11 თავი

255 8 0
                                    

რომელიც წამით არ აცილებდა ზიზღნარევ მზერას
- როგორ მომაგენი?
- რა მნიშვნელობა აქვს, მითხარი?! - მხრების აჩეჩვით დაეკითხა დემეტრაძე და სიგარეტს მოუკიდა
- შენ გამყიდე ნაბიჭვრო ხო ?!- გაცოფებული მზერა მიაპყრო აბრამიშვილმა კარში აყუდებულ ახმახ დაცვას
- ხო.. როცა გავიგე რომ შენ მიპირებდი თხასავით გაყიდვას.. - ზიზღი არ დააკლო ხმას კაცმა, სახელად ირაკლიმ
- შე ნაბი*ვარო !!! - ცოფიანივით იღრიალა კახამ და ხარივით დაეტაკა ირაკლის, რომელიც არ ჩამორჩა ვალში და სულ მალე ერთმანეთში აზელილებმა იატაკზე ხელჩართული ბრძოლა გამართეს
- ოე.. ოე! მორჩით ეხლა...ჯერ ჩემი საქმე დავასრულოთ და მერე არკვიეთ თქვენ პირადი ანგარიშები - გაღიზიანებული წამოიჭრა ფეხზე დემეტრაძე და ქეჩოში დასწვდა ირაკლის ზემოთ მოქცეულ აბარამიშვილს.. შემდეგ ყველაფერი ელვის სისწრაფით მოხდა.. სწრაფად დაუსხლტა კახა ხელიდან, წელში გასწორდა და პირდაპირ მის მკერდს დაუმიზნა იარაღი რომელიც ჩხუბის დროს ირაკლისთვის აერთვა.
*
- მკლავდი შე ყ**ეო? - ღრიალებდა სასწაულებრივად გადარჩენილი დემეტრაძე , პარალელურად კი მარჯვენა მხარზე ზეწარს იხვევდა სისხლდენა რომ შეეჩერებინა.. რომ არა მისი ელვისებური რეაქცია აბრამიშვილის დამიზნებული ტყვია მკერდში გაუვლიდა და მიაბარებდა კიდეც უფალს სულს.. ეს უკანასკნელი კი იატაკზე ეგდო ხელ-ფეხ შეკრული და დაჭრილი ცხოველივით ღრიალებდა.. მისი ღრიალი ძირითადად იმ მუქარას შეადგენდა, რომელიც აბაშიძისკენ იყო მიმართული..
-გამიშვი თორემ დედას მოვუ**ნავ შენ ძმაკაცს!! გაჩენის დღეს ვანანებ.. გამიშვით თქვენი დედამოვ**ან !!
- მოკეტე ს**ო !- შუბლშეკრულმა შეუღრინა დემეტრაძემ და სახვევის შეკვრა დაასრულა - ყ** არავის მოსჭამო!..
- ჩანაწერები მე მაქვს.. რამე დამემართება და...
- მოკეტე- მეთქი სირო ! თავი მისკდება უკვე შენი ღრიალისგან.. - ხელი გაბეზრებით აქნია დემეტრაძემ.. - აუ რა ყ** ხარ... კაროჩე ... ჯანსაღი ხელი სკამს დაავლო და იატაკზე გაშხლართული აბრამიშვილის წინ ჩამოჯდა - მოკლედ მითხარი შვილი გიყვარს ? კი ან არა.. მიპასუხე!
კახას შვილის ხსენებაზე მომენტალურად შეეცვალა გამომეტყველება... ბრაზთან ერთად შიში და მრისხანება ჩაუდგა თვალებში..
- ჩემ შვილს არ შეეხოთ ნაბი**ვრებო!- მრისხანებისგან ჩაეხლიჩა კაცს ხმა და ყელზე ძარღვები დაებერა
- ნუ , ღელავ.. არავინ ეხება - მხრები გულგრილად აიჩეჩა დემეტრაძემ.. - ნუ , ჯერ-ჯერობით მაინც.. დალშე რა იქნება ეგ უკვე შენ გონიერებაზეა დამოკიდებული...- ამ სიტყვებით ფეხზე წამოდგა ჩართულ კომპიუტერში ფლეშკა შეაერთა და კავშირის მიღების შემდეგ ერთ-ერთ ვიდეო ფაილზე დააწკაპუნა მაუსი.. ეკრანზე მალე ახალგაზრდა ბიჭი გამოისახა , რომელიც სხვა რამოდენიმე თანხლებთან ერთად შეექცეოდა ნარკოტიკს... აბრამიშვილი უსიტყვოდ მიჩერებოდა ეკრანს და თანდათან უფრო და უფრო ეკრგებოდა ფერი..
-ნახე.. - ირონიული ღიმილით გადახედა დემეტრაძემ - შენი სასახელო ნაბი**არი არც ისეთი სასახელო ყოფილა..
- რას ითხოვთ ჩემგან? - ჩავარდნილი ხმით ამოილაპარაკა ბოლოს ერთიანად გაფითრებულმა აბრმიშვილმა, რომლის პირვნდელი ყოყლოჩინობა და თავდაჯერება უკვალოდ გამქრალიყო..
- მშვენივრად იცი.. - ცივად მიუგო დემეტრაძემ - დაივიწყე შენი კლუბის ჩანაწერები.. დაივიწყე რაც იქ მოხდა იმ საღამოს.. წინააღმდეგ შემთხვევაში.. ჩაჯდება აბაშიძე და ჩაჯდება შენი საყვარელი შვილიკოც.. შანტაჟი შანტაჟის წილ , ყ**ეო!.. შენ ნაბი**არს ჯერ კიდევ აქვს გამოსწორების და მკურნალობის შანსი.. მაგრამ ციხეში მოხვედრის შემთხვევაში ნამდვილად აღარ ექნება.. იურისტის კარიერაზე ლაპარაკიც ზედმეტია.. ასე რომ იფიქრე.. შვილზე იფიქრე ნაბო**რო.. და ეხლა ისე გამეცი პასუხი.. სწორად გაიგე რაც გითხარი?
- გავიგე.. - ძლივსგასაგონად ამოიხრიალა ფერგადასულმა აბრამიშვილმა
- ძალიან კარგი.. გაფრთხილებ, აქედანვე დაივიწყე ჩემი სიკვდილის შემთხვევაში ჩანაწერები პოლიციას გადაეცემა და მსგავსი სირული ფრაზები !- სიგარეტს მშვიდად მოუკიდა დემეტრაძემ - და თუ მაინც გაგიჩნდება ტ**კის თამაშის სურვილი..იმ შემთხვევისთვის ყოველთვის გახსოვდეს რომ ერთ ცხრამილიმეტრიანს ექსკლუზიურად შენთვის ვინახავ..
- ყველაფერი მესმის... ყველაფერი გასაგებია... - დამჯერი ბავშვით იმეორებდა კახა
- ჰოდა ძაან კაი.. - ფეხზე წამოდგა დემეტრაძე და სიგარეტის ნამწვი პირდაპირ აბრამიშვილის ძვირფას ხალიჩაზე მოისროლა .
- მე.. მე.. გამიშვებთ?- ძლივგასაგონი ხმის კანკალით იკითხა აბრამიშვილი
- შებ გვეღადავები თუ მართლა ესეთი ყ** ხარ?- შუბლი შეიკრა დემეტრაძემ - გგონია ამდენი ტ**აკის თამაში ესე ადვილად შეგრჩება ,ს**ო? - ტონს აუწია გაღიზიანებულმა
- აბა რას მიპირებთ?- ტირილის ნოტები გაკრთა აბრამიშვილის ხმაში
- მაგას მოვიფიქრებთ .. ვერსიები ბევრი მაქვს.. ადე, გამოაჯვი! - ზიზღით ისროლა კაცისკენ და პირველმა დატოვა ოთახი...
გარეთ გამოსულებმა კახა მანქანის უკანა სავარძელში შეტენეს და ადგილს სწრაფად მოწყდნენ. აბრამიშვილი, რომელსაც ეგონა რომ აბაშიძეს მისთვის სასიკვდილო განაჩენი ჰქონდა გამოტანილი მთელი გზა მოთქმას არ წყვეტდა. არც შეგონებამ გაჭრა, არც ყვირილმა და არც მუქარამ... კაცი ბოლო ხმაზე ღრიალს განაგრძობდა და შებრალებას სთხოვდა დემეტრაძეს , რომელსაც მისი ყვირილისგან უკვე დაწყვეტაზე ჰქონდა ისედაც პიკზე მყოფი ნერვები.. ბოლოს ირაკლიმ იმარჯვა, უკანა სავარძელზე მყოფს იარაღის ტარი მოწყვეტით შემოკრა და აღრიალებული კაცი წამში გათიშა.. მანქანის სალონში ისეთმა სიჩუმემ დაისადგურა, როგორიც ისადგურებს ხოლმე ქალაქში ქარიშხლის შემდეგ და დემეტრაძემაც შვებით ამოისუნთქა
- მომწონხარ, იცი?- ცალყბა ღიმილით გახედა გვერდზე მჯდომ ირაკლის.
- ვერასოდეს ვიტანდი ამ ნაბი**ვარს - ზიზღით გამოცრა ირაკლიმ
- დაბალი ხელფასი ხო ?- მზერით უთანაგრძნო დემეტრაძემ
- ხო.. თვითონ ათასებს ხვეტდა და მე კაპიკებზე მამუშავებდა...ბო**ი! - ჩაწეული ფანჯრიდან ზუზღით გადააფურთხა ირაკლიმ.
- ჰოდა , ეხლა ყველაფერს ერთად აზღვევინებ.. მისმინე...ამას იმ სი*ის კლუბში შემატანინებ? - გაეკრიჭა ირაკლის დემეტრაძე და თავით მანქანის ახდილ საბარგულზე მიუთითა, სადაც ათ კილომდე ასაფეთქებელი ნივთიერება იწონებდა თავს..
- ბაზარი არაა! - ბოროტად გაიცინა ირაკლიმ და დემეტრაძის გამოწვდილ ხელს თავისი დაკრა..
შემდეგ ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. ატმოსფეროში სადაც ყველა კარგად იცნობდა აბრამიშვილის მარჯვენა ხელს არ გასჭირვებიათ ფარულად შეეტანათ ასაფეთქებელი ნივთიერება.. რომელიც კლუბის სარდაფში დაამონტაჟეს და შემდეგ ერთი სართულით მაღლა მდებარე საცეკვაო მოედანს მიაშურეს. თითქმის მთლიანად ჩაბნელებული შენობა სავსე იყო ხალხით, რომლებიც გამაყრუებელი ელექტრონული მუსიკას დაუღალავად აყოლებდნენ სხეულებს. თავზე ნიღაბჩამოცმულმა დემეტრაძემ უცერემონიოდ ჩააჩოჩა გაკვირვებული დიჯეი და მიკროფონი მოიმარჯვა
- შენობაში ბომბია! გთხოვთ, რაც შეიძლება სწრაფად დატოვეთ შენობა! -რიხით გამოაცხადა მიკროფონში , მაგრამ ყურიც არავის შეუბერტყავს. ძველებური თავდავიწყებით აგრძელებდნენ ცეკვას..
- შენობაში ბომბია.. გთხოვთ, დაუყოვნებლივ დატოვეთ ტერიტორია !- იმავე შემართებით გამოაცხადა მეორედ , მაგრამ ამჯერადაც იგნორი მიიღო..
- აუ რა ყ**ები ხართ თქვენი დებილი დედაც მოვ**ყან!!! - ჩაიბუზღუნა უკმაყოფილოდ, ჯანსაღი ხელით იარაღი მოიძია, ზევით აღმართა და რამდენჯერმე გაისროლა. იარაღის მჭახე ხმამ ყველა შეაცოცხლა და ადგილზე გააშეშა. ერთდროულად ასი წყვილი შიშით აღსავსე თვალი მაინც თვალი მიაჩერდა სცენაზე გამოჭიმულ დემეტრაძეს..
- ოეეე!!... წვეულება დამთავრებულია - მეთქი ვერ გაიგეთ?! დაახვიეთ სახლებში! - შუბლშეკრულმა დასჭექა მამაკაცმა და სტუმრებსაც ბევრი აღარ უფიქრია. ერთდროულად მოსწყდნენ ადგილებს და კივილით მისცვივდნენ გასასვლელს. დემეტრაძესაც ბევრი აღარ უფიქრია, სცენიდან ჩამოსულმა ნიღაბი შეიხსნა და ბრბოს შეერია.
- შენობა სუფთაა - ტელეფონში აცნობა ირაკლიმ
- მშვენიერიაა! - ხელები კმაყოფილებით გაუსვა ერთმანეთს და მანქანას მიაშურა , სადაც გაკოჭილი და პირაკრული აბარამიშვილი იცდიდა. ხელით მათგან ორასიოდე მეტრით დაშორებული კლუბისაკენ მოუთითა და ავად გამოცრა.
- ეხლა უყურე ნაბო**არო.. კარგად უყურე და დაიმახსოვრე რა მოყვება ხოლმე ზედმეტ ტ**აკის თამაშს.. ერთი.. ორი.. სამი.. ბუმ!- ხელები თეატრალურად გაშალა და იმავე წამს საშინელი აფეთქების ხმა გაისმა, რომელმაც ერთიანად გააყრუა გარემო. ელვის უსწრაფესად აიჭრა ჰაერში ცეცხლის ალები და ფეიერვერკებივით გაიფანტნენ ნაპერწკლები. იმავე ღამეს აბრამიშვილმა თავისი ფეხით მიაკითხა განყოფილებას და საკუთარ თავზე აიღო ლაშა ნოზაძის მკვლელობა და საკუთარი კლუბის აფეთქების ორგანიზებაც. უფროსმა გამომძიებელმა შუბლშეკვრით მოისმინა მისი აღიარება და როცა აბრამიშვილმა საუბარი დაასრულა, გაოცებული ფრთხილად დაეკითხა:
- ცხოვრება რომ მოგე**ნა ,იცი?
- როგორც შემპირდა... - ამოიოხრა აბრამიშვილმა და სახე ხელებში ჩარგო. მეორე დღეს სასამართლოზე ერთადერთმა მოწმემ თავისი ჩვენება, რომელიც ლუკას წინააღმდეგ მიუთითებდა, უკან წაიღო და აბაშიძემაც შეცვალა თავისი აღიარებითი ჩვენება.
- კი, მაგრამ.. თქვენ ხომ აღიარეთ...- ბრინჯივით დაიბნა ბატონი მოსამართლე, რომელსაც ეტყობოდა რომ მასაც გულით ეწადა აბაშიძის ციხეში გამოკეტვა.
- გადავიფიქრე .- მოკლე და მშვიდი იყო აბაშიძის პასუხი .
- ტყუის !! ტყუის ის ნაბო**არი! ვის ნაბოდვარს უჯერებთ ? - ცოფიანივით ღრიალს და ბრდღვინვას მოჰყვა ნიკა გვარამია, რომელიც თავის განყოფილებაში ელოდებოდა აბაშიძის საქმის განაჩენს და ეჭვიც არ ეპარებოდა რომ ეს განაჩენი გამამტყუვნებელი იქნებოდა. ყველაფრის დალეწვის შემდეგ რაც კი ხელში მოხვდა ტელეფონს ეცა და სადღაც დარეკა..
- გისმენ... - მამაკაცის ბოხმა ხმამ უპასუხა რამდენიმე ზუმერის შემდეგ.
- მაგის პატარა ბო**ით დავიწყოთ! - ავად გამოცრა გვარამიამ.

როგორ შემიყვარდა კრიმინალიOnde histórias criam vida. Descubra agora