-პაბლო ჩავედით!-შეანჯღრია პაულმა. თითქმის ყველა თვითმფრინავიდან ჩასულიყო. ფერნანდეზმა მარტო პაული რომ დაინახა მაშინვე წამოხტა და მისი ბარგი აიღო.
-წავედით.-ჩაილაპარაკა და გასასვლელისკენ დაიძრა. სწრაფად ჩაირბინეს კიბეები და მაშინვე იგრძნეს უცხო ჰაერი და უჩვეულო სიგრილე. თბილისში უკვე ღამის თორმეტის ნახევარი იქნებოდა. აქ კი ესპანეთთან შედარებით გრილოდა.
აეროპორტის შენობიდან როგორც კი გამოვიდნენ, მაშინვე ავტობუსში ჩაჯინეს. ამ ავტობუსმა კი უფრო მეტად დაღალა ფეხბურთელები, საშინლად დაღლილები და მოქანცულები იყვნენ. 20 წუთიანი მგზავრობის შემდეგ ფერანმა დაიყვირა:-მაღაზიასთან გააჩერეთ.
-რა გინდა მაღაზიაში?-ჰკითხა მწვრთნელმა, რომელიც მძღოლთან ახლოს იჯდა და მისკენ ზურგით იჯდა.
-კოლას ვიყიდი.
-სასტუმრომდე მოითმინე, ვინმე შეგამჩნევს.
-ესპანეთში ვერ მცნობენ და აქ ვინ მიცნობს...-პატარა ბავშვივით დადგა იაფფასიანი სცენები.-ვერავინ მიცნობს, თან დავიღალეთ ცოტა გავლა გვინდა. თვითმფრინავიდან პირდაპირ აქ ამოვედით...
ფერან დიაზის სიტყვები ძალიან დამაჯერებელი აღმოჩნდა, მართლაც ყველას სჭირდებოდა ცოტა გავლა-გამოვლა და ცოტა წახემსება. ფერანის სიტყვებს დანარჩენიც აჰყვა, საბოლოოდ, ფერანს ავტობუსი გაუჩერეს. პირველი, რა თქმა უნდა, ფერანი წამოხდა და ავტობუსდან გაიქცა, ისე როგორც ბავშვი ზღვისკენ. ესიამოვნა ფეხის გაშლა. მას სხვებიც გაჰყვა. ახლა კი ერთი პრობლემა ჰქონდა, აქ ორი სუპერმარკეტი იყო. თითოეულის სახელი ამოიკითხა.
-ორი ნაბიჯი...ნეტავ რას ნიშნავს...-ძლივს ამოიკითხა და მაინც აქ გადაწყვიტა შესვლა. სასმელებს თვალი მიმოავლო. მალე ფერანის გზას პაბლოც დაადგა და ერთად დაიწყეს კოკა-კოლას ძებნა. კითხვისაც რცხვენოდათ. გამოძიებამ უშედეგოდ ჩაიარა, იმედები გადაეწურა ფერან დიაზს. გარეთ გავიდა, შიგნით მხოლოდ პაბლო დარჩა. გარეთ ადამიანს ეძებდა ვისაც რჩევას ჰკითხავდა, სწორედ ამ დროს მანქანიდან გოგო გადმოვიდა. მაღალი ქუსლები გადმოდგა, პაბა ქვევით დაიწია, გადმოვიდა და თან ფერანს გული გაუხეთქა.
YOU ARE READING
სხვა სიცოცხლეში
Romanceძმისგან ნაჩუქარი დაბადების დღის საჩუქარმა სრულიად შეცვალა შორენა ჭავჭავაძის ცხოვრება. ეს უბრალო თამაშის ბილეთები იყო, მაგრამ ეს ბილეთები აღმოჩნდა მისი ბედი გადამწყვეტი. შორენას თავის ზღაპარში ეგონა, ეგონა რომ უკვე ჰყავდა პრინცი...ნუ, ყოველშემთხვევაშ...