დილით შორენას ტელეფონი რეკავს. ხმამ ორივე გააღვიძა. პაბლოს მართალია ნახევრად ეძინა, მაგრამ მაინც იგრძნო რომ რაღაც რეკავდა.
შორენა ტელეფონს დახედა. ელენე ურეკავდა. შემთხვევით კამერაც ჩაერთო და ელენეს კივილმა პაბლოს გული გაუხეთქა.
-ამათ შეხედეთ!-შეჰკივლა ელენემ და ტელეფონი გიორგის გადააწოდა. მასაც უნდოდა კივილი, მაგრამ უფრო კაცურად.
-რა ხდება?-იკითხა შორენამ.
-რა ხდება კი არა, მოვკლავ მაგას!
-სხვაგან ვართ.
-აა გასაგებია.-თქვა ელენემ. შემდეგ კი დაამატა.-შორენა ხვალ ჩვენი ქორწილია. მინდა, რომ შენც იყო.
-რა?-გაუხარდა შორენას და ლოგინიდან წამოდგა.-მშობლები?
-ისინიც იქნებიან...-უპასუხა გიორგიმ.
-გიო...
-გთხოვ, ეს სიცოცხლეში ერთხელ ხდება. თან დიდი ხანია არ მინახიხარ. ძალიან მომენატრე. შენ არ მოგნატრეთ?
-როგორ არა. სოფია როგორ არის?
-სოფია ბაღშია.
-რას შვრება ბაღში?
-მასწავლებელმა მითხრა, რომ ბიჭებს ურტყამს.
-ნეტავ ვის ჰგავს...-ჩაიცინა შორენამ.
-ანუ ჩამოხვალ...
-რა თქმა უნდა, ჩამოვალ.
-კარგი, მაშინ. აეროპორტში მე დაგხვდები.
-კარგი.
ტელეფონი გათიშა და პაბლოც წამოდგა ლოგინიდან. შორენა უკან მოიხედა და უკვე გაღვიძებ ნახევრად შიშველი პაბლო დაინახა. ცოტა ხანს ენა დაებლუკა. შემდეგ თავი მოთოკა, ნერწვი გადაყლაპა და შეეცადა ყურადღება პრესიდან სხვა რამეზე გადაეტანა.
-საქართველოში...-ნერწვი გადაყლაპა.-უნდა დავბრუნდე.
-მეც მოვდივარ
-არა, შენ არ დარჩები. ფეხი კვლავ გტკივა.
-ხო...ფეხი...-ფეხს დახედა და მოეფერა. შემდეგ ახედა და სევდიანი ხმით ჰკითხა:-მალე ჩამოხვალ?
YOU ARE READING
სხვა სიცოცხლეში
Romanceძმისგან ნაჩუქარი დაბადების დღის საჩუქარმა სრულიად შეცვალა შორენა ჭავჭავაძის ცხოვრება. ეს უბრალო თამაშის ბილეთები იყო, მაგრამ ეს ბილეთები აღმოჩნდა მისი ბედი გადამწყვეტი. შორენას თავის ზღაპარში ეგონა, ეგონა რომ უკვე ჰყავდა პრინცი...ნუ, ყოველშემთხვევაშ...