მეორე დღეს საწოლიდან რასაც ქვია წამოვფრინდიი იმის იმედით რომ დღეს საღამოს მე და ჩანიოლი ერთად გავატარებდით.დღეს რატომღაც მაკიაჟის გაკეთება მომინდა რაც ჩემთვის უჩვეულო იყო.ლამაზად ჩავიცვი და სამსახურში გავემართე.როცა ზევით ავედი კარებშივე ჩანი შემომეჩეხა.ეშმაკურად გამიღიმა,ახლოს მოიწია და ყურში ჩამჩურჩულა
-დღეს განსაკუთრებულად ლამაზი ხარ.-უცბათ მომშორდა და გაიწია
-დეგენერატი.-ჩავიჩურჩულე და ღიმილის დამალვას შევეცადე.
დღე ასე თუ ისე უინტერესო იყო ბიჭებს უბრალოდ ვარჯიში ქონდათ ამიტომ ბევრი საქმე არ მქონდა.თამუკას და ევას ჩავაკითხე და გარეთ გასეირნება გადავწყვიტეთ.ძალიან ბევრი ვიხალისეთ.კომპანიააში ძალიან კარგ ხასიათზე დავბრუნდი თუმცა ეს ბედნიერბა დიდხანს არ გამომყოლია.ძირითადათ ძალიან დახურული და ფართხუნა ტანსაცმელი მაცვია მაგრამ დღეს კარგი ამინდის გამო თავს უფლება მივეცი რომ უფრო ღია ტანსაცმელი ჩამეცვა და მაკიაჟიც წამესვა რაც ნამდვილად არ მჩვევია და როგორც ჩანს ამის გამო ადამიანების ყურადღებაც დავიმსახურე.როდესაც ბიჭებთან და სხვა თანამშრომლებთან ერთად ვტრიალებდი ჯონგინის და ლეის ვიზაჟისტები მიყურებდნენ და ერთმანეთს ჩურჩულით რაღაცეებს ეუბნებოდნენ რასც თავიდან ყურადღება არ მივაქციე.უცბათ ერთერთი შემომიბრუნდა და ყველას გასაგონად მითხრა
-იცი საყვარელო მემგონი გზა აგებნა, ბორდელი ღამით იხსნება და თან აქედან ძალიან შორსაა.-ამაზრზენად ჩაიხითხითა და ამაყი სახით გადახედა იქ მყოფებს.
-მოიცა მოიცა რეებს ამბობ-თქვა მეორემ-აქ ვინმეს "მსუბუქი ყოფაქცევის ქალი" ხომ არ გამოუძახებია?-თქვა და აქეთ იქით მიმოიხედა.ყველას სიცილი აუტყდა.
ესე ჯერ არავის არასოდეს დავუმცირებიცარ.ცრემლები ძალაუნებურად წამსკდა.ჩანიოლს გავხედე რომელიც სევდიანი თვალებით მიყურებდა.ავდექი და ოთახიდან გავვარდი.ჩანს უნდოდა რომ გამომკიდებულიყო მაგრამ ქორეოგრაფმა გააჩერა და დარბაზში შეიყვანა.ტუალეტში შევვარდი და ტირილი დავიწყე. ღმერთო როგორ ვერვიტან ჩემს ესეთ თავს რომელიც სუსტია და ტირის. საერთოდ ტირილი არ მჩვევია მაგრამ ეს უკვე ბოლო წვეთი იყო და გრძნობებს გასაქანი მივეცი.არვიცი საიდან გაგიგეს მაგრამ უცბათ ტუალეტში ევა და თამუკა შემოცვივნენ,მომვარნენ და დაწყნარება დამიწყეს.მათ თვალწინ ესე არასდროს არ მიტირია,საერთოდ ტირილი არ მიყვარს ამიტომ ჩემს დაწყნარებას დიდი ხანი მოუნდნენ.
აი ნანატრი საღამოც დადგა.როცა ყველა წავიდა ჩანმა ხელი დამავლო და საცეკვაო დარბაზში შემიყვანა.
-იცი დღევანდელს რაც შეეხება...
ლაპარკი დაიწყო მაგრამ გავაწყვეტინე
-იცი არ მინდა ამის გახსენება და კარგი იქნება თუ ამას დავივიწყებთ
-კარგი მაგრამ უბრალდ მინდოდა მეთქვა რომ მათ შენი სილამაზის შურთ და კიდევ ის რომ მარათლაც შესანიშნავად გამოიყურები.-უცბათ თქვა დ გაჩუმდა
-მადლობა-ჩავიჩურჩულე და ცალყბად გავუღიმე.
სახეზე ეტყობოდა აფორიაქება.აშკარად ეტყობოდა რომ ძალიან უხაროდა ცეკვის დამატებითი გაკვეთილები.მათი ახალი ცეკვის ქორეოგრაფიას საკმაოდ კარგად ვიცნობდი რადგან მათ რეპეტიციებს და ვარჯიშებს შორიდან ვუყურებდი ამიტომაც მუსიკა ჩავრთე და ვარჯიშიც დავიწყეთ.ძალიან ცდილობდა მაგრამ არაფერი გამოსდიოდა,ხან ფეხები ებლანდებოდა ერთმანეთში ან მისი სიმაღლის გამო მოძრაობების სრულყოფას და კარგად გაკეთებას ვერ ახერხებდა.როდესაც მეორასეჯერ აებლანდა ფეხები ერთმანეთში და კინაღამ წაიქცა მუსიკა გაბრაზებულმა გააჩერა და მკვლელი თვალებით შემომხედა.
-არაუშავს ეს ხომ ჯერ პირველი გაკვეთილია ვარჯიშთან ერთად დაიხვ...
წინადადების დამთავრების საშუალებაც არ მომცა და მიღრიალა
-აფარერიც არ გამომდის ხო ხედავ. ცუდი მასწავლებელი ხაარ ,არაფრის მაქნისიი.
მისი ეს სიტყვები ძალიან გულზე მომხვდა მე ხომ მართლაც ვცდილობდი რომ კარგი მასწავლებელ ვყოფილიყავი და მისთვის მესწავლებინა როგორც ჩანს ამაშიც არ ვვარგივარ.ცრემლები მომადგა და თავი ჩავხარე რომ არ დაენახა
-ბოდიში მე...მე არ მინდოდა რომ ესე მომხდარიყო.
სიტყვები ყელში მეჩხირებოდა,გავჩუმდი რომ არ ამტირებოდა და გასასვლელისკენ გავიქეცი.საერთოდ ესეთი მტირალა და ემოციური არ ვარ,მაგრამ რაც ჩანიოლს შეეხება ყველაფერი გულზე მხვდება და მატირებს.
მან ამოიხრა,ხელი მკლავში ჩამავლო და მისკენ მიმაბრუნა.მე დავიბენი და შევეცადე ჩემი ცრემლები მისთვის არ დამენახებინა
-არ მინდოდა ესე უხეშად გამომსვლოდა...ვიცი რომ ცდილობ და...მოკლედ ბოდიში რა.
ცრემლები მომწმინდა და გამიღიმა.
მეც გავუღიმე გამიხარდა მისი ესეთი ქცევა.ვარჯიშს დავუბრუნდით.
შუა ცეკვის დროს ფეხი გადამიბრუნდა და პირდაპირ ჩანს შევეჯახე.ორივემ ზღართანი გავადინეთ იატაკზე.მე მის თავზე აღმოვჩნდი,ჩვენი სახეები ძალიან ახლოს იყო ერთმანეთთან.მისი სუნთქვა სახეზე მეცემოდა.ერთმანეთს თვალებში ვუყურებდით და თითქოს გარშემომ მძრაობა შეწყვიტაო.უცბათ გამოვფხიზლდით და სიცილი აგვიტყდა.
-მემგონი დღეისთვის საკმარისია -ვუთხარი და ხელი გავუწოდე რომ წამომდგარიყო.
-ხო-ხელი ჩამჭიდა და წამოდგა.
მოვემზადეთ და სახლებში გავემართეთ.
ღმერთო ნუცა რა გჭირს შენ ხომ მას ცივად უნდა მოექცე.რა ჯანდაბა გჭირს.-თავს ვუბრაზდებოდი და მთელი გზა თავს ვიტუქსავდი, მაგრამ სახიდან ღიმილს ვერ ვიქრობდი.მთელი ღამე არ მაძლევდა მოსვენებას მასზე ფიქრები.თვალწინ მიდგებოდა მისი ღიმილი,ვგრნობდი მის შეხება ხელზე რაც მოსვენებას არ მაძლევდა. თითოეული მისი გამოხედვის გახსენებაზე მაჟრიალებდა და უაზროდ მეღიმებოდა...
YOU ARE READING
დედამიწიდან ცამდე
Fanfictionჩვენი სიყვარული ქარივითაა.მას ვერ ხედავ...მაგრამ გრძნობ ❤