თავი 5

382 37 3
                                    


გავიდა რამოდენიმე კვირა და ჩანს როგორც შემეძლო ისე ცივად ვექცეოდი და ისიც არ მაკლებდა უხეშობას.ერთმანეთს სულ ვეკინკლაებოდით და ვამწარებდით.
-ნუცაააააა წყალიი მომიტანე რაა-დამიყვირა ოთახის ბოლოდან
-შენი მოსამსახურე კიარ ვარ ადექი და მოიტანე, ვერხედავ დაკავებული ვარ-ვუთხარი და შევუბღვირე.
ისეთი სახით გამომხედა რომ შემეშინდა და ხელები მაღლა ავწიე დანებების ნიშნით-კაი კაი მოგიტან ოღონდ დამინდე.დაბღვერილი წავედი წყლის მოსატანად.როცა მოვიტანე გავითამაშე თითქოს ფეხი რაღაცას წამოვკარი და წყალი მაიკაზე გადავასხი...უკვე მემგონი მეასეჯერ.
დაიღრიალა და ფეხზე წამოხტა.
-არ შეგარჩენ.-გაბრაზებულმა მითხრა,ეშმაკურად ჩაიღიმა და ხელში პუდრა აიღო.
-არაა არაა არგაბედო-სიცილით ვუთხარი და გავიქეცი.დამეწია და პუდრა სახეში შემომაყარა მერე ძირს დამაგდო და ღიტინი დამიწყო.
-ჩან....გაჩ გაჩერდი.-ვთხოვდი და თან ვხარხარებდი.უკვე სუნთქვა აღარ შემეძლო.გაჩერდა ადგა და წამომაყენა.სულს ვითქვამდი,ამდენი კაიხანია არ მიცინია.სალფეტკი ავიღე და სახის გაწმენდა დავიწყე.უცბათ ჩანმა მაიკა გაიხადა.თვალები გამიფართოვდა,სუნთქვა შემეკვრა.წელს ზემოთ შიშველი ჩანიოლი...სველი პრესით.უცებ თვალებზე ხელები ავიფარე...სულ ავწითლდი.ჩანს ჩემ ამ ბავშვურ საქციელზე გაეცინა.
-რაიყოო ადამიანის პრესს პირველად ხედავ?
-არ..არა უბრალოდ-ისევ გაეცინა
-აუუ წადიი რაააა-გაბრაზებულმა ვუთხარი და პირსახოცი სახეში ვესროლე.
-რაიყო მეორე რაუნდი მოგინდა?ხოიცი რომ გავიმარჯვებ? -თვითკმაყოფილი და ცოტა ეშმაკური ღიმილით მითხრა
-არა არა არაა საჭირო.
ოთახში ბიჭები შემოლაგდნენ.
-რახდება ააქ?-გაკვირვებულმა იკითხა სუჰომ
-ხელი ხოარ შეგიშალეთ გვრიტებოო??-ჩაიხითხითა ქაიმ.
მე და ჩანმა ქაის უცბათ მკვლელი მზერით გავხედეთ რაზეც მერე ორივეს გაგვეცინა.
-კაი კაი უნდა წავიდე ეხლა მე-ვუთხარი ბიჭებს.ბაეკს მივვარდი,
ლოყები ჩავუკოცნე და გასასვლელისკენ გავემართე.მე და ბექჰიონი ბავშობის მეგობრები ვართ და განსაკუთრბული ურთიერთობა გვაქვს მაგრამ სხვა წევრებსაც ვიცნობ და ვმეგობრობთ კიდეც.
-ეეეე მერე ჩვენ?-ნაწყენად ჩაილაპარაკეს ბიჭებმა და საწყალი სახით შემომხედეს.მათ გავუცინე და ჰაეროვანი კოცნა გავუგზავნე.
დღეს ჩემით მივდიოდი რადგან თამუკა და სეჰუნი ასევთქვათ მათი ურთიერთობების ორი წლის თავს აღნიშნავენ.კომპანიიდან გავედი და ამდროს გამოვიდნენ თამუკა და სეჰუნი.სეჰუნს თამუკას წელზე ხელი ჰქოდნა შემოხვეული,იხუტებდა და თან ესე მოდიოდნენ.თამუკა განსაკუთრებულად ლამაზი იყო ამ დღეს ამიტომ სეჰუნი თვალებს ვერ წყვეტდა.ერთი სული ჰქონდა როდის წაიყვანდა მას რესტორანში რომ ცოლობა ეთხოვა მისთვის და მხოლოდ მისი გამხდარიყო ეს სილამაზე.ნამდვილადაც რომ ულამაზესი წყვილია არა?თამუკამ დამინახა და ხელი დამიქნია,მეც ხელი დავუქნიე და გავუღიმე. ავტობუსის გაჩერებასთან მისვლა ცოტა შემაგვიანდა ევას გამო რომელიც თავის ახალ შეყვარებულზე მიყვებოდა ამიტომაც ავტობუსმა გამასწრო.ფეხით გავლა გადავწყვიტე რადგან ჩემი ავტობუსი კიდევ დიდხანს არ მოვიდოდა.გზად გამიწვიმდა,ქარიშხალი ამოვარდა.საშინლად დავსველდი ხოლო ახლა ვერ გავჩერდებოდი ბებია მელოდებოდა მისთვის წამალი უნდა მიმეტანა დაგვიანება კი გამორიცხული იყო.ვიფიქრე მანქანას გავაჩერებთქო მაგრამ ამ ადგილას ტაქსები თითქმის არ დადიოდნენ თან ესეთი გალუმპული არავინ ჩამისვამდა. შორიახლოს ჩანიოლის მანქანა დავინახე.ვიღაცეები ეჯდა მანქანაში.ორი გოგო და ერთი ბიჭი.ჩემი სახლისკენ მიდიოდა და აშკარად დამინახა.ცოტა სვლა შეანალე მაგამ მალევე აუჩქარა და ისე ჩქარა წავიდა რომ ორწამში აღარც კი ჩანდა.
Chanyeol POV.
მთელი ღამე წვიმაში გალუმპული ნუცას საწყალი სახე მედგა თვალწინ.უნდა გამეჩერებინა,მაგრამ რა უნდა მოსვლოდა ასეთი?ალბათ გაცივდა და მეტი არაფერი უბრალოდ იწვალა და ვნანობ რომ არ გავჩერდი.ნუცა აგვიანებდა და ცოტა არ იყოს ავღელდი ალბათ სინდისის ქენჯნის გამო.20 წუთის დაგვიანებით მოვიდა.
-რატომ აგვიანებ?-გაბრაზებულმა ვუთხარი,მაგრამ გამომეტყველება ეგრევე შემეცვალა როცა მისი გაფითრებული სახე დავინახე.სულ თეთრი იყო,თვალები ჩაწითლებული ჰქონდა,კანკალებდა და ფეხზე ძლივს იდგა.მივვარდი და მკლავებში ჩავაფრინდი.
-გეხვეწები ეხლა არ გინდა სწერვობები მართლა არ ვარ კარგად-ხრიანწიანი ხმით ჩაიჩურჩულა.
-ავად ხარ?-შუბლზე ხელი მივადე,ხურდა-ნუცა იწვიი მაღალი სიცხე გაქ-აღშფოთებული და განერვიულებული ვუთხარი.
-რაიყო ღელავ?-უხეშად მითხრა თან პირდაპირ თვალებში მიყურებდა რაც თავს უარეს ნაბიჭვრად მაგრძნობინებდა.ხელები გავუშვი
-არა უბრალოდ სიცხიანი არ უნდა მოსულიყავი ყველას გადაგვდებ.-უხეშად ვუთხარი და გამოვიწიე.უცბათ თვალები დახუჭა და რომ არ დამეჭირა ძირს უგონოდ დაეცემოდა.
-ნუუცა ნუუცა რაგჭირს გამოფხიზლდი,ნუც.-ხელი სახეზე ნაზად მივარტყი, რომ გამოფხიზლებულიყო.თვალები სუსტად გააღო და ჩაახველა.რაღაცის თქმა უნდოდა მაგრამ ძალები არ ეყო.ხელში ავიყვანე და კომპანიიდან გამოვიქეცი.მანქანაში ჩავსვი და სავაადმყოფოსკენ დავიძარი.მთელი გზის განმავლობაში ხელი ჩემს ხელზე რაც ძალა ქონდა ჩაბღაუჭებული ჰქონდა და შიგადაშიგ მიჭერდა.არვიცი სინდისის ქენჯნის გამო თუ რის გამო მაგრამ ამ სულელი გოგოს გამო ძალიან ვნერვიულობდი.ასეთს რომ ვუყურებდი გული მიკვდებოდა.ჩემში რაღაც არაადამიანულ გრძნობას აღვიძებდა,რაღაც შესანიშნავ და ამაფორიაქებელს.როგორც იქნა სავაადმყოომდე მივაღწიეთ,სწრაფად გადმოვიყვანე მანქანიდან და სავაადმყოფოში შევირბინე.ექიმმა გასინჯა.სიცხის დამწევი მისცა.გადასხმა დასჭირდა.ძალიან სუსტად იყო.მთელი ამ დროის განმავლობაში გვერდიდანაც არ მოვშორებულვარ.გვერძე ვეჯექი და მისი ხელი ხელებში მქონდა მოქცეული.ერთი წამით თითქოს გაიღვიძაო.თვალები გააღო
-ჩან-სუსტად ჩაილაპარაკა და ისევ გაითიშა.უცბათ გული ამიჩქარა ,ჩემი სახელის გაგონებაზე გულში სითბო ჩამეღვარა.
-ნუ გეშინია აქ ვარ-თმები გადავუწიე და შუბლზე ვაკოცე.ცოტა შეიშმუშნა და ჩემ ხელს მაგრად ჩაებღაუჭა

დედამიწიდან ცამდეDonde viven las historias. Descúbrelo ahora