თავი 17

36 7 0
                                    

-გილოცავ დაბადების დღეს პაულ!–დაიყვირეს ორივემ ერთად, როდესაც კარები პაულმა შეუღო.

–დიდი მადლობა–გადაეხვია ორივეს და სახლში შემოიპატიჟა. 

პაბლომ ლამაზად შეფუთული საჩუქარი გაუწოდა. თვალებით ანიშნა ახლავე გახსენიო.

–მე შევალ...–თქვა შორენამ და შიგნით შევიდა. იქ მხოლოდ დაოჯახებული კაცები იყვნენ. ზოგს ცოლი თან ახლდა. უმეტესობას კი შვილები. ბავშვებთან ახლოს შორენამ ზელენსკისაც მოკრა თვალი. ბავშვები მისი განსხვავებული გარეგნობით მოხიბლულნიყვნენ. საკუთარ კანის ფერს ზელენსკისას ადარებდნენ, უკრაინელი თოვლივით თეთრი იყო. კულულებს უფრო მეტად უხვევდნენ, რეზინას მოიმარჯვებნენ და თმას უკრავდნენ. შორენა გვერდით მიუჯდა და ახლა მიხვდა თუ რას ელაპარაკებოდა და ასწავლიდა ბავშვებს.

–ნუ ასწავლი!–უსაყვედურა.

ზელენსკიმ ნაცნობი ხმის გაგონებისას მისკენ შეტრიალდა და ლამაზად გაუღიმა.

–ამათმა მაინც ისწავლონ.

–გინებას მაინც ნუ ასწავლი

ფერანს, რა თქმა უნდა, ეს მომენტი არ გამოპარვია. ეჭვიან თვალებს ვერ აშორებდა ამ ორს. მით უმეტესს, როდესაც მისთვის გაუგებარ ენაზე დაიწყებდნენ საუბარს. მდივანზე კომფორტულად მოკალათებულს, იგრძნო ფერნანდეზი მიუჯდა.

-ძმაო, მარტო შენ კი არა...უკვე მეც ვეჭვიანობ.

–გაჩუმდი

–ბლა...ბლა...–შეეცადა ისე წარმოეთვა, როგორც ამას ზელენსკი აკეთებდა, მაგრამ მის ბგერებს ვერც უცხოპლანეტელი გაიგებდა.

–ჩვენ დაგვცინი ფერან?–ჰკითხა ზელენსკმა და გახედა.

–არა, როგორც ვიკარდრებ.

–ბიჭებო ნახეთ, შორენამ რა მაჩუქა.–პაული პულტიანი მანქანით შემოვიდა. ისეთ ბედნიერი იყო, როგორც 5 წლის ბავშვი.

–მეც მინდა!–დაიწყეს ტირილი ბავშვებმა.

–არა!–მანქანის აღება მოასწრო.–თქვენ ბასეინში ჩახტით ან ტელევიზორს უყურეთ.

სხვა სიცოცხლეშიWhere stories live. Discover now