თავი 6

66 12 0
                                    

-ცუდადაა შენი საქმე პაბლო!-აღვიძებს პაული, როგორც ყოველთვის პაბლომ მხოლოდ ცალი თვალი გაახილა, ძალიან კარგ ხასიათზე გაუღვიძა, რასაც ვერ ვიტყოდით პაულზე. იშვიათად თუ ნახავდა მეგობარს ასეთ მდგომარეობაში, მაგალითად: თამაშს თუ წააგებდნენ ან მწვრთნელი 100 აზიდვას თუ აიძულებდა.

-რა ხდება?

-სჯობს შენთვითონ ნახო.

-რა უნდა ვნახო პაულ, რამე მოხდა?

-ინსტაგრამი გახსენი.

-პაბლო, რა გააკეთე?-მის ოთახში 10 ბიჭი შემოვიდა ერთი და იგივე კითხვით. ათივეს ტელეფონი ეჭირა ხელში და ახალ-ახალ სტატიებს კითხულობდნენ. ზოგს ტელევიზია ჰქონდა ჩართული ტელეფონში და ისიც ისე მაღლა ჰქონდა აწეული, პაბლოს ცოტა დააკლდა არ გაგიჟებულიყო. ოთახში სრული ქაოსი სუფევდა.

-რა გავაკეთე?

ფერანმა ტელეფონი პაბლოს მიაწოდა და გუშინდელი მომენტი გაახსენა.

-ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა.-დაამატა ფერანმა, ვითომ პაბლო და კიდევ 10 კაცი ამას ვერ მიმხვდარიყო.

-რა?-ძირს დადებული ტელეფონისკენ გადაიხარა, ისე გაიწელა ლამის წელი გაუჩერდა, მაგრამ ტელეფონი მაინც აიღო. გახსნა და იმაზე მეტი შეტყობინება ჰქონდა მისული, ვიდრე ოდესმე. იმ წამსვე ინსტაგრამზე შევიდა. ათასობით შეტყობინება და კომენტარი. ასევე ისიც ნახა, რომ 30 მილიონი გამომწერიდან 15 მილიონი უკვე დაკარგული ჰყავდა.

-მთელმა საქართველომ აგაფოლოვა იმ სიტყვების გამო.

-რამდენი არიან?-თვალებს ვერ უჯერებდა. ამდენი უარყოფითი კომენტარი და გამოხმაურება მაშინ არ ჰქონია, როდესაც შემთხვევით ავტოგოლი გაიტანა.

-სამი მილიონი...დაახლობით-უპასუხა პაულმა.

-15 მილიონი დავკარგე!

-როგორც ჩანს, მარტო ქართველებს არ უნახავს.

-რა უნდა ვქნა?-დაპანიკდა პაბლო. თვალები აქეთ-იქიტ დააცეცა. იმედი ჰქონდა 12 კაციდან ვინმე მაინც ეტყოდა რამეს.

სხვა სიცოცხლეშიWhere stories live. Discover now