თავი 9
Chanyeol POV.
ალბათ ეს იყო ყველაზე ლამაზი დღე ჩემს ცხოვრებაში რადგან ის საყვარელ ადამიანთან გავატარე.დიახ დიახ მე ეს დაბდურა, სწერვა და ვითომდა ცივი გოგონა შემიყვარა,თავდავიწყებით შემიყვარდა და დარწმუნებული ვარ რომ ეს მხოლოდ დასაწყისია და წინ უამრავი ესეთი და ამაზე ლამაზი დღეები გველის წინ.ალბათ მაშინ როცა მდინარის წინ მეკრობოდა და ჩემს ხელს ეხუტებოდა ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ დაიარებოდა.სახლში გვიან დავბრუნდით ამიტომ ნუცას ძალიან ეძინებოდა,გზაში თვალები ეხუჭებოდა.თავს ძლივს იკავებდა რომ არ ჩასძინებოდა.როცა სახლამდე მივიყვანე ლოყაზე მაკოცა,მადლობა გადამიხადა და სახლში შევიდა.გადასვლის წინ ჯიბიდან რაღაც ფურცელი ამოუვარდა.აღარ მოვაბრუნე და ვიფიქრე რომ ხვალ მივცემდი.სახლში რომ შევიდა მეც სახლისკენ დავიძარი.სახლში შევედი თუ არა საწოლზე დავწექი და ჯიბიდან ფურცელი ამოვაცურე, გავხსენი და კითხვა დავიწყე. ფურცელზე ეწერა:იმის სია რისი მოსწრებაც მინდა სიკვდილამდე.1.პოლარული ნათების ნახვა
2.პარაშუტით გადმოხტომა
3.ჩანჩქერში გავლა
4.დაივინგი
5.ვიქტორიის ჩანჩქერის ნახვა
6.bungee jumping
7.ოჯახის შექმნა
8.ახალი წლის შეხვედრა თაიმს სქუერზე
9.საჰაერო ბუშტით ფრენა
10.drive in cinema
11.ეკუატორზე დადგომა
12.ტატუს გაკეთება
13.paint ball
14.ხეზე სახლში ცოტახნით ცზოვრება
15.პარიზში "pont des artsze" (ხელოვნების ხიდი მგონი :დდ ) ბოქლომის დაკიდება
16.მზის ჩასვლის და ამოსვლის ნახვა ზღვის პირას
17.მთელი ღამის გათენება ლაპარაკში და ვარსკვლავების ყურებით.
ღმერათო რა ბავშვია-ამ გოგოს გულუბრყვილობაზე გამეცინა.
სიხარულისგან გამეღიმა როცა წარმოვიდგინე როგორ ვაკეთებთ ამ ყველაფერს ერთად და ამ ფიქრებში ჩამეძინა.მემგონი დილით ასეთი ბედნიერი და შემართებით არასოდეს არ გამიღვიძია,ერთი სული მქონდა ნუცას მომღიმარ სახეს და უძირო მწვანე თვალებს როდის ვნახავდი.
Nuca pov.
დღეს კომპანიაში ადრე მივედი.ძალიან აფორიაქებული ვიყავი მინდოდა ყველაფერი თამუკასთვის და ევასთვის მომეყოლა.როცა დავინახე ორივეს ხელი დავავლე და ცარიელ ოთახში შევიყვანე.
-აბაა მიდიი გელოდებიით
-ყველაფერი მოგვიყევი-აფორიაქებულად მკითხეს,ისე ნერვიულობდნენ და აინტერესებდათ მემგონი ყველა ფრჩხილი შემოეჭამათ.
-მოკლედ დეტალებს თავი დავანებოთ....მან მითხრა რომ..ვუყვარვარ.თან გაეხარდათ და თან დამწუხრდნენ,ხმა ჩაუვარდათ არ იცოდნენ რა რეაქცია უნდა ჰქონოდათ.
-უბრალოდ დავივიწყოთ რომ ავად ვარ და ჩავთვალოთ რომ მეც ჩვეულებრივი ადამიანი ვარ.უცბათ წივილი დაიწეს და მეცნენ.
-აუ აუუ აი ძალიან მაგარიაა
-შენ და ჩანიოლი ერთად,ოცნებები ხდება
-აბა როგირი კოცნა იცის?
ხელი მაგრა ჩავარტყი
-რა კოცნა...ნუ სულელობ.ჯერ არანაირი კოცნა არ ყოფილა.
დანანებით ამოისუნთქეს
-ჩანმა იმედები გაგვიცრუა ნწ ნწ ნწ-დანანებით ჩაილაპარაკა
-იცოდე შემომაკვდები-სიცილით ვუთხარი და სკამიდან ჩამოვხტი-კარგი აბა წავედი და გნახავთ მერე-ორივე გადავკოცნე და ზევით ავედი.
Chanyeol POV.
როცა მივედი თვალებით ეგრევე ნუცას დავუწყე ძებნა.მაგიდასთან იდგა და რაღაც ფურცლებს უყურებდა.დავრწმუნდი რომ ხელში არანაირი სასმელი არ ეჭირა და უკნიდან მივეპარე.ხელები მოვხვიე და შემოვაბრუნე.
-როგორ ხარ?
-ჩან რას შვები?ხალხი გვიყურებს-აწითლდა და გამოძრომა ცადა
-კაი დაიკიდე რა-წინ ჩამოყრილი თმა ყურს უკან გადავუწიე და ხელი იქვე ლოყაზე დავტოვე.-დღეს კინოში არ წავვიდეთ?.
-ორასი კაცი რომ დაგვესიოს და ნორმალურად ვერაფერს ვერ ვუყუროთ?
-არა არა ჩვეულებრივ კინოში არა დრაივ სინემაში წავიდეთ,უკან დავჯდებით თან სიბნელე იქნება და ვერავინ ვერ დაგვინახავს.
-ეგ იდეა საიდან მოგივიდა?-ცოტაარიყოს გაუკვირდა.
-აი აქ წავიკითხე.გუშინ მანქანაში დაგრჩა-და მისი ფურცელი ცხვირწინ ავუფრიალე.
-ეეე ჩაან მომეცი აქქ -გაბრაზებულმა მითხრა და ფურცლის წართმევა ცადა მაგრამ ფურცელი მაღლა ავწიე რომ ვერ მიწვდომოდა
-კაი რააა..მომეცი.უსამართლო თამაშს თამაშობ არშეიძლება ესე..თან ჩემია და არგქონდა უფლება რომ წაგეკითხა.-თან მიბრაზდებოდა და თან ხელზე მექაჩებოდა და ხტუნაობდა რომ მიწვდომილიყო.
-კაი კაი აი აიღე..ისედაც ზეპირად ვიცი.-და ფურცელი მივეცი.გაბრაზებულმა გამომგლიჯა და ხელები გადააჯვარებინა.
-კაი რა ნუ მიბრაზდებიიი-შუბლზე ნაზად ვაკოცე და ჩავიხუტე.ვიგრძენი როგორ დაეჭიმა ყველა კუნთი და აკანკალდა რაზეც ჩამეცინა და ხელები გავუშვი.9ისთვის გამოგივლი და რამე მოსაცმელი წამოიღე სიგრილე იქნება და არ გაცივდე.
9ზე უკვე იქ ვიყავით,პლედზე ვიჯექით და კინოს ვუყურებდით.ნუცა ფეხებშუა მეჯდა და მკერძე მაგრა მეხუტებოდა.რაღაც აფორიაქებული მეჩვენებოდა
-ნუც რამე ხოარ ხდება?-ვკითხე მეც აფორიაქებულად და თავზე ვაკოცე
-არა არა ყველაფერი კარგადაა საიდან მოიტანე-ღიმილით მითხრა.
-რავი-
ფილმი დამთავრდა თუ არა ნუცა ნერვიულად ადგა ხელი დამავლი და იქით გამიყვანა
-ნუც რამე მოხდა?-უკვე ძალიან ვნერვიულობდი რადგან თვალები აცრემლიანებული ჰქონდა
-არ მინდოდა ეს საღამო ჩამეშხამებინა მაგრამ აღარ შემიძლია ამის ჩემში შენახვა ალბათ ეხლა რომ არ გითხრა ავფეთქდები.
მივედი და ხელები ჩავკიდე
-კაი ნუც ნუ ნერვიულობ.შეგიძლია ყველაფერი მითხრა
-არ მინდოდა რომ ყველაფერი ესე მომხდარიყო.არ მინდოდა რომ ჩემს გამო გაუბედურებულიყავი, ვცდილობდი უხეშად მოგცეოდი მაგრამ არ გამომივიდაა,არ გამომივიდა შენი ჩემგან დაცვა,ბოდიში-ცრემლები მოსდიოდა და ლაპარაკი უჭირდა
-რას ლაპარაკობ შენთითონაც თუ გესმის ...რეებს ბოდავ.რატომ მანერვიულებ,უბრალოდ თქვი-გული მიკვდებოდა ესეთს რომ ვხედავდი.მისი ლამაზი მწვანე თვალები სულ ჩაწითლებული იყო.
-ჩან...საქმე იმაშია რომ მე ავათ ვარ
-მერე რა კაი რა მაგის გამო ნერვიულობ?ვინ არ გამხდარა ავათ-დაახლოებით ვხვდებოდი რაშიც იყო საქმე და რა იგულისხმა ავადმყოფობაში მაგრამ ამის დაჯერება არ მინდოდა...ეს უბრალოდ გამანადგურებდა.
-არაა არაა ...შენ არ გესმის ...ჩან..მე ავათ ვარ...ლეიკემია მჭირს..ვკვდები.
ამის გაგონებაზე თითქოს მთელი ცხოვრება თავზე ჩამომენგრაო.მიწა ფეხებიდან მეცლებოდა.თავბრუ დამეხვა და ყურები დამიგუბრა,არაფერი არ მესმოდა.თვალები ცრემლებით ამევსო
-ნუცა შენ არმოკვდები გესმის?არ მოკვდები-ხმამაღლა ვუთხარი და შევანჯღრიე-ვიმკურნალებთ..ხვალიდანვე ექიმთან მივალთ და ვიმკუნალებთ..კარგად გახდები,გამოჯანმრთელდები
-არა ჩან აზრი არააქ,ყველაფერი 5თვის წინ გაირკვა,წამლები არ მოქმედებენ.ექიმმა მაქსიმუმ ორ წელიწად ნახევარი მომცა.ამიტომაც აღარ ვარ სტაჟიორი.გესმის?..მე მომავალი აღარ მაქ მას შენც ვერ წაგართმევ....ბოდიში-თქვა და გაიქცა.დავეწიე,ხელი მკავში ჩავავლე მოვაბრუნე და ჩავიხუტე.
-ეგ აღარ თქვა კარგი?არაფერსაც არ მართმევ...პირიქით.მხოლოდ შენ მაბედნიერებ..ამ ყველაფერს ერთად გადავიტანთ კარგი?ერთად გავუმკლავდებით.მე შენთან ვარ და არსად არ გაგიშვებ.-ვცდილობდი არ მეტირა,ვეფერებოდი და თავზე ვკოცნიდი.ატირებულმა თავი დამიქნია და უფრო მაგრა მომეკრო.
YOU ARE READING
დედამიწიდან ცამდე
Fanfictionჩვენი სიყვარული ქარივითაა.მას ვერ ხედავ...მაგრამ გრძნობ ❤