-აბა ჩემო ბიჭო მოგვიყევი, როგორი დრო გაატარე იტალიაში.
-დიდი არაფერი იყო ბაბუა.
-ძირითადად კლუბებით, გოგონებით და ხალხის ცემით იყო დაკავებული.
ამბობს ჰისუნგის მამა და ამჯერადაც არ აკლებს ცინიზმს.-ცოტახნით თავის შეკავება არ შეგიძლია? თუ ისევ ჩხუბით უნდა დავასრულოთ მამა.
-მე ფაქტს ვამბობ, სხვას ხომ არაფერს.
ამბობს უცოდველის სახით და სტეიკის დაჭრას იწყებს.ჰისუნგი ერთს ღრმად ისუნთქავს და გაღიზიანებული ღვინით სავსე ჭიქას ბოლომდე ცლის.
-რა საქმეზე დამიბარე დროზე მითხარი და შემდეგ წავალ. დავიღალე დასვენება მჭირდება.
-ჰისუნგ ეს ბოლო დრო ჩვენთან ერთად ყოფნა აღარ გსიამოვნებს და რაშია საქმე?
-ალბათ იმაში, რომ ერთი ადამიანის გამოხტომები ზედმეტად გამაღიზიანებელია ჩემთვის დედა.
ამბობს და მამამისს უყურებს.-სიმართლე არასოდეს მოგწონდა.
-დოჰიუნ შეგიძლია ცოტახნით გაჩუმდე?
-და რა მამა ასე არარის?
-ბაბუა თუ შეიძლება მე წავალ, თორემ მაშინდელივით ჩემს თავს ვეღარ გავაკონტროლებ და შეიძლება ცუდი რაღაც ჩავიდინო.
ამბობს გაბრაზებული ბიჭი და ხელსახოცს მაგიდაზე აგრესიულად აგდებს.-მაგრამ ჯერ საუბარიც არ დაგვიწყია.
-შემდეგში გესტუმრები, ეხლა კი თქვენის ნებართვით წავალ და გემრიელად მიირთვით.
სავახშმო ოთახს ტოვებს და კიბეებზე კოპებშეყრილი მძიმე ნაბიჯებით ჩადის-ყოჩაღ დოჰიუნ, ენას ისევ ვერ აჩუმებ.
-მამა.......
-რა მამა რა, გამაგებინე რა შენი საქმეა მისი ცხოვრება. უკვე ზრდასრული კაცია შენი ჩარევა რა საჭიროა ამიხსენი, ყველა სიტყვაზე, რომ ეკიდები და ამცირებ ეს გსიამოვნებს? გამაგებინე ამ ბიჭს რას გადაეკიდე. მის ნერვებზე რატომ თამაშობ. გინდა რომ ერთ დღეს მართლა შემოაკვდე? გამაგებინე ეს გინდა?
მოხუცი დოჰიუნს ეჩხუბებოდა ის კი დასჯილი ბავშვივით უბრალოდ უსმენდა.
YOU ARE READING
Fall in love with a wrong person??
Hayran Kurgu"You are mine "- he whispers. "Only mine. Don't forget it!!!"