დაეკითხა ვანო.
- რიგები იყო... -ხმადაბლა ამოილაპარაკა ახალმოსულმა და სახელოსნოში შეაბიჯა...შენობაში გადანაცვლებულს მანამდე სახე კარგად რომ არ უჩანდა გარეთ ჩამოწოლილი საღამოს ბინდის გამო, ჭერზე ჩამოკიდებული ერთადერთი ნათურის შუქმა სახე მომენტალურად გაუნათა და მისი ნაკვთებიც გამოჩნდა...რომელიც სანახევრად დამწვარი ჰქონდა და ისეთი შესაზარი შესახედი იყო, თავისდაუნებურად ვენებში სისხლს გაუყინავდა ნებისმიერ მნახველს…ცელოფნის პარკები მაგიდაზე დააწყო, თავისი გარეგნობით აშკარად დაკომპლექსებულმა მასზე მიჩერებულ აბაშიძეს მზერა მოარიდა მერე კი ისევე უხმაუროდ და სწრაფად გაქრა , როგორც გამოჩნდა.
- ესაა შენი დამხმარე? - ვანოს მიუბრუნდა ლუკა.
- ჰო...
- მას შეუძლია რამე მითხრას?
-არა, მას არაფერი ეცოდინება იმაზე რაც შენ გაინტერესებს…- თავი გააქნია მოხუცმა - სულ ექვსი თვეა რაც ჩემთან მუშაობს…
- არც ეს გოგო გეცნობა? -მარიამზე მიუთითა აბაშიძემ.
- არა...- ისევ თავი გააქნია ვანომ -ესეთი ლამაზი გოგონა რომ მენახა აუცილებლად დამამახსოვრდებოდა...
აბაშიძე , კიდევ ერთხანს აკვირდებოდა...ბოლოს ჰაერი ხმაურიტ შეისუნთქა და ფეხზე წამოდგა...
- კარგი...ერთი თხოვნა მექნება...თუ რამეს გაიხსენებ…- მაგიდაზე დაგდებულ კალამს დასწვდა, ქაღალდზე თავისი ნომერი წააწერა და ხელოსანს გაუწოდა. - მაშინვე დამირეკე...
- კარგი... - თავი დაუქნია მოხუცმა და სახელოსნოდან გასული მაღალი სხეული მზერით გააცილა...
- აბა , რა ხდება?- კითხვა შეაგება საბამ , როგორც კი მანქანაში ჩაჯდა.
- დედისტყვნა…- კბილებში გამოცრა აბაშიძემ და სიგარეტს მოუკიდა...ღრმად ჩაისუნთქა კვამლი და ჩაწეულ ფანჯარაში გაუშვა…- ვიღაც მოხუცი ხელოსანი მუშაობს, ბიჭი ეცნო , ამბობს რომ სახელოსნო მამამისისგან იყიდა ათი წლის წინ...მაგრამ ლენინის ხნისაა და სხვას ვერაფერს ვერ იხსენებს…- სახე დამანჭა და კიდევ ერთხელ ღრმად მოქაჩა კვამლი.
- თავი როგორ ეჭირა?
- მშვიდად...უცნაური არაფერი გამოუხატავს…მაგრამ...- ჩამწვარი ღერი ფანჯრიდან მოისროლა და სახეზე ჩამოისვა გრილი ხელები - ხოო...ვიღაც დამხმარე ბიჭი ყავს სახე დედამოტყნულ ფრანკენშტეინს მიუგავს...
- მაგრამ?
-მაგრამ ის რომ რაღაც ისე ვერ არის, მეგობარო…იმ დედამოტყნულ სახელოსნოში რაღაც ისე ვერ არის...- ჰაერი ღრმად შეისუნთქა აბაშიძემ და ბნელში ჩაძირულ შენობას კიდევ ერთხელ შეავლო თვალი...რამდენიმე წამს ისე აკვირდებოდა თითქოს რაღაცის გახსენებას ცდილობსო...შემდეგ უხმოდ დაძრა მანქანა და რამდენიმე ხანი ასევე უხმოდ იარეს...საბა არ ეხმიანებოდა მეგობარს რომელიც დაძაბული და ჩაფიქრებული სახით მართავდა საჭეს და აშკარა იყო რაღაც არ აძლევდა მოსვენებას...
- დაძარი, აგვიკლო ამ ჩემისამ…-უკმაყოფილოდ ამოილაპარაკა საბამ და გაღიზიანებულმა გახედა მათი მანქანის უკან მდგარ თეთრ ტაქსს...გზაჯვარედინზე იდგნენ , შუქნიშანთან შეჩერებულები,რომლის მწვანე შუქი დაძვრის ნიშანს აძლევდა მძღოლებს, აბაშიძე კი არ ჩქარობდა ძრავის ამუშავებას და ამით გაღიზიანებული ტაქსის მძღოლიც გაბმული სიგნალით გამოხატავდა პროტესტს...რომელიც აბაშიძის გონებამდე თითქოს არც აღწევდა, სულ სხვა რამით დაკავებული სინათლის სისწრაფით ამუშავებდა წუთების წინ შემდგარ საუბარს, კინოს ფირივით უკან ატრიალებდა კადრებს, დეტალებში განიხილავდა და აი ისიც...სასურველი დეტალის დაჭერამ მანამდე უჩინარი პარაზიტივით შემძვრალი ტვინს რომ უღრღნიდა ისეთი რისხვით აავსო, გაცოფებულმა ბოლო ხმაზე იღრიალა.
- დედას შევეცი!- ხელი გამეტებით დასცხო საჭეს და ისე მკვეთრად მოატრიალა, გაწბილებული მძღოლებისგან სიგნალების ახალი ტალღა გაიყოლა უკან, გიჟური სისწრაფით მიმავალმა.
- რა მოხდა?- გამოცოცხლდა საბაც.
-.ის სახედამწვარი ტიპი...ხელოსნის დამხმარე თუ ვინ ჩემი ყ*ლეც არის...ის ა ფოტოდან!- გამოცრა კბილებში და ტროტუარზე ძრავის ღმუილითა და აწყვეტილი სიჩქარით შევარდნილს ცოტა დააკლდა სახელოსნოს კარი არ შეენგრია…საბურავების ყურისწამღები ხმაურით დამუხრუჭებული მანქანიდან გიჟივით გადმოხტა და რისხვის ახალმა ტალღამ წამოუარა , შენობის კარი დაკეტილი და ზედ გამოკრული შესაბამისი ინფორმაციის მაუწყებელი წარწერით რომ დაუხვდა...
- შენი დედაც...უხ შენი დედაც!-ჟანგიან მეტალს გამეტებით დასცხო წიხლი და სხვა დროს ალბათ ტკივილისგან აღმუვლდებოდა,მაგრამ იმ მომენტში ბრაზისა და ადრენალინისგან ერთიანად ატანილს არაფერი უგრძვნია…- დედას შევეცი...მაყირავეს ყ*ლესავით! -გაეცინა სიმწრით და ბრაზისგან ათრთოლებული თითებით მოუკიდა ბარამიძის მიწვდილ სიგარეტს.
- დამშვიდდი…სად წავლენ? ხვალ დავბრუნდებით და მიწიდანაც ამოვთხრით…- თვითონაც მოუკიდა საბამ და მანქანისკენ უსიტყვოდ წასულ მეგობარს უკან მიჰყვა, რომელმაც ჯიპში ჩამჯდარმა კიდე ერთხელ შეიკურთხა უმისამართოდ...უკუსვლით დაძრული მანქანა ბარდიურიდან ჩამოიყვანა და გიჟივით მოსწყდა ადგილს.

როგორ შემიყვარდა კრიმინალიWhere stories live. Discover now