4 თავი

270 17 4
                                    

გვიან ღამით თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში მკვლელობა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ შსს-ს თანამშრომლებმა 1973 წელს დაბადებული რ.ჩ - ს სხეული გამთენიისას, საკუთარ სახლში აღმოაჩინეს. მამაკაცს მრავლობითი ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღიდან აქვს მიყენებული, რის შედეგადაც იგი შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა. ჯერ-ჯერობით უცნობია თავდამსხმელის ვინაობა და მკვლელობის მოტივიც. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს... - აცხადებდა ცისფერ კოსტუმში გამოწყობილო საინფორმაციო სამსახურის თანამშრომელი შეშფოთებული სახით, მის კომენტარებს კი დანაშაულის ადგილზე გადაღებული რამდენიმე კადრი გასდევდა ფონად.
თავისი სახლის მისაღებში , ჩართული ტელევიზორის წინ იჯდა აბაშიძე და დივანზე მჯდარი გულგრილი სახით ისმენდა ინფორმაციას. მისთვის ეს ყველაფერი უკვე ცნობილი იყო,რაიმე ახალი და ხელჩასაჭიდი კი არაფერი მოუსმენია. ერთადერთი ვინც სიტუაციაში ცოტათი მაინც გაარკვევდა დაქირავებული გამომძიებელი იყო, რომელმაც თითქოს გუმანით იგრძნოო წამის შემდეგ სწორედ მისი ნომერი დაეწერა აბაშიძის ტელეფონზე.
-გისმენ...-დინჯად უპასუხა ლუკამ და ტელევიზორს ხმა გაუთიშა.
- ჩხენკელი მკვდარია...
-ვიცი.. - გულგრილად უპასუხა აბაშიძემ, პარალელურად კი მინის მაგიდაზე მიგდებულ სიგარეტის კოლოფს დასწვდა და ერთი ღერი ამოაძვრინა.
- მკვლელობის მიჩქმალვა მაგრად გამიჭირდება...- მღელვარების ნოტები შეეპარა გამომძიებლის ხმას , რაც აბაშიძეს არ გამოპარვია.
- დამშვიდდი. ის მე არ მომიკლავს,თუ ამის გამო გიკანკალებს ხმა....
- აბა ვინ მოკლა?
- რა სირობაა...გამომძიებელი შენ ხარ და მე მეკითხები? - გაეცინა ლუკას და ღრმა ნაფაზის დარტყმის მერე განაგრძო- მოკვლევას ვინ აწარმოებს?
- ერთი ჩვეულებრივი გამომძიებელი რაიონული განყოფილებიდან...
- მინდა რომ ეს საქმე შენ გადაიბარო!
-ლუკა...
-მისმინე! -ტონი მომენტალურად გაუცივდა ლუკას- გააკეთე ის, რისთვისაც გიხდი...გადაიბარე საქმე დღესვე და ყველა ინფორმაცია მომაწოდე, რასაც კი გაარკვევ..
- კარგი... - აღარ შეწინააღმდეგებია ნირწამხდარი ალავიძე.
-ძალიან კარგი.. კავშირზე იყავი და როგორც კი რამე პატარა დეტალს გაარკვევ , შემატყობინე...-მოუჭრა აბაშიძემ და პასუხს არც დალოდებია ისე გათიშა, შემდეგ კი იმავე წამს მეორედ აწკრიალებულ ტელეფონს დახედა რომელზეც მისთვის უცნობი ნომერი აციმციმდა...
-უნდა შევხვდეთ.. - ყურმილში ქალის შეშინებული ხმა გაისმა
- კამიკაძე ხარ? - ზიზღით გამოცრა მამაკაცმა.
- მნიშვნელოვანი საქმე მაქვს, ეს შენც დაგაინტერესებს..
- მე შენთან რა საქმე უნდა მქონდეს?
- მარიამი ... - მხოლოდ ერთი სახელი ახსენა ქალმა და ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ აბაშიძის გულს რამდენიმე დარტყმა გამოეტოვებინა.
- რა გაქვს სათქმელი? ამოღერღე!
-ამაზე ტელეფონში ვერ დაგელაპარაკები...შეხვედრის ადგილი დათქვი და მოვალ...
- მისამართს მოგწერ! - მოკლედ მოუჭრა ლუკამ, ქურთუკი შემოიცვა და სახლის კარი ხმაურით გაიხურა.

როგორ შემიყვარდა კრიმინალიWhere stories live. Discover now