- მოგკლავ ნუ დამცინი. ლიმ ცრემლები მოიწმინდა და საქმროს მხარზე მუშტი მიარტყა.
- რატომ არ მითხარი რომ ფრენის გეშინოდა? სიცილისგან ცრემლები მოსდიოდა სანს.
- რა ვიცოდი რომ თვითმფრინავით მივდიოდით.
- აბა რა გეგონა დუბაიმდე ველოსიპედებით ჩავიდოდით?
- აუუუუ, ნუ დამცინი ახლა მართლა გცემ. ხელები გადააჯვარედინა ლიმ და ტუჩი მოპრუწა.
- კარგი, მისმინე... ფრენა არა საშიში, უბრალოდ ცხვირით შეისუნთქე და პირით გამოისუნთქე. ხოლო თუ თვითმფრინავი ჩამოვარდა რამეს მოვიფიქრებთ. ისევ გაიცინა ბიჭმა და ლის ხელი ჩაკიდა. მე მაშინაც შენ გვერდით ვიქნები როცა შეგეშინდება, ხელს არასდროს გაგიშვებ.
- პირობა არ დადო რადგან ვერ შეასრულებ.
- გპირდები რომ ჩემი გულიდან არასოდეს გაქრები, მე კი პირობას ყოველთვის ვასრულებ. შუბლზე აკოცა და თვითმფრინავიც აფრინდა. ლი რამოდენიმე წუთი ყვიროდა, უფრო სწორედ ღრიალებდა... შემდეგ კი შიშისგან გული წაუვიდა, მაგრამ ეს რაღაც მხრივ კარგიცაა, სხვა შემთხვევაში ვერ გაჩერდებოდა.
ფრენა ძალიან სასიამოვნო და ლამაზია, მათთვის ვისაც ამის არ ეშინია... გამთენიისას ძალიან ლამაზია ღრუბლებში ყოფნა, მზის ამოსვლა, განათებული ღრუბლები და სიმშვიდე... სიჩუმე საუკეთესო ნაწილია ყველაფრის, სიჩუმე სიმშვიდეა, სიჩუმე ფიქრის უნარია, სიჩუმე ყველაფრის მაჩვენებელია... ჭკვიანი ადამიანი გაუნათლებელთან სიჩუმეს ამჯობინებს რადგან შეუგნებელს ვერ შეაგნებინებ...
ღრუბლებში ყოფნა და იმ ადამიანის ყურება რომელიც შენთვის ამდენს ნიშნავს რაღაც სხვა ლეველია. ლი ისევ გათიშული იჯდა თავის სავარძელში სანი კი მომღიმარი სახით ლოყაზე ხელს უსვამდა.
- ბატონო სან რამეს ხომ არ ინებებთ? დარია, სანის მდივანი ერთ-ერთი კაბინიდან გამოვიდა და უფროსთან მივიდა.
- არა დარია, შეგიძლია დაისვენო. სტუარდესა ყავს ამ თვითმფრინავს ასე რომ შენ არაფრის გაკეთება არ მოგიწევს... ისე მიდი დაუძახე ყავა მოიტანოს ოთხი და ისიც მოვიდეს, კერძო თვითმფრინავია ასე რომ არ მგონია სხვა ადამიანებიც იყვნენ.
YOU ARE READING
წითელი ლოტუსი
Romansaორი განსხვავებული სამყარო ორი განსხვავებული ადამიანი. ლი იუ ბუმი პატიოსანი და კეთილსინდისიერი ექიმია, რომლის მთავარი საქმიანობაც ხალხის გადარჩენაა. მინ იუნგ სანი დღისით კეთილსინდისიერი ახალგაზრდაა ხოლო ღამით მაფიის წევრი რომლის მთავარი საქმიანობაც ს...
