თავი 13
ჩანიოლი ვეღარ შემეკამათა და რეალობა ისეთი მიიღო როგორიც იყო.ჩემი გადაწყვეტილებაც მიიღო და ნელნელა მასთან შეგუება დაიწყო.ნელნელა ვიბერებოდი და ამასთან ერთად ვსუსტდებოდი კიდეც,ნელნელა უარესად ვხდებოდი და გადაადგილებაც სასწაულად მიჭირდა.ვხედავდი თუ როგორ უკლავდა ჩემი ესეთი მდგომარეობა ჩანს გულს,მაგრამ მე არ მანახებდა ამას...ჩემგამო ითმენდა.აი ცხრა თვეც გავიდა და პატარა პრინცს დღე-დღეზე ველოდებოდით მაგრამ საავადმყოფოში დაწოლას არ ვჩქარობდით,ნუ მე რა... ჩანი არ ჩქარობდა.ყველაზე მეტად ის გვიკვირდა მეც და ექიმებსაც რომ წესით და რიგით ეხლა სავაადმყოფოში უნდა ვწოლილიყავი ცოცხალ-მკვდარი და ახლობლებს გამოვმშვიდობებულიყავი მაგრამ საოცრად ჯანმრთელი და ენერგიით სავსე ვიყავი.ეს იყო იმედის ნაპერწკალი რასაც ჩანი ორივე ხელით მაგრა ეჭიდებოდა და რისი წყალობითაც ყოველ დილა მიღიმოდა....ეს იყო იმედი,იმედი იმისა რომ მე ვიცოცხლებდი და ჩემ პატარას ხელში ავიყვანდი.იანვრის სუსხიანი საღამო იდგა,ახალ წელს და შობას ჩაევლო და ცხოვრების ჩვეულებრივ რუტინას დაბრუნებოდა ყოველდღიურობა. ჩემთვის წამოწოლილი ვიყავი და ჩანის მოტანილ მარწყვს ვჭამდი რომელსაც 1კვირა შოულობდა მეკიდე ალბათ ხვალ აღარც მომინდებოდა.ფილმს ვუყურებდი ჩანიოლი კი ქვევით იყო და დიასახლისობდა :დ
უცბათ მუცელში საშინელი ტკივილი ვიგრძენი.ფეხზე წამოვდექი შეშინებული სახით როდესაც წყლები დავღვარე.ჩანის შეშინება არ მინდოდა მაგრამ ტკივილი უკვე აუტანელი ხდებოდა.პირიდან არაადამიანური ყვირილი ამომხდა
-ჩაააან-რაც ხმა მქონდა დავიღრიალე.
ჩანი წამის მეასედში ჩემ წინ იდგა და სუნთქვის დაწყნარებას ცდილობდა.
-ნუუც..ნუც რა გჭირს..რაიყო
-მტკივააააააა,ჩან ძალიან მტკივა.დაიწყოო..რამე მიშველე.-განწირული ხმით ამოვიხავლე და ჩანს დავეყრდენი.ჩანმა საავადმყოფოსთვის გამზადებული ნივთებით სავსე ჩანთას ხელი დასტაცა,ხელში ამიყვანა და დაფეთებული გაექანა მანქანისკენ.გვერძე დამისვა,ხელი მაგრა ჩამკიდა და პედალს ფეხი მთელი ძალით დააწვა
-ცოტაც გაუძელი ნუც...ცოტაც მალე მივალთ-მამხნევებდა და შიგადაშიგ ხელზე მკოცნიდა.როგორც იქნა მივაღწიეთ.ჩანიოლმა ხელში ამიყვანა და სავაადმყოფოში შევარდა.ექიმები მეძგერნენ და სამშობიარო ბლოკში გამაქანეს.მშობიარობა...მომენტი როცა შენი ცხოვრება იცვლება.აუტანელი ტკივილი რომელსაც უსაზღვრო ბედნიერება მოსდევს.როდესაც შენ პატარას ხელში დაიჭერ,როცა მის ტირილს გაიგონებ მაშინვე გავიწყდება ის ჯოჯოხეთი რაც წამების წინ გამოიარე.დაუვიწყარი მომენტი რომელიც ცხოვრებას გილამაზებს.მომენტი რომელიც ცხოვრების ბოლომდე შენს მოგონებებში იქნება აღბეჭდილი.ჩანი მთელი მშობიარობის განმავლობაში ჩემთან იყო,ჩემი ხელი საგულდაგულიდ ეჭირა და მამხნევებდა.
Chanyeol Pov.
როდესაც ჩემი ბიჭი ხელში ავიყვანე თითქოს დედამიწამ მოძრაობა შეწყვიტაო.რა პატარა იყო...დაუცველი.როდესაც მისი პატარა ხელი თითზე მომიჭირა გულში სითბო ჩამეღვარა.ღმერთო რა სულელი ვიყავი...ამ ბავშვს ვერ ვიტანდი,არ მინდოდა რომ დაბადებულიყო.მადლობა ღმერთს რომ მაშინ ის საშინელი შეცდომა არ დამაშვებინა,შვილის მკვლელი არ გამხადა.მივხვდი რომ ცხოვრება ღირდა,ამ ციცქნა არსებისთვის ღირდა რომელიც სიცოცხლისთვის იბრძოდა და ებღაუჭებოდა,რომელსაც ჩემი დაცვა ჭირდებოდა.
-----------------------------------
იმედია ძალიან ბანალური არ გამომივიდა და მოგეწონებათ 😃❤
YOU ARE READING
დედამიწიდან ცამდე
Fanfictionჩვენი სიყვარული ქარივითაა.მას ვერ ხედავ...მაგრამ გრძნობ ❤