6 თავი

251 10 1
                                    

გამარჯობაა…-ბარის სკამზე ქალის მოპირდაპირედ ჩამოჯდა აბაშიძე და ყალბი ღიმილით ჩააცქერდა თვალებში, თუმცა მისი დაჭიმული ყბები და ცივი თვალები იმაზე მიუთითებდნენ რომ სულაც არ იყო კარგ ხასიათზე.
-მომენატრე…-მის საკოცნელად გაიწია ქალმა თუმცა მკლავზე თითებით ჩაფრენილმა მამაკაცმა შეაჩერა, რომელსაც წამიერად ჩამოერეცხა ყალბი ღიმილი და კიდევ უფრო გაუცივდა სახე.
-შენთვისვე ჯობია მითხრა რომ შემთხვევით ხარ აქ…
-არ ვარ…-მხრები აიჩეჩა ქალმა და მაღალ ფეხიანი ჭიქიდან კოქტეილი მოსვა.
-თიკა…
-რა გინდა? მე ჩემი ხოდით ვარ, შენ-შენი...
-შეიძლება ვიცეკვოთ?-საიდანღაც გამოტყვრა ქერა მამაკაცი რომელიც წამით არ აცილებდა გამოშტერებულ მზერას მშვენიერ ალავიძეს , ისევე როგორც კლუბში იმ მომენტში მყოფი ყველა მამაკაცი.
-არა ,გააჯვი!-ქალის სახისთვის წამით არ მოუშორებია ცივი მზერა, ისე გამოცრა აბაშიძემ.
-მე მანდილოსანს ვეკითხები!
-გააჯვი-მეთქი!
-ქალბატონო…-თიკასკენ გაიწია კაცმა და ნერვების ზღვარს გადაცდენილმა აბაშუძემაც წამში იფეთქა: ქურთუკის საყელოთი მომენტალურად დათრეულს აზრზე მოსვლაც არ აცადა,თავისუფალი ხელით იქვე ბარზე დადებულ ვისკის ჭიქას დასწვდა სხარტი მოძრაობით და უცნობის თავზე დაუშვა. ჭიქის ნამსხვრევები ხმაურით გაიფანტა იატაკზე, გვერდზე მჯდომმა ქალმა შიშით შეჰყვირა , მსგავს სიტუაციებს მიჩვეულ კლუბის სტუმრებს კი ყურიც არ შეუბერტყავთ... სამაგიეროდ, მეორე სართულზე აქამდე უსაქმოდ მყოფი დაცვის თანამშრომელი ბოლთის ცემით რომ მიმოდიოდა.ხმაურზე ერთბაშად გამოცოცხლდა.
- ყურადღებაც მოვიქციეთ...-უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა თიკამ და ფეხდაფეხ მიჰყვა აბაშიძეს, რიმელმაც იატაკზე ტკივილისგან მოკეცილ სახე დასისისხლიანებულ კაცს გვერდი გულგრილად აუარა და პირდაპირ მეორე სართულისკენ დაიძრა.
-რა გინდათ?-წინ გადაუდგა შუბლშეკრული ახმახი.
-შენი უფროსი…
-ვინ ხართ?
-მისი ნაცნობები…-დაძაბულ აბაშიძეს წელზე ხელი მოეხვია თიკა და დაცვის თანამშრომელს გაუღიმა.
-სახელი, გვარი?
-უბრალოდ გვარი ალავიძე უხსენე...დარწმუნებული ვარ დააინტერესებს…
- კარგით...დამელოდეთ... - ჩაილაპარაკა ახმახმა და დერეფნის ბოლოს მდებარე ოთახისკენ დაიძრა.საიდანაც მალევე დაბრუნდა და წყვილს გამოუცხადა რომ ბატონი ლევანი კაბინეტში ელოდებოდათ.ბატონი ლევანი ჩია კაცი აღმოჩნდა,ნახევრად მელოტი თავით და ისეთი იერით აბაშიძეს მის დანახვაზე გულისრევა და გულიანად გადახარხარება ერთდროულად მოუნდა.
- აბა რამ შეაწუხა ალავიძის მშვენიერი ქალბატონი? - უხეიროდ გაიცინა ლევანმა და შეფარული ნერვიულობით შეათვალიერა მის წინ სავარძელში მჯდომი წყვილი.
-ჩემს მეგობარს კითხვები აქვს...იმედია არ გვაწყენინებ…- ფართოდ გაუღიმა თიკამ
-მამაშენი მკვდარია…
- მაგრამ...არის ერთი მაგრამ...კიდევ ბევრია ისეთი ვისაც ჩემს ხელთ არსებული მასალების ხელში ჩაგდება უნდა და ვირის აბანოში შენი ჩაყუდებაც ზედმეტად გაახარებს…-უფრო ფართოდ გაუღიმა ქალმა.
- რა გაინტერესებს?- მიხვდა ლევანი ჩიხში მოიმწყვდიეს და უაზრო ლაყბობა აღარც უცდია, აბაშიძეზე გადაიტანა მზერა.
- ერთ სახელს გეტყვი : რამაზ ჩხენკელი...დაიწყე და ყველაფერი მოყევი რაც მასზე იცი…
-სამწუხაროდ თუ სასიხარულოდ...ბევრს ვერაფერს გეტყვი…- პირი გააწკლაპუნა ლევანმა.
- რაც იცი ის მოყევი…ვიცი რომ დაცვად მუშაობდა შენ ბორდელში…
- ჰო , ასე იყო გაფორმებული..ოღონდ თავის ბოზებს იცავდა და არა ჩემს კლუბს..- ჩაიცინა ლევანმა.
-ანუ?-სიგარეტს მოუკიდა აბაშიძემ და ღრმა ნაფაზი დაარტყა.
-ანუ...ჩხენკელი სუტენიორი იყო...თავისი მეძავები მოჰყავდა ჩემს კლუბში, ისინი იქ მუშაობდნენ, კლიენტურას აგდებდნენ და ასე შემდეგ...მოკლედ, მე ჩხენკელს სამუშაო ტერიტორიას ვაძლევდი ბოზებისთვის, ის კი ამაში გარკვეულ წილს მიხდიდა..ეს იყო და ეს...მეტი ჩხენკელთან არაფერი მაკავშირებს…
-ესე იგი მეტი ჩხენკელზე არაფერი იცი..
-არა…
-როგორ...ესეთ რისკიან ამბავში პაძელნიკობდით შენ კი არასდროს დაინტერესებულხარ ვინ იყო და რას წარმოადგენდა?-თვალებმოჭუტული დააკვირდა აბაშიძე წინ მჯდომს.
-რაში დამაინტერესებდა მისი პიროვნება? - მხრები აიჩეჩა ლევანმა - ის ფულს მიხდიდა და მორჩა...დალშე, ვინ იყო და რას წარმოადგენდა მაგრად მეკიდა…
-ის გოგოები მასთან იძულებით მუშობდნენ?
- არა...ამაზე თავს დავდებ…- თავი მღელვარედ გააქნია ჩიამ.
- რატომ შეიცხადე? ისეთ ბინძურ საქმეებს ატრიალებ , რა ტრეფიკინგი სინდისს ზედმეტად დაგიმძიმებდა?- ირონიულად გაეცინა ლუკას.
- ეგ არაფერ შუაშია..მე ვიცი ჩემი შესაძლებლობების ზღვარი...ტრეფიკინგი უკვე სხვა სახის დანაშაულია და მე ეგეთ რისკზე აღარ წავიდოდი...უბრალოდ ვეღარ გავქაჩავდი…-მხრები გულგრილად აიჩეჩა ლევანმა. აბაშიძე ერთხანს უსიტყვოდ აკვირდებოდა წინ მჯდომს, შემდეგ სიგარეტი საფერფლეში ჩააჭყლიტა და სავარძლიდან წამოდგარმა კიდევ ერთხელ გაუყარა თვალი თვალში.
-კარგი...დაგიჯერებ რომ მეტი არაფერი იცი...მაგრამ თუ გავიგებ რომ დამალე...ისევ მოგაკითხავ და მაშინ კი ესეთი მშვიდი საუბარი აღარ გვექნება…
-თქვენთვის ჩემი კლუბის კარი ყოველთვის ღიაა…- ხელები ფართოდ გაშალა ლევანმა და კარიდან გასული წყვილი მზერით გააცილა...

როგორ შემიყვარდა კრიმინალიOù les histoires vivent. Découvrez maintenant