თავი 2

87 12 2
                                    

-მთელი დღე ლოგინში წოლას აპირებ? უკვე 1 დღეა, რაც ეგრე ხარ.-ეკითხებოდა გიორგის შეყვარებული ელენე. შორენას ხმა არ ამოუღია, ან რა უნდა ეთქვა? შეყვარებული დაბადების დღეზე დაშორდა.

-ვიცი რთულია, მაგრამ უნდა წამოდგე ხომ იცი?

-ვიცი.-ამოიბურტყუნა შორენამ, ახლა გულაღმა იწვა და ჭერს შეაშტერდა. გეგონებოდათ ლუარსაბ თათქარიძესავით ბუზებს ითვლიდა.

-დაბადების დღის აღნიშვნა არ გინდოდა?

-არა...უკვე საკმარისად აღინიშნა

-კარგი მაშინ...-ელენე შორენას გვერდით მიუწვა და მასავით გააგრძელა ჭერის თვალიერება. გიორგის შეყვარებული ძალიან მაღალი და გამხდარი გოგო იყო, გრძელი შავი კულულა თმებით, რომლებიც ბოლოებში ქერად შეეღება. შორენა კი როგორც თავად იტყოდა 'ტყლაპივით" ყავისფერი თმა და ცისფერფერი თვალები ჰქონდა.-მეც შენთან ერთად ვიტირებ, კარგი?

-არ მინდა ტირილი...

-წიგნაკი?

-არა ელენე! არა!-გადასაფერებელში ჩაიმალა შორენა, მაგრამ ელენემ მაინც მოიტანა შორენას თეთრი კომპიუტერი. ჩართო და ეკრანზე ფერნანდესი გამოჩნდა. ელენეს გაეღიმა ასეთ საქციელზე, ეს ბუნებრივიც იყო. პაროლი ჰქონდა ჩასაწერი, ბევრი ფიქრი არც დასჭირვებია, რადგან ჩაწერა SHORENA FERNANDEZ

-ვაუ! ახლა მივხვდი, ეგ ბიჭი ეგრე ძან რატომ ეჭვიანობდა.

-რა?-ამოყო თავი შორენამ და პაროლმოხნილი კომპიუტერიმ რომ დაინახა ერთი წამი გული გაუჩერდა.-ელენე? როგორ?

-არ იყო რთული.-გაეცინა-დაჟე ისიც მიკვირს ფერნანდესის ბალიში, რომ არ გაქვს.

-გამოვიწერე და 2 კვირაში ჩამოვა.

-პირსახოცი?

-გიორგიმ წამართვა

-კარგი...-შეეცადა თემა სხვა რამეზე გადაეტანა, რადგან ეუხერხულა ეს ყველაფერი. ცოტა ხანში ფილმიც ჩართო. ძალაუნებურად შორენამაც უყურა და როდესაც ფილმი დასასრულს მიუახლოვდა ორივემ ბღავილი დაიწყო. მართალია ელენეს შორენაზე მეტად არ ჰქონდა გული ნატკენი, მაგრამ ის უფრო მეტად ტიროდა. შორენა ტირილისგან ლოგინიდან გადავარდა და იქ გააგრძელა ტირილი. ელენემ რომ გადახედა, ის უკვე გულაღმა იწვა და ტიროდა თუ იცინოდა ვერ გაეგო.

სხვა სიცოცხლეშიWhere stories live. Discover now