თავი 1

128 12 2
                                    

წაგიკითხავთ ზღაპრები პრინცესებსა და პრინცებზე? რა თქმა უნდა, ვის არ წაუკითხავს. ვის არ უნახავს დისნეის ძლიერი ქალებთათვის? იმაზეც დამეთანხმდებით რამდენი ახალგაზრდა და ძლიერი ქალი გაზარდა ამ უბრალო ანიმაციამ. ბევრი ჯერ კიდევ ფიქრობს, რომ ზღაპარში ცხოვრობს და ერთხელაც პრინცი იხნის. ყოველშემთხვევაში შორენას ეგონა, რომ უკვე ნაპოვნი ჰყავდა თავისი პრინცი.

-გილოცავ დაბადების დღეს!-კარებში იაკობი იდგა, ხელში დიდი რაფაელოს შოკოლადის ტორტი ეჭირა. იაკობი საკმაოდ სერიოზული ბიჭი გახლათ, იშვიათად იღიმოდა, ასევე იშვიათად ბრაზდებოდა. ერთი ჩვეულებრივი თბილისელი ბიჭი, რომელიც გატაცებული იყო ფეხბურთით. შორენაში ეს რომ აღმოაჩინა, იმ წამსვე იგრძნო მათ შორის ბევრი მსგავსება. იაკობი საკმაოდ მაღალი ბიჭი გახლათ, განსაკუთრებით გამოსარჩევი იყო მისი ლამაზი კანის ფერით. მუქი ყავისფერი კანით, ლამაზად დაკუნთული ფეხებით და ლამაზი ღიმილით. მოკლედ მას ყველაფერი ჰქონდა, იმისთვის რომ შორენას გული ერთი დანახვით მოეპოვებინა.-ჩააქვრე!-შორენამ ტორტს დახედა, ზედ 19 სანთელი იყო ჩარჭობილი. მას თვალები აუცრემლიანდა...ვერ წამოედგინა, რომ ამხელა გაიზარდა და ამდენი სანთელის ჩაქრობა უწევდა. სათითაოდ ჩააქრო და თან თვალებიდან ცრემლები ჩამოუგორდა. ვერ ელეოდა მაინც თინეიჯერობის ასაკს. ის ხომ მისთვის ყველაფერი იყო, მაგ დროს გაიგო, რომ მალე პატარა სოფიას დაიკო გახდებოდა. თუმცა სანამ ეს ყველაფერი მოხდებოდა, ისევე როგორც სოფიამ გაულამაზა თინეიჯერობის წლები სოფიამ, მანამდე შორენას დაბადებამ გაუფერადა ყველაფერი გიორგის. უხაროდა პატარა გიორგი ჭავჭავაძეს შორენას დაბადება. სახელიც თავად შეურჩია. 6 წლის იყო, როდესაც შორენა ბეგაშვილი დაინახა და მას შემდეგ მასზე გაგიჟებით იყო შეყვარებული. თან ამბობდა, რომ გავიზრდები შორენა ბეგაშვილი უნდა მოვიყვანო ცოლად. იმ დროს, როდესაც შორენას სახელს ურჩევდნენ, გიო არც კი დაფიქრებულა და წამოიძახა:-დედა, შორენა დავარქვათ...შორენა ბეგაშვილი!

სხვა სიცოცხლეშიWhere stories live. Discover now