speed up

87 6 102
                                        

თექვსმეტი დეკემბრის გათენება და სუჯინის გეგმის დაწყება ერთი იყო. საავადმყოფოდან ყველანი გაწერეს, როგორც უკვე მრავალჯერ თქვეს არცერთს ჰქონია რეალური დაზიანება. ქორწილი თექვსმეტ დღეში იყო, სამზადისი კი ჯერ კიდევ არ დაუწყიათ, მაგრამ გეგმა მარტივი იყო, ყველამ გაინაწილა თავისი საქმე და იმას უნდა მიყოლოდა ბოლომდე...

16 დეკემბერი...

- უკვე ყველამ იცით რაც უნდა ქნათ. სუჯინი მთელი გზა ენას არ აჩუმებდა. ლი, სან თქვენ დღეს მთელი დღე მოგიწევთ იმაზე იფიქროთ რას ჩაიცმევთ როგორ და რატომ. მე და ლისაც იგივეს ვიზამთ, დენი და იუნა კი ვი ჩან სუკს დაელაპარაკებიან იმისათვის რომ გავიგოთ სახლი იქნება თუ არა სწორი არჩევანი.

- კი მაგრამ არ ჯობდა ჯერ სადმე გვევახშმა? დენი აწუწუნდა.

- არავითარი დროის გაწელვა, 16 დღე საკმარისი არაა... თანაც მარტო ქორწილი არ არის, კომპანიაც სამართავია და ამას დამატებული კაბების და სმოკინგების შეკერვას ძალიან დიდი დრო უნდა, ამას ვერ ხვდებით?

- კარგი კარგი ჩუმად ვართ. იუნამ დენს პირზე ხელი ააფარა და სუჯინი დაამშვიდა. ვი ჩან სუკი ჩვენ მოგვანდე, თქვენ კი შეგიძლიათ მშვიდად იფიქროთ იმაზე თუ რას ჩაიცმევთ. სახლისკენ წასულები რამოდეინმე საათის უკვე ვი ჩან სუკის ვილის მისაღებში ისხდნენ, ლი სანზე იყო მიკრობილი, იუნა და დენი რაღაცას ბურდღუნებდნენ, ალბათ გეგმას ალაგებდნენ როგორ ეტყოდნენ მაფიის ბოსს სახლის გადაკეთებაზე, ხოლო სუჯინს ლისას კალთაში ედო თავი და თვალებ დახუჭული რაღაცაზე ფიქრობდა.

- ბატონო დენ, ბატონმა ვი ჩან სუკმა გამომგზავნა, მითხრა უთხარი ამოვიდნენო. მოახლებ ხმადაბლა უთხრა და როცა ბიჭისგან საპასუხოდ ღიმილი მიიღო ოთახი დატოვა. სუჯინი და ლი მაშინვე წამოხტენენ.

- ვაიმე. რა მოხდება თუ უარს იტყვის? სუჯინი გაგიჟდა.

- ან რა მოხდება ისევ რაღაცეებს თუ დაგეგმავს? ლიც აყვა, სანი გაოცებული უყურებდა ამ ორს, ნუთუ ესენი ის ხალხი არიან რომლებიც რამოდეინმე წამის წინ მშვიდად ისვენებდნენ.

წითელი ლოტუსიWhere stories live. Discover now