-გძინავს?-ჰკითხა პაბლომ ღამის სამ საათზე. შორენა მისკენ გადატრიალდა.
-არა
-ვერ ვიძინებ
-ვერც მე
-მოდი ერთმანეთს შეკითხვები დავუსვათ, იქნებს დაგვეძინოს.
-ეგრე უფრო არ დაგვეძინება
-შენი სახელი და გვარი...-ჰკითხა პაბლომ. შორენას ასეთ შეკითხვაზე გაეღიმა.
-ჩემი სახელია შორენა ჭავჭავაძე.
-ჩემი სახელია პაბლო ლოპეზ ამარიო ფერნანდეზი.
-შემეცოდე.
-ზოდიაქოს ნიშანი?
-ქალწული
-მე კირჩხიბი...-ჩაფირქდა. მეორე შეკითხვის ძებნა დაიწყო.-საუკეთესო მეგობარი
-არასდროს მყოლია-უპასუხა შორენამ. პაბლოს კი გაუკვირდა.
-რატომ?
-არ ვიცი, არასდროს ვყოფილვარ კონტაქტური. სულ სახლში ვიჯექი და ვმეცადინეობდი.
-მე კი ყოველთვის გარეთ ვიყავი. სკოლაში არაფერს ვსწავლობდი. მაპატიე, მომავალო ექიმო, მაგრამ ერთადერთი საგანი რომელშიც მაღალი ქულა მქონდა ფიზკულტურა იყო.
-ვერ ვიტანდი ფიზკულტურას, ბავშვობაში ძალიან მსუქანი ვიყავი. ამიტომ მასწავლებელი სკამზე მაჯენდა.
-რა საშინელებაა. ჩვენთან ერთად გოგოებიც თამაშობდნენ.
-მართლა? ერთი პლანეტაა, მაგრამ სხვა სამყარო, სხვა სიცოცხლე. მადრიდი ნამდვილად არ ჰგავს თბილისს.-ამოიხვენეშა.-არასწორ ადგილას დავიბადე.
-შენი საყვარელი ფილმი?
-ფეოლა
-ფორსაჟი, ფეოლა რა არის?
-ქართული ძველი ფილმია. ფეხბურთს ეხება. მერე განახებ.
-საყვარელი საჭმელი?
-მექსიკური კართოფილი-ორივემ ერთად თქვეს.
-პირველი სელებრითი ქრაში
YOU ARE READING
სხვა სიცოცხლეში
Roman d'amourძმისგან ნაჩუქარი დაბადების დღის საჩუქარმა სრულიად შეცვალა შორენა ჭავჭავაძის ცხოვრება. ეს უბრალო თამაშის ბილეთები იყო, მაგრამ ეს ბილეთები აღმოჩნდა მისი ბედი გადამწყვეტი. შორენას თავის ზღაპარში ეგონა, ეგონა რომ უკვე ჰყავდა პრინცი...ნუ, ყოველშემთხვევაშ...