-ნუცაა ბები ადექი თორემ დააგვიანებ-ბებო გაჭირვებით მოვიდა და შემანჟღრია
-ვდგები ხოო-ნახევრად მძინარე ხმით ჩავიბურდღუნე და საბანი თავზე წამოვიფარე. იმის და მიუხედავათ რომ სტილისტობა და ვიზაჟისტობა ბავშობიდანვე მიზიდავდა და გამომდიოდა ჩემ სამუშაოს მაინც ვერ ვიტან. ესემში მხოლოდ იმიტომ ვმუშაობ რომ სახლში ფული შევიტანო და ბებიას და ბაბუას ოჯახის რჩენის ტვირთი შევუმსუბუქო.ისედაც მთელი ფული გადასახადებში და საჭმელში მიდის არადა მათ იმდენი წამალი სჭირდებათ.მოკლედ ამ ფიქრებში ვდგები და წასასვლელად ვემზადები. ნახევარ საათში თამუკამ გამომიარა და კომპანიაში ერთად წავედით. როცა მივედით ევა უკვე იქ იყო და ჩვენ გველოდებოდა.მოგვვარდა და გადაგვკოცნა.
-რაარი სად ხართ ამდენი ხანი?შეიძლება სულ აგვიანებდეთ?
-შენკიდე არ მოგბეზრდა ყოველ დილას ჩვენი ლანძღვა?ხოიცი რომ მაინც დავაგვიანებთ და არ დაიღალე?
-კარგით ხო- საყვარლად ჩაიბურდღუნა და ტუჩები გამობზიკა გაბრაზების ნიშნით.
სამივემ გავიცინეთ და შიგნით შევედით. ეს ორნი არიან ჩემი ბედნიერების მიზეზი,ორივე აქ გავიცანი და ძაან დავახლოვდით ბოლოს და ბოლოს 3 წელი ერთად ვიყავით როგორც სტაჟიორები და დებიუტიც ერთად უნდა გვქონოდა როგორც ჯგუფს,ახლა ისინი ჩემს გარეშე აგრძელებენ დებიუტისთვის მზადებას.
როგორცკი კომპანიაში შევედით თამუკამ ეგრევე თვალებით სეჰუნის ძებნა დაიწყო
-თუ ერთმანეთი იპოვეს მაგარი დარხეული გვაქ- ევას გადავუჩურჩულე და გავიცინე
მანაც გამიცინა საპასუხოდ.
სეჰუნიც გამოჩნდა და ეგრევე თამუკას მივარდა.ეს ორი უკვე 2 წელია რაც შეყვარებულები არიან და ერთმანეთზე აბოდებენ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით.ერთად როცა არიან გარშემო ვერავის ვერ ამჩნევენ და თქვენ უნდა ნახოთ დღის ბოლოს სახლში წასვლის და დამშვიდობების დრო რომ მოდის რა დღეში არიან ერთმანეთს ისე ემშვიდობენიან თითქოს მეორეჯერ ვეღარ ნახავენ.
ევა თამუკას მივარდა ხელი მაიკაში ჩაავლო და აქეთ გამოათრია
-ეეე რას შვები? გამოფხიზლდა და ევას შეუბღვირა
-აბა ორი საათი ვერ მოწყდებოდით ერთმანეთს და თქვენ მალე ვარჯიში გეწყებათ.- ვუთხარი და ევას ხელმკლავი გავუყარე
ზევით ასვლის დროს დერეფანში ჩანიოლმა გამოიარა გოგოებს მიესალმა მე კიდე არც კი შემომხედა.ჩაგვიარა და რაღაც ოთახში შევარდა. გულში რაღაც ჩამწყდა მე ხომ ის საერთოდ არ მიცნობდა მაგრამ მაინც გულზე მომხვდა ეს გულგრილობა თითქოს ცარიელი ადგილი ვიყოო. ესე გაშტერებული ვიდექი თვალებზე ცრემლებ მომდგარი სანამ თამუკას ხელმა არ გამომაფხიზლა. თავი გავაქნიე უარყოფითი აზრების გასაფანტად და გოგოებს გავუღიმე. გოგოები სავარჯიშოდ წავიდნენ მე კიდევ ჩემ სამუშაოს შევუდექი. სადილის დრო რომ მოვიდა გოგოებთან შევიხედე,ჯერ კიდევ არ ქონდათ ვარჯიში დასრულებული ამიტომ ვახშმობა მარტო მომიწევს.4 თვე გავიდა ჩემი ასე ვთქვათ და "გაგდების" შემდეგ,მაგრამ კომპანიაში ჯერ კიდევ მე ვიყავი ყველაზე აქტუალური საჭორაო თემა.
კაფეტერიაში შევედი თუ არა და ყველამ მე შემომხედა.გავიგე როგორ დაიწყეს ერთმანეთში ჩურჩული "ეს ის გოგო არაა დებიუტი რომ უნდა ქონოდა და გააგდეს?"
"კი მემგონი ეგაა,ძნელი მისახვედრი არაა რატომაც გააგდეს ნახე რას გავს"
"გავიგე იმიტომ გააგდეს რომ ერთერთ ტრენერთან იწვა და დაორსულდა მაგრამ ეხლა აბორტი გაიკეთა" ყველა მხრიდან მსგავსი აზრის მქონე კომენტარები და ხითხითი ისმოდა. აი რატომ ვერ იტან თამუკას და ევას გარეშე სიარულს მაგრამ არაუშავს ნელნელა ამასაც ვეგუები.ლანგარზე საჭმელი დავიდე და ცარიელ მაგიდას მივუჯექი.უცბათ გავიგე რომ გვერძე ვიღაც მომიჯდა და გავხედე.სიმართლე გითხრათ ამას არ მოველოდი exo ს შიუმინი იყო და მიღიმოდა.
YOU ARE READING
დედამიწიდან ცამდე
Fanfictionჩვენი სიყვარული ქარივითაა.მას ვერ ხედავ...მაგრამ გრძნობ ❤