შესავალი

837 45 1
                                    


არასდროს მიფიქრია რომ ჩემი ცხოვრება რამით გამოირჩევა სხვებისგან.ყველას აქ პრობლემები არა?მეც ვფიქრობ რომ ერთი არავისგან გამორჩეული გოგო ვარ ჩვეულებრივი პრობლემებით.ჰაჰ... თუმცა სხვებს რომ კითხო ძალიან ტრაგიკული და შესაცოდი ცხოვრება მაქ. შეიძლება ტრაგიკულიცაა. მაგრამ ვის ვატყურბ,ასეცაა თუმცა ვცდილობ ყურადღება არაფერს მივაქციო, წარსული წარსულში დავტოვო, ჩვეულებდივარ ვიცხოვრო და ყველა იმედგაცრუებას შევეგუო რაც ბედმა მირგუნა....ნუ ყოველი შემთხვევისთვის ვცდილობდი სანამ ის არ გამოჩნდა ...ის ვინც ჩემი ცხოვრება გადააყირავა. ჯობია თავიდან დავიწყო... იქიდან საიდანაც ყველაფერი დაიწყო.
ყველაფერი კი ჩემი დაბადებით დაიწყო ..ყველა უბედურება.. მაშინ როცა დედას ჩემი დაბადებით სიცოცხლე წავართვი.დაბადებიდანვე დაღი დამასვა ბედმა. მამა ვერ მპატიობდა იმას რომ მე მისი სიყვარული მოვკალი,რომ მას ცოლი წავართვი ამიტომ ჩემზე უარი თქვა, მისი ცოლის მკვლელს შვილად ვერ აღიარებდა ამიტომ მამაჩემი არასდროს მინახავს მხოლოდ ამბები მოდიოდა ჩემამდე რომ  გალოთდა და  ეხლა ციხეშიც კი ზის.დედის და მამის სიყვარული ბებიამ და ბაბუამ შემივსეს და შვილივით გამზარდეს.არაფერს არ მაკლებდნენ მე ხომ ერთადერთი ვიყავი რაც მათ თავიანთი ერთადერთი შვილისგან დარჩათ.რაც შეეძლოთ ყველაფერს მაძლევდნენ მაგრამ ორი მოხუცის პენსიაზე დიდად სახარბიელოთ ვერ ვცხოვრობდით.
საერთოდ ძალიან ჩაკეტილი ადამიანი ვარ რის გამოც მეგობრები თითქმის არ მყავდა ყველას არ შეეძლო გაეგო ის რაც მე გამოვიარე.ვერ უმკლავდებოდნენ ჩემ ჩაკეტილობას ამიტომაც მყავს ორად ორი მეგიბარი რომლებმაც შეძლეს ჩემ გულში შემოღწევა. ისინი მაშინ გავიცანი როდესაც sm entertainment ში სტაჟიორად ამიყვანეს. დიახ დიახ თქვენ არ მოგესმათ მათ მე ამიყვანეს და გადაწყვიტეს ჩემნაირი ჩაკეტილი უბედური და დეპრესიული გოგონასგან აიდოლი შეექმნათ.მართლა არ ვიცი მაშინ რაზე ფიქრობდნენ.
შემდეგ ის გამოჩნდა  რომელი ცხოვრებას მიხალისებდა.მე ის შემიყვარდა.არა ეს არ იყო უბრალო გატაცება ან მოწონება.ეს იყო გულიდან წამოსული გრძნობა რომელსაც ვერც კი გადმოვცემ.ალბათ გაგიკვირდებათ თუ ისე როგორ უყვარდა რომ ვერ გადმოცემდაო?რა მიშლიდა ხელს? ალბათ ის რომ ამ ბიჭის მხოლოდ სახელი ვიცოდი  და ამით ვცოცხლობდი.
თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა თითქოსდა ბედი შემირიგდაო.მეგობრები შევიძინე,შემიყვარდა და მალე ცნობილი და ყველასათვის საყვარელი მომღერალი გავხდებოდი.ყველაფერი ლაგდებოდა,მაგრამ რა არი ცხოვრება თუ ის  ისეთ სიურპრიზს არ მოგიწყობს რასაც უდიდესი ტკივილი და სევდა მოყვება? ყველა ოცნება,ყველა მისწრაფება,ყველა იმედი..მომავალი მხოლოდ ერთ საღამოში ერთ საბედისწერო დღეს გამინადგურდა და თავზე ჩამომექცა.. ცხოვრება ხომ დაუნდობელია,ყველას სწირავს და გულს ტკენს. არც მე ვიყავი გამონაკლისი ზუსტად ცხოვრებამ არ დამინდო და ცხოვრების უმნიშვნელივანეს დროს დამარტყა,სულიერად გამტეხა და მიწასთან გამასწორა.ყველა იმედი ჩანიოლთან ყოფნაზე უბრალიდ ოცნებებად დარჩა როგორც სცენაზე გამოსვლა და სიმღერა. ეხლა იმ ხალხის სტილისტი ვარ ვის ადგილასაც მე უნდა ვყოფილიყავი..

დედამიწიდან ცამდეWhere stories live. Discover now