თავი 12

40 8 4
                                    

4 საათის განმავლობაში თვირფრინავში იყვნენ, 4 საათის განმავლობაში პაბლო თვალს ვერ წვეტდა შორენას. შორენას აფრენიდან 20 წუთში ჩაეძინა და მისთვის ეს 4 საათი 4 წამიან სიზმრად იქცა. თვითმფრინავის დაფრენისთანავე ყველამ ტაში დაუკრა და პაბლო გამწარდა, შორენა რომ გააღვიძეს.

-ჩავედით?-ჰკითხა ნახევრად მძინარემ.

-კი

პაბლო წამოდგა და მასაც შორენა გაჰყვა. აეროპორტის შენობაში შევიდნენ, მათ ჩემოდნებს სანამ ელოდებოდნენ პაბლომ მეგობარს დაურეკა.

-პაულ, ვიცი გვიანია, მაგრამ შეგიძლია მომაკითხო? მძღოლი მეცოდება

-არ არის გვიან. ფერანის სახლში ვართ...-რაღაცის დამსხვრევის ხმა გაისმა.-ვთამაშობთ...

-რას თამაშობთ?

-ყველაფერს, მაგიდის ტენისს...წეხან ფერანმა დაარტყა ბურთს ფეხი და მეზობელს ფანჯარა ჩაუმტვრია...

-რომელსაც გეცლებათ მოგვაკითხეთ.-პაბლომ უკან მოიხედა, ამასობაში შორენას ორივეს ჩემოდნები აეღო. პაბლომ დაინახა, რომ პაპარაცები ხალხთა რიგებს არღვევდნენ და მათკენ მიდიოდნენ. შორენამ კეპი დაიხურა, არ უნდოდა კამერის განათებებს დაებრმავებინა ამავე დროს ნაიარევი ვინმეს დაენახათ. პაპარაცებმა განათებები ჩართეს, იმდენი იყო კეფის ქვეშაც ვერ გრძნობდა თავს კარგად.

-გთხოვთ გათიშეთ!-უთხრა ფერნანდეზმა.

-ერთად ხართ?-ჰკითხა რეპორტიორმა. ასეთი შეკითხვის გაგონებისთანავე პაბლო შორენა ხელს ჩაჭიდა. ამით შეეცადა ეპასუხა და გამოუვიდა კიდეც.

-კი, ერთად ვართ.

-თქვენ ხომ ერთმანეთს ერთხელ შეხვდით, ამავე დროს მის მიმართ ცუდი კომენტარი გააკეთეთ.

-ვიცი რაც ჩავიდინე, ამის გამო ბოდიში მოვუხადე. მივწერე, შემდეგ კი პაემანზე დავპატიჟე. ორივე მიხვდით, რომ ერთმანეთი შეგვიყვარდა და ერთად ცხოვრება გადავწვიტეთ.

სხვა სიცოცხლეშიWhere stories live. Discover now