უხმოდ მართავდა საჭეს მამაკაცი , დასაშვებზე ბევრად მაღალი სიჩქარით მიჰყავდა თავისი ჯიპი და ოსტატურად უქცევდა გვერდს, შემხვედრ მანქანებს. არცერთი არ იღებდა ხმას და მხოლოდ ძრავის მონოტონური ღუღუნი არღვევდა მანქანის ჩაბნელებულ სალონში გამეფებულ დაძაბულ ატმოსფეროს...სრულ მდუმარებაში გაიარეს დიღმის მასივი და ქალაქის გასასვლელისკენ მიმავალ აღმაშენებლის ხეივანს დაადგნენ.
- სად მივდივართ? - ის იყო ავტობანზე გავიდნენ, დუმილი რომ დაარღვია ნიამ. მგზავრის სავარძელში ერთიანად დაძაბული იჯდა და გაურკვეველი სიტუაციისგან თუ მამაკაცისგან წამოსული სუსხისგან, უხვად რომ იმეტებდა მისთვის, ერთიანად დაძაბულიყო და ლარივით დასჭიმვოდა მთელი სხეული.
- არსად…- ისე უპასუხა მამაკაცმა, საქარე მინისთვის არც მოუშორებია მზერა.
- რას ნიშნავს: არსად?! - მისკენ მთელი ტანით შებრუნდა შუბლშეკრული ქალი , თუმცა პასუხად მხოლოდ ყინულივით ცივი დუმილი მიიღო- მისმინე…არვიცი სად ჯანდაბაში მიგყავარ, სიმართლე გითხრა არც მაინტერესებს...უბრალოდ, მოაბრუნე მანქანა და სახლში წამიყვანე!
- კრგი რა...გავისეირნოთ ცოტა... - ცივად გაიცინა მამაკაცმა , მაგრამ ის რაც ხდებოდა, ძალიან შორს იდგა სეირნობისაგან: შავი რენჯროვერი იმდენად არანორმალური სიჩქარით მიქროდა ლამპიონებით განათებულ ავტობანზე, რომ ნია საქარე მინიდან ცვალებადი ჰორიზონტის აღქმას ვერც კი ასწრებდა...მიუხედავად ესეთი დიდი სიჩქარისა , აბაშიძე მაინც ოსტატურად უვლიდა გვერდს ავტობანზე გვიან ღამემდე შემორჩენილ მანქანებს და ყურადღებას არ აქცევდა მათი მძღოლების გაბმულ სიგნალებს.
-შენ! სულ გაგიჟდი….რა ჯანდაბას აკეთებ? ორივე დავიხოცებით...გესმის? -ტონს აუწია უკვე გვარიანად შეშინებულმა ქალმა, რომლის მკერდში მოფართხალე გულს, ვენებში მომსკდარი ადრენალინის ზედმეტი დოზის წყალობით, ყურისწამღები ბაგა-ბუგი გაუდიოდა - ნამდვილი შეშლილი ხარ...არანორმალური...გააჩერე მანქანა!
საჭეზე ჩაფრენილ მამაკაცს კი მისი სიტყვები თითქოს არც კი გაუგონია, მხოლოდ სიჩქარეს გადამრთველს დასწვდა და მანქანამაც იმწამსვე ორჯერ მეტი სისწრაფით განაგრძო სვლა.
-გთხოვ...გააჩერე ეს წყეული მანქანა.. -მუდარა შეერია ნიას ხმას, რომელსაც სუნთქვა დამძიმებოდა და შიშიჩაბუდებული თვალებით ახლა უკვე სპიდომეტრს არ აცილებდა მზერას..სულ ცოტა აკლდა და ნერვებისაგან ნამდვილად აეტირებოდა -ეს სახუმარო არ არის...ლუკა, გესმის? ღმერთო, ფრთხილად!!- ქალის სასკწარკვეთილმა კივილმა აავსო სალონი, აბაშიძემ კი წამის უსწრაფესად მათკენ მომავალი ნაცრისფერი ჰიუნდაი აღიქვა,რომელიც საპირისპირო ზოლზე გადმოსულიყო და უზარმაზარი სატვირთოსთვის ცდილობდა გასწრებას...გულისგახეთქვამდე მისულმა ქალმა სახეზე აიფარა ხელები და გარდაუვალი ტკივილის მოლოდინში მთელი სხეული დაეჭიმა , მაგრამ აბაშიძემ შეძლო და მოასწრო რეაგირება წინ მომავალ მანქანას საჭის მკვეთრი მოძრაობით ოსტატურად აუქცია გვერდი და რამდენიმე მეტრის გავლის შემდეგ , კენჭებით მოხრეშილ გზის საავარიო ნაწილზე საბურავების ყურისწამღები წივილით შეჩერდა...ჰიუნდაის მძღოლმა, ისე რომ სვლა არ შეუნელებია გაბმული სიგნალით ჩაუქროლა და საკუთარ ზოლში გადასული მალევე გაუჩინარდა დიდი სისწრაფით მიმავალი.. გასკდომამდე მისული გულის ბაგაბუგი ესმოდა მხოლოდ და საკუთარი დამძიმებული სუნთქვის ხმა , ყურებს რომ ატკიებდა...სახეზე აფარებულ ხელებს არ იშირებდა და გრძნობდა გადატანილი შიშისგან როგორ ემჩვარებოდა სხეული , ეცლებოდა ძალა და ძალიანაც რომ მოენდომებინა, იცოდა ერთი სანტიმეტრითაც ვერ შეძლებდა აცახცახებული სხეულის გატოკებას...ასე იჯდა ხელებში თავჩარგული, თვითონაც არ იცოდა რამდენი ხანი. ორგანიზმიდან თანდათან გამოიდევნა ადრენალინის ჭარბი დოზა,დასაშვებ ნორმას საკმაოზე მეტად გადაცდენილმა პულსაციამ იკლო და გულის ყურისწამღები ბაგაბუგისგან დაწმენდილმა სმენამაც ქარის ზუზუნი და მაგისტრალზე პერიოდულად მქროლავი მანქანების ხმა აღიქვა...ნელა მოიშორა სახიდან ჯერ კიდევ აკანკაკებული ხელები და გაჭირვებით შეაღო კარი, ასევე გაჭირვებით გადმოიტანა სალონიდან მომჩვარული სხეული და მთელი არსებით შეისუნთქა შემოდგომის ღამის ჰაერი…სუნთქვა უჭირდა და ფეხზე დგომაც.ლამის უღალატეს კიდეც ძალაგამოლეულმა , სისუსტე ჩამდგარმა მუხლებმა. თავად ამ ყველაფრის შემოქმედი კი, ჯიპის ძარას მიყრდნობოდა, ტუჩებს შორის ანთებული სიგარეტის ღერი მოექცია და ისე უემოციოდ აკვირდებოდა სახეგაფითრებულ, ქარისგან თმა აფრიალებულ გოგონას , ვერც გაიგებდით რას ფიქრობდა ან იმ წუთას. უეცრად მოწოლილი ბრაზისგან ვენებში სისხლი აუდუღდა სანიკიძეს და ისეთი ენერგიის მოზღვავება იგრძნო, წეღან თუ სისუტისგან ძლივს მოძრაობდა , იმ მომენტში ფრონტზე რომ გაეშვათ, აფხაზეთის ომს მოიგებდა თანაც მარტო...
-შე ნაბი*ვარო...უხ შე ნაბი*ვარო!!!
როგორ მეზიზღები! რომ იცოდე , როგორ...რატომ გადაგეყარე საერთოდ...რატომ???ჰა? რატომ!!- აკივლდა ბოლო ხმაზე სიბრაზისგან სახეწაშლილი და მამაკაცისკენ სწრაფად გაწეულმა გაშლილი ხელისგულები მთელი ძალით მიარტყა მკერდზე...გულმა კი ხელმეორედ ატეხა ბაგაბუგი, აბაშიძის ძლიერი თითები მაჯებზე რომ ჩააფრინდნენ, ვეღარც ის გაიაზრა როგორ აღმოჩნდა კაცის სხეულსა და მანქანის ძარას შორის მომწყვდეული...მიჯახებისგან გამოწვეული ტკივილისგან სახე დაემანჭა და წამის შემდეგ მისკენ დახრილი მრისხანებისგან ანთებული სახე და აბაშიძის ღრიალიც აღიქვა:
- მე, შენ!!!! საჭიროზე მეტჯერ გაგაფრთხილე...საჭიროზე მეტჯერ გითხარი : რომ თავი შორს დაგეჭირა ჩემგან!!! გაგაფრთხილე, ხო?? გითხარი?? ხო გაგაფრთხილე ეს დედამოტყნული??? რატომ მებლანდები მაინც ფეხებში???
- გამიშვი , შე ავადმყოფო! - თავის გათავისუფლებას ეცადა სიბრაზისგან და უსუსურობის შეგრძნებისგან თვალებამღვრეული ქალი, თუმცა თავისზე ორჯერ მეტი მასის სხეულს მჭიდროდ რომ ჰყავდა მომწყვდეული, ძვრაც ვერ უყო.
- რა დაგიშავე? რაა?? მითხარი ერთი, რა და-გი-შავე! ესე რომ მომიძულე და შენს "სითბოს" არ მაკლებ შეხვედრის დღიდან…ხან იარაღს რომ მიტრიალებ შუბლზე, ხან ავტობანზე სულის გასაფრთხობად მიმეტებ...არადა ღმერთმა იცის...ღმერთმა ხომ მაინც იცის , არა?- საჩვენებელი თითი ცისკენ აიშვირა ქალმა...გრძნობდა ხმა თანდათან როგორ უტყდებოდა და უნდოდა ეტირა...არა კი არ ეტირა, ებღავლა ბოლო ხმაზე, მაგრამ აბაშიძის წინაშე სისსუსტის გამოჩენა უფრო მეტად არ უნდოდა, ამიტომ იყო გაჭირვებით რომ იკავებდა ხორხში გაჩხერილ მკაწრავ ბურთს - შენი დახმარების მეტი მე...საერთოდ არაფერი მინდოდა...საერთოდ არაფერი...და რით დავიმსახურე შენი ესეთი სიყვარული ბოლოსდაბოლოს მეტყვი?- ნერვების პიკზე მისულმა ბოლო ხმაზე აუწია ყვირილს, უფრო კი გაბზარული ბგერების დასაფარად...
ყბებდაჭიმულმა მამაკაცმა, თვალები რომ დაწითლებოდა მრისხანებისგან და თითქოს სახიდან ყველა ემოცია ჩამორეცხოდა .ერთხანს უხმოდ უყურა სახეზე, ისე თითქოს რენტგენში ატარებსო...შემდეგ კი ქალმა გააზრებაც ვერ მოასწრო , ისე სწრაფად და მტკივნეულად შემოეჭდო ყბებზე ძლიერი თითები სახე კი იმდენად ახლოს მიუახლოვდა , მისი კანის სიმხურვალეს გრძნობდა საკუთარზე.
-მისმინე..
- გამიშვი! - თავის გათავისუფლებას შეეცადა ნია.
- მისმინე - მეთქი!- კბილებში გამოცრა აბაშიძემ და უფრო ძლიერად წაუჭირა თითები - შეგიძლია უბრალოდ ტრა*კში გაიკეთო შენი დახმარების სურვილი,, რომელიც არ მახსენდება რომ ვინმეს ეთხოვოს... საერთოდ არავის ...ბოლოჯერ გეუბნები და გაფრთხილებ : შემეშვი და თავი შორს დაიჭირე ჩემგან!! ეხლა მე შენ...უკან დაგაბრუნებ მერე კი ერთხელ და სამუდამოდ აორთქლდები ჩემი ცხოვრებიდან...ნუ თუ სურვილი არ გექნება- გაეცინა მაგრამ მალევე ჩამოერეცხა სახიდან სიციილი- ცამდე მართალი ვიქნები როდესაც მაგ უტვინო თავს გაგიხვრეტ! - შემდეგ კი ხელი ერთიანად უშვა და ცივად მოშორდა.
- იცი რას გეტყვი? - ქარისგან აწეწილი თმა აკანკალებული თითებით ყურებსუკან გადაიწია ნიამ და მამაკაცს გაუსწორა ზიზღით სავსე მზერა - უმადურო ნაბი*ვარო...ჯანდაბამდეც გზა გქონია და კიდევ იმის იქითაც…შენი გზა კი...შენი გზა ოთხ ფიცრამდე და მიწიდან სამ მეტრზე მიდის...ჰოდა, სულ ბედნიერად და სულ კარგად იყავი! - თანდათან უწევდა ტონს სივმბრაზისგან გასკდომამდე მისული გოგონა - ბედნიერი ვიქნები...კიი..ძალიანაც ბედნიერი ვიქნები შენი სიკვდილის ამბავს რომ გავიგებ და გპირდები...სიტყვას გაძლევ... ვარდების დიდ თაიგულსაც დიდი სიმოვნებით მოვიტან შენს საფლავზე!- თვითონაც ვერ გაიგო რატომ აემღვრა თვალები ან რატომ მოეწურა გული თავისივე სიტყვებზე...ვერც იმას მიხვდა ცხელმა ცრემლების ნაკადმა როდის დაუფარეს მთელი სახე...ბრაზით შეიწმინდა ცრენლები და ტუჩებმობრეცილი მთელი მონდომებით შეეცადა გულის დაწყნარებას, თვითონაც რომ ვერ გაეგო ტკივილისაგან რა ჯანდაბად ეკუმშებოდა მკერდში.
- დაჯექი!- ცივად მიუგდო ტირილისგან სახე დასიებულ გოგონას აბაშიძემ, რომელსაც მისი ემოციური გამოსვლა აშკარად ფეხებზე ე*კიდა, თავისი მანქანისკენ პირველი დაიძრა და მძღოლის კარი გამოხსნა.
- მეღადავები??... - სიმწრისაგან გაეცინა ნიას და იგრძნო ჯერ კიდევ დაუცხრომელი სიბრაზის ახალმა ტალღამ როგორ შეუტია - არა ნამდვილად მეღადავები...დამცინი...იდიოტო! - ახლიდან აკივლდა საბოლოოდ წყობ9იდან გამოსულმა ქალმა და ბრაზით სავსე თვალები შეანათა ერთი თავით მაღალ მამაკაცს- აი ამ ტრაილერს შევუვარდები, ნებისმიერ გამვლელს გავყვები...გესმის??ნებისმიერს! მაგრამ შენს წყეულ მანქანაში არ ჩავჯდები!
- მორჩი ისტერიკას…სამამდე ვითვლი და გტოვებ...ბო*ისშვილი ვიყო, საერთოდ არ შემეცოდები…- გაეცინა აბაშიძეს და ისე მოთავსდა საჭესთან მისთვის არც შეუხედია.
ცარიელ ავტობანზე ,ბრაზისგან ერთიანად აკანკალებული შუა გზაზე იდგა სანიკიძე და ვერ გადაეწყვიტა რა ექნა. ერთხანს სიძულვილით სავსე მზერით ბურღავდა აბაშიძის,რომლის მანქანაში ჩაჯდომას, ნამდვილად ყველაფერი ერჩია , მაგრამ შუაღამეს ქალაქიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით სრულიად მარტო დარჩენა,სადაც კაციშვილი არ ჭაჭანებდა კარგ აზრად არცერთ ვარიანტში არ ჟღერდა. თავის დანაპირებს უყოყმანოდ რომ შეასრულებდა აბაშიძე და ისე დატოვებდა, უკან არც მოიხედავდა, არც ამაში ეპარებოდა ეჭვი.
-შე ნაბი*ჭვარო !- უმწეო ბრაზით გამოცრა ბოლოს კბილებში და უკვე დაძრული ჯიპის კარი თითქმის გამოგლიჯა-როგორ ვერ გიტან! როგორ ვერ გიტან!!! შენ ხომ ადამიანი არა ხარ!- ბრაზისგან აკანკალებული თითებით შეიკრა ღვედი და კიდევ ერთხელ სიძულვილით გახედა გვერდზე სავარძელში მჯდომს სრულიად უემოციოდ რომ შეხვდა მის სიტყვებს და იმავე აწყვეტილი სიჩქარით დაძრა მანქანა.
ხმისამოუღებლად იჯდა და ემოციურად და ფიზიკურად ერთიანად ძალა გამოცლილს ლაპარაკის არავითარი სურვილი არ ჰქონდა. დუმილს არ არღვევდა აბაშიძეც თბილისის.შესასვლელთან იყვნენ უკვე, ლუკას ჯიპს საპატრულო ეკიპაჟის ნაცრისფერი ფორდი ამოუდგა უკან და იმ წამსვე ხმის გამაძლიერებლებში ბრძანებაც გაისმა:
- რენჯ როვერი...გადააყენე!
აბაშიძემ, რომელმაც ჩათვალა რომ მისი ნომერი სიჩქარის გადაჭარბების გამო იყო ეკიპაჟისთვის გადაცემული, წინაღმდეგობის გარეშე შეასრულა მათი ბრძანება.მანქანა საავარიო ზოლში გადააყენა და იქვე შეაჩერა , დაელოდა სანამ ოფიცერი მიუხლოვდებოდა და მის მოთხოვნაზე ასევე მშვიდად გაუწოდა საბუთები. ოფიცერმა, სახელად ვალერიმ, ლუკას პირადობა მეწყვილეს აჩვენა და ოდნავგასაგონად გადაუჩურჩულა:
- ესაა?
- ეგაა. - დაუდასტურა მეწყვილემ.
- გასაგებია .. - ჩაილაპარაკა ვალერიმ და მანქანაში მყოფებს მიმართა - მანქანიდან გადმოდით !
- რატომ? - იკითხა ლუკამ
- თქვენი მანქანა უნდა გავჩხრიკოთ - უპასუხა ვალერიმ და თავისი სიტყვების დასტურად, როგორც კი შიგ მყოფებმა მანქანა დატოვეს, მაშინვე სალონის დათვალიერებას შეუდგა . ნია, რომელმაც კარგად იცოდა რომ უბრალო სიჩქარის გადაჭარბებას ამხელა ამბავი არ მოყვებოდა, აბაშიძესთან ახლოს აიბუზა .
- რა ხდება?- აღელვებულმა უჩურჩულა მამაკაცმა, რომელმაც მისი კითხვა უპასუხოდ დატოვა. ხუთ წუთიანი მდუმარე ჩხრეკის შემდეგ ვალერიმ მეწყვილეს თვალებით რაღაც ანიშნა, ამ უკანასკნელმა კი ლუკას მიმართა:
- მანქანისაკენ შეტრიალდი და ხელები კეფაზე დააწყე!
- რა ხდება?- გამოცრა გაღიზიანებულმა ლუკამ
- ვერ გაიგე რაც გითხარი?- ხმას აუწია ვალერის მეწყვილემ და ხელი გამაფრთხილებლად წაიღო იარაღის ბუდისაკენ - შეტრიალდი და ხელები კეფაზე!..
- რა ხდება ?- მღელვარედ იკითხა ნიამაც
- თქვენ ადგილზე დარჩით!..-უბრძანა ოფიცერმა ქალს
ლუკამ წამიერი ყოყმანის შემდეგ შეასრულა ოფიცრის ბრძანება , მანქანისაკენ შეტრიალდა და ხელები კეფაზე შემოიწყო. იმწამსვე ვალერიმ ხელები უკან მოუქცია და ცივი ბორკილებით შეუბოჭა მაჯები.
- ამასაც იმავეს უპირებდი ?- თავით ნიაზე ანიშნა ვალერიმ , ერთიანად დაბნეული და ემოციებისგნ გაწურული რომ აკვირდებოდა შექმნილ სიტუაციას.
- რას ბოდავ , ყ*ეო? - წარბები შეკრა ლუკამ
- ამ გოგოსაც ისევე უპირებდი მოკვლას , როგორც შენი ყოფილი შეყვარებული ლიკა სამხარაძე მოკალი? - აუღელვებლად ჰკითხა ვალერიმ
- შენ შიგ ხომ არა გაქვს?.. - გაეცინა ლუკას
- მაგრამ , ქალბატონო , სავარაუდოდ, თქვენი მეგობრის მანქანაში ის იარაღია აღმოჩენილი , რომლითაც რამდენიმე საათის წინ, ლიკა სამხარაძე და დედამისი მოკლეს - თქვა ვალერიმ და მანქანიდან "ამოღებული" იარაღი პოლიეთილენის პარკში მოათავსა
- ტყუილია..- მღელვარედ გაიმეორა ნიამ , რომელმაც არც ისე სასიამოვნოდ გასახსენებელი მოგონებებიდან კარგად იცოდა რომ ლუკას იარაღი მთლიანად შავი იყო და არა ნაცრისფერი.
- ამას უკვე გამოძიება გაარკვევს. - მშრალად ჩაილაპარაკა ვალერიმ , მეწყვილეს ანიშნა წავედითო, აბაშიძე საპატრულო მანქანის უკანა სავარძელზე მოათავსეს და მაშუქების ციმციმით დაიძრნენ ადგილიდან. ნიას ბევრი აღარ უფიქრია, ლუკას ჯიპში ჩაჯდა , ძრავი ჩართო და ნაცრისფერ ფორდს უკან მიჰყვა.