-რას აკეთებ!-ხელი ჰკრა და უკან დაიწია.
-გინდა მადრიდში წამოსვლა, მე შენი ერთადერთი შანსი ვარ. ასეთი შანსი სხვა სიცოცხლეშიც არ მოგეცემა.
ტელეფონის ხმა გაისმა, შორენამ კვლავ დახედა ტელეფონს. გული აუჩქარდა, ეგონა დედა კიდევ ურეკავდა, მაგრამ გაუხარდა, როდესაც ძმის ნომერი იცნო.
-შორენა სად ხარ?-შეეკითხა გიორგი. ხმა ანერვიულებული ჰქონდა.
-უნივერსიტეტთან...
-მთელი მედია შენი და პაბლოს ფოტოებითაა სავსე. გააფრინე გოგო შენ?
-რა ხდება?-ჰკითხა პაბლომ.
-რომელი ფოტოები?
-ცოტა ხნის წინ რომ კოცნიდით
შორენამ შუბლზე ხელი შემოირტყა და ლამის ტირილი დაიწყო.
-თავად მაკოცა, გიორგი დამიჯერე. მწერდა კიდეც, უნივერსიტეტშიც მომაკითხა.
-არ ვიცი თქვენს შორის რა მოხდა, მაგრამ მამა გაგიჟებულია. ცოტა ხნის წინ მოვიდა სახლში და ტელევიზორი ჩართო და პირველი რაც იყო ეს თქვენი ფოტოები იყო. არამგონია გაცოცხლოს, თან ნასვამია.
რაღაც დამტვრევის ხმა გაისმა ფონზე.
-სადაა ეგ ბოზი?-გაიგონა მამის ყვირილი.
-არ მოხვიდე სახლში, მირჩევნია სრულიად უცნობთან იყო.
-არა, მოვალ და დაველაპარაკები
-არ გინდა
-პაბლოს სასტუმროში დავტოვებ და მოვალ.
-არ მოხვიდეთქვა, მასთან უფრო უსაფრთხოდ იქნები.
შორენამ ზარი გაუთიშა და მანქანა იმ წამსვე დაქოქა. პაბლო ინერციით სავარძელს უკან შეასკდა.
-რომელ სასტუმროში ხარ?-აკანკალებული ხმით ჰკითხა შორენამ.
-აქვეა, მარჯვნივ შეუხვიე და პირდაპირ იარე.
გოგოს თავი რბოლაში ეგონა, მგონი წითელზეც გაიარა. შეშინებულ პაბლო კი პირჯვარს იწერდა და გზადაგზა მიმართულებასა და შენიშვნებს აძლევდა. სასტუმრო დაინახა და სიჩქარეს გაზის პედალს უფრო დააჭირა, პაბლო ნორმალურად გადასული არ იყო ისე დახურა კარები, მან კი მიაძახა:
YOU ARE READING
სხვა სიცოცხლეში
Romanceძმისგან ნაჩუქარი დაბადების დღის საჩუქარმა სრულიად შეცვალა შორენა ჭავჭავაძის ცხოვრება. ეს უბრალო თამაშის ბილეთები იყო, მაგრამ ეს ბილეთები აღმოჩნდა მისი ბედი გადამწყვეტი. შორენას თავის ზღაპარში ეგონა, ეგონა რომ უკვე ჰყავდა პრინცი...ნუ, ყოველშემთხვევაშ...