-მჯდარხარ ოდესმე თვითმფრინავში?
-კი
პაბლომ შორენა წამოაყენა და ერთად გავიდნენ გარეთ, მათ უკან გიორგიც გაჰყვა. მანქანასთან როგორც კი მივიდნენ, შორენამ თქვა:
-გიო, პასპორტი მომეცი.-გიომ პასპორტი ხელში ჩაუდო.
-მე წაგიყვანთ აეროპორტში
-მართლა?
-არ მინდა აქ იტანჯებოდე, თუ გინდა წასვლა წადი.
-მინდა
-ხოდა წადი.
გიორგიმ პაბლო ფერნანდეზს უკანა სავარძლის კარი გაუღო და სოფიას გვერდით მიუსვა. პატარა გოგონამ თბილად გაუღიმა და ცოტათი უკან დაიწია. შორენა კი ძველ ადგილს დაუბრუნდა.
-1 წელი ვითომ მისი შეყვარებული ვიქნები. შემდეგ დავბრუნდები.
-გასაგებია, ბინის ქირაობა არ მოგიწევს, ეს იდიოტი მოგხედავს. იმედია...
აეროპორტში ძალიან ბევრი ხალხი იყო, კონდენციონერი კი იყო ჩართული, მაგრამ მაინც ჩახუთულობა და უჰაერობა იყო. რეგისტრაციამ ბევრი დრო წაიღპ, მაგრამ რეისს დროულად მიუსწრეს. სანამ თვითფრინავისკენ წავიდოდნენ, შორენა შემოტრიალდა და ძლიერ ჩაკოცნა და-ძმა. მათი სუნი დაიმახსოვრა და კვლავ პაბლოს დაუბრუნდა.
-მიხედე, თორემ მე მოგკლავ!-უთხრა გიორგიმ ინგლისურად. პაბლოს მართლაც შიშმა დაუარა. არც იყო მსგავსი რამ გასაკვირი გიორგისგან, დის გამო ყველაფრის გამკეთებელი გახლავთ.
პაბლო პირველი კლასისკენ წავიდა, შორენამ კი სხვა მიმართულებით გაიხედა, თავგზა აერია. იქ ხომ არასდროს მჯდარა. კარგად მიმოიხედა და ნაცნობი ზურგი ასობით კაცში იყო. მისკენ გაიქცა, კარებთან მიუსწრო.
სტუარდესმა მათი ადგილები აჩვენა.
-შეგიძლიათ პირველადი დახმარების ყუთი მოგვიტანოთ.-სთხოვა ფერნანდეზმა.
ქალმა ლამაზად გაუღიმა, ზურგი აქცია და სადღაც წავიდა. პირველ კლასში ნახევრად მარტო იყვნენ, მათ შემდეგ სულ 5 ადამიანი შემოვიდა. შორენა ფანჯარასთან დაჯდა, მის მარჯვნივ კი პაბლო. სტუარდესამ პაბლო ფერნანდეზს კვლავ გაუღიმა, ყუთი მიაწოდა და დატოვა.
შორენა ფანჯარაში იხედებოდა, საერთოდ არავის უსმენდა. მალე შუბლზე კი სპირტის სუნი იგრძნო, შემდეგ შუბლი აეწვა. გოგონამ ტკივილისგან დაიკივა.
-ბოდიში.-ჩამოწია ბამბა
-მეთვითონ, მომეცი.-გოგონამ ოსტატურად მოიწმინდა გამსკდარი შუბლიდან სისხლი და ლეიკოპლასტი დაიდო.
-ვაუ, კარგად გაიკეთე, მით უმეტესს ვერ ხედავდი ჭრილობის ადგილს.-გაოცდა და ყველაფერი ჩაალაგა თავის ადგილას.
-სამედიცინოს სტუდენტი ვარ, მეტი არაფერი მისწავლია ჩემს სიცოცხლეში.
-ანუ ექიმი...
-რა ექიმი?
-ექიმობა გინდა?
-მე რა მამაჩემს უნდოდა...
-მართლა ეგეთი ცუდია მამაშენი?
-ეს შენთვის უცხოა...
-არაა, არ არის უცხო...
-ეგ აღმოსავლეთ ევროპელებისთვის ჩვეულებრივი რამაა...
-არა მარტო აღმოსავლეთისათვის, ყველგან არიან შვილზე მოძალადე მშობლები
-მართლა? არიან ესპანელები ეგეთები?
-რამეს რომ დავაშავებდი გავრბოდი და ისინი ვერ მეწეოდნენ
შორენამ მხოლოდ გაუღიმა, მაგრამ თვალებში ცრემლები ჩადგა. ნეტავ მასაც პაბლო ფერნანდეზის მსგავსი ბავშვობა ჰქონოდა.
-მეც გავრბოდი, მაგრამ მიჭერდნენ.
-ახლა ვეღარ დაგეწევიან.-ხელით ხელზე შეეხო, გოგოს კი ერთიანად შესცივდა ხელზე.-და ვერ დაგიჭერენ. დღეს გარბიხარ!
-იმედი მაქვს...-პაბლოს ხელიდან თავისი ხელი გაათავისუფლა და მუხლზე დაიდო.
-მე აქ ვარ და არ შეგეშინდეს
-მე არაფრის მეშინია
-თუ აღარაფრის გეშინია?
პაბლო ფერნანდეზმა სწორი შეკითხვა დასვა. შორენას აღარაფრის ეშინოდა, ერთადერთი შიში მისთვის მხოლოდ მამა იყო და მასაც თავს აღწევდა. ტოვებდა მშობლებს უკან, მიჰყვებოდა უცხო კაცს სხვა ქვეყანაში და უკან არც იხედებოდა. რომც მოეხედა უკან ამის მიზეზიც არავინ იყო. და და ძმა გასაგებია, მაგრამ ისინი მაინც ვერასდროს ვერ შეავსებენ იმ სიცარიელეს რომელსაც მშობლობა ჰქვია.
YOU ARE READING
სხვა სიცოცხლეში
Romanceძმისგან ნაჩუქარი დაბადების დღის საჩუქარმა სრულიად შეცვალა შორენა ჭავჭავაძის ცხოვრება. ეს უბრალო თამაშის ბილეთები იყო, მაგრამ ეს ბილეთები აღმოჩნდა მისი ბედი გადამწყვეტი. შორენას თავის ზღაპარში ეგონა, ეგონა რომ უკვე ჰყავდა პრინცი...ნუ, ყოველშემთხვევაშ...