-შორენა! წავედით, გვაგვიანდება!-ოთახში სოფია შეუვარდა. ეს ბავშვი ყოველთვის სათადარიგო ბორბალი იყო. რამის თხოვნა, რომ უნდოდათ შორენასთვის ყოველთვის მას იყენებდნენ. იმიტომ რომ შორენა ვერასდროს ვერ ეუბნებოდა უარს.
-არ მინდა წამოსვლა.
-გთხოვ შორენა, გიოს უკვე ნაყიდი აქვს ბილეთები.-ზურგის უკან საქართველოს ფორმის მაისური გამოაძვრინა, რომელზეც KASHIA ეწერა.
-ეს როდის იყიდეთ?
-დღეს.-გაუღიმა. ლოგინთან მივიდა და დაიკოს მიუჯდა. იმედი მიეცა, რომ დაიკო დათანხმდებოდა.-წამოხვალ?
-კი.-ცრემლები დამალვა უნდოდა, მაგრამ პატარა სოფიამ მაინც შეამჩნია. დას პატარა თითებით ლოყაზე მოეფერა და ცრემლები ჩამოსწმინდა.
-ნუ ტირი! მეც ვიტირებ.-კვლავ გააგრძელა ცრემლების შემშრალება, თავისი პაწაწინა ხელებით რომლებიც შორენას ლოყის ნახევარიც არ იქნებოდა. ნელ-ნელა ყველა ცრემლი მოსწმინდა და მთელი გულით ჩაიხუტა. საოცარი სითბო იგრძნეს ერთმანეთის მიმართ. შორენა სოფიამდე ყინული იყო, სევდით და ცრემლით სავსე. სოფიას ჩახუტების შემდეგ კი სითბო იგრძნო. იგრძნო, რომ ჯერ კიდევ არაფერი არ დამთავრებულა და საკუთარი დის წინაშე ასეთი სუსტი აღარ უნდა გამოჩენილიყო. ჩახუტებისას მათი გულებიც კი ერთდროულად სცემდნენ.
-ჩავიცმევ პრინცესა. შენ რა გაცვია?-სოფია ლოგინიდან ჩავიდა და დატრიალდა. მას მიქაუტაძის ზედა ეცვა.
-ჟორჟ
-კი პრინცესა. მიდი ჩაიცვი.
შორენა იმ წამსვე წამოდგა ლოგინიდან. სარკეში ჩაიხედა, საშინლად გამოიყურებოდა. ბოლო რამდენიმე დღე ცრემლებით სველ ბალიშზე გაატარა. ბოლო რამდენიმე დღე ცხოვრების დასასრულად ეჩვენებოდა. საჭმელსაც ვეღარ ჭამდა და არც არაფრის ხალისი გააჩნდა. თავს ცუდად გრძნობდა, მართლაც სწორედ ამ დროს სჭირდებოდა მაკიაჟი. მაშინ როდესაც ქალები ყველაზე ცუდად გრძნობენ თავს, როდესაც ჰგონიათ, რომ ცხოვრება მთავრდება...სწორედ მაშინ უნდა ადგე, სარკეში ჩაიხედო და მაკიაჟი გაიკეთო. წაისვა კვასკვასა წითელი პომადა და სახლიდან გახვიდე. გახვიდე და სამყაროს სხვანაირად დაინახავ.
YOU ARE READING
სხვა სიცოცხლეში
Romanceძმისგან ნაჩუქარი დაბადების დღის საჩუქარმა სრულიად შეცვალა შორენა ჭავჭავაძის ცხოვრება. ეს უბრალო თამაშის ბილეთები იყო, მაგრამ ეს ბილეთები აღმოჩნდა მისი ბედი გადამწყვეტი. შორენას თავის ზღაპარში ეგონა, ეგონა რომ უკვე ჰყავდა პრინცი...ნუ, ყოველშემთხვევაშ...