თავი 2

475 48 4
                                    


ლუკმა გადამცდა მისი დანახვისას და კინაღამ დავიხრჩვი. ხველა ამიტყდა
შიუმინმა ზურგზე მომარტყა ხელი
-კაი დაწყნარდი არ მოკვდე..რაიყო მართლა ესეთი საშიში ვარ?-და თავისი არაამქვეყნიური ღიმილით გამიღიმა.
ცრემლები მოვიწმინდე და მორცხვად შევხედე
''''აა.. არაა უბრალოდ... მმოულოდნელად რომ მოხვედი შემეშინდა-ლოყები სულ ამიწითლდა და თავი ჩავხარე
-მოკლედ რატომ მოვედი და დირექტორის მოადგილე როა ეგ გეძახის თავისთან ახლავე ამოვიდესო.
ამ სიტყვების გაგონებაზე კანკალმა ამიტანა საშინლად შემეშინდა, რა აღარ ვიფიქრე. შიუმინმა სახესთან ხელი ამიფრიალა -ეე ლამაზოო გამოფხიზლდიიი კარგად ხარ?
უცბათ გამოვედი ფიქრებიდან-კი კი კარგად ვარ.. მადლობა რომ მითხარი.-გავუღიმე და კაფეტერიიდან გამოვედი.ნელა მივუახლოვდი მოადგილის კაბინეტს საშინლად მეშინოდა შესვლის, არ ვიცოდი წინ რა მელოდა. კარების სახელური ნელა ჩამოვწიე და კარი პატარაზე შევაღე.-შეიძლება?
-კი კი შემოდი ნუცა
ნელა შევედი კაბინეტში და მაგიდას მივუახლოვდი
-მეძახდით?
მან თავი ფურცლებიდან ამოყო და ხელით სკამისკენ მიმითითა
-დაჯექი
მეც დავჯექი და სუმლოუთქმელად ველოდი განაჩენს
-იციი გადავწყვიტეთ რომ აქეთ იქით ბოდიალს ჯობია აიდოლის კერძო სტილისტი და ვიზაჟისტი იყო ასე უფრო მეტი ხელფასიც გექნება და სამუშაოც უფრო ადვილი გახდება შენთვის როცა ერთ ადამიანზე მორგება მოგიწევს. თუმცა შეიძლება მასთან ერთად კონცერტებზე და ტურნეებზე სიარულიც მოგიწიოს.
შვებით ამოვისუნთქე. გამიხარდა რომ არ მაგდებდნენ მაგრამ ახალი თანამდებობა დიდად მომეწონათქო რომ გითხრათ მოგატყუებთ. ახლა ერთი თავხედი აიდოლის ბრძანებების და წუწუნის ატანა მომიწევს. ვხვდები როგორც მოიქცევიან რადგან ერთ დღეს მეც ესეთი გავხდებოდი.
-კ კარგით და ვისი ვიზაჟისტი გავხდები?
-პარკ ჩანიოლის ექსოდან.
ამ სახელის გაგონებაზე სახეზე იმხელა ღიმილი გამომესახა დემი ლოვატოს შეშურდებოდა ჩემი ღიმილის ზომის :დდდ
-რამე პრობლემაა?
-არაა, არანაირიი პრობლემა არაა მადლობა და ნახვამდის.
ოთახიდან სულ ხტუნვა ხტუნვით გავედი თან ძალიან გამიხარდა მაგრამ ასევე ძალიანაც დავმწუხრდი.ეს ყველაფერი კარგი იყო მაგრამ არსებობდა ერთი "მაგრამ" თუ მასთან დავვახლოვდებოდი და შევეჩვეოდი მასთან განშორება ზედმეტად გამიჭირდებოდა. ალბათ გაინტერესებთ რას ვბოდავ და რატომ უნდა დავშორდე მას, მაგრამ ყველაფერს თავისი დრო აქვს და ამასაც გაიგებთ.
როგორც დირექტორის მოადგილემ მითხრა ქვევით ჩავედი  სადაც მალე გადაღებები დაიწყებოდა და ფოტოგრაფის მითითებებს ველოდი. რაღაც ფურცლებს ვათვალიერებდი როცა უკნიდან ხმა მომესმა
-აბაა სადაა ჩემიი ახალი სტილისტი.
არ მოველოდი ამიტომ შევხტი და როცა შევბრუნდი ჩანიოლს ცხელი ყავა რომელიც ხელში მეჭირა შარვალზე გადვასხი. ერთი რაღაც უნდა იცოდეთ ჩემზე, საშინელი დაბდურა ვარ. ყოველთვის ყველაფერი ხელიდან მივარდება ან ვტეხავ. ერთი სიტყვით ძალიან მოუხერხებელი ადამიანი ვარ.
-აიიიშ -წამოიყვირა ჩანმა შეწუხებული სახით-აიიშ ცხელიააა.
სიცილს ძლივს ვიკავებდი, ძალიან სასაცილო და საყვარელი იყო მაგრამ ჩაფსმულ ბავშვს გავდა რაც უფრო სასაცილოს ხდიდა.
-ვაიმე ბოდიშიი არმინდოდა... შემეშინდა და შემთხვევით მომივიდა, მართლა, მაპატიე.
Chanyeol POV.
დღეს მითხრეს რომ ახალი სტილისტი მეყოლებოდა თან საკუთარი, რამაც ძალიან გამახარა თან ძველი არაფრად ვარგოდა და თან ძალიან გავერთობი. როდესაც ქვევით ჩავედი რომ ახალი სტილისტი მენახა და გადაღებებისთვის განკუთვნილი ტანსაცმელი გამომერთმია ამ დაბდურა გოგომ მდუღარე ყავა გადამასხა ზედ. თავიდან ძალიან დამეწვა და ყვირილი დავუწყე, მაგრამ შემდეგ როდესაც კარგად დავაკვირდი გავშტერდი, გამიკვირდა აქამდე ასეთ ლამაზ გოგოს რატომ ვერ ვამჩნევდი. ერთიანად მომხიბლა მისმა წაბლისფერმა კულულებმა რომლებიც მხრებზე ლამაზად ეყარა, მისმა ნუშისებრმა მწვანე თვალებმა. პატარა აპრეხილი ცხვირი და დიდი ვარდისფერი ტუჩები ქონდა. კორეელის და უცხოელის ნაერთი იყო რაც მის გარეგნობას ეგზოტიკურობას მატებდა. მაშინ გამოვფხიზლდი როცა დაიხარა და ჩემი შარვლის გაწმენდა დაიწყო.
-აა..ადექიი.-ხელი მკლავში წავავლე და გავასწორე-რაიყო თვალებში ვერ იყურები?ხედავ რა ქენი? და შენ უნდა განდო ჩემი ჩაცმულობა და მაკიაჟი?ღმერთმა არიცის რას დამმართებ აიშ, რას მიყურებ მიდი ახალი შარვალი მომიტანე, დროზე.
სახის გამომეტყველება შეეცვალა. ღიმილი სახიდან გაუქრა და თავი დატუქსული ბავშვივით დახარა-ეხლავე-ჩაიბურდღუნა და ოთახიდან გავარდა.
Nuca POV.
ჩანმა დამიყვირა და შარვლის მოსატანად გამომიშვა. ცოტა არიყოს მეწყინა ესე უხეშად რომ მომექცა მაგრამ რას მოველოდი? მდუღარე ყავა გადავასხი და მომეფერებოდა?
ფიქრები გავფანტე და ჩანის შარვლის მოსატანად წავედი.
ცოტახანში ბიჭები გაემზადნენ და ფოტოსესიაც დაიწყო. იქვე ჩამოვჯექი და ჩუმად ვადევნებდი თვალყურს თუ როგორ პოზიორობდნენ ბიჭები კამერის წინ. ერთად და ცალცალკე. იცინოდნენ და მაიმუნობდნენ. მეთვითონაც ვერ შევამჩნიე თუ ჩანს როგორ მივჩერებოდი. ერთი ორჯერ გამომხედა კმაყოფილმა გაიღიმა და ისევ კამერას მიუბრუნდა. თითქმის მთელი სამუშაო დღე მისთვის ახალახალი ტანსაცმელები მიმქონდა და სხვადასხვა მაკიაჟს ვუკეთებდი. ვცდილიბდი არ დამენახებინა მისთვის ჩემი გრძნობები და ყველანაირად ცივი ვყოფილიყავი რაც უფრო რთული აღმოჩნდა ვიდრე მეგონა. დღის ბოლოს გოგოებს შევუხედე. სეჰუნიც იქ იყო. თამუკა მას კალთაში ეჯდა და რაღაცაზე იცინოდნენ. ისინი ისეთი ბედნიერები იყვნენ. ერთმანეთს სიყვარულით აღსავსე თვალებით შესციცინებდნენ. მათ დანახვაზე გამეღიმა და ცოტა არიყოს შემშურდა კიდეც მე ხომ ვერასდროს ვერ მოვეხვეოდი ესე ჩემ საყვარელ ადამიანს. ევაც იქვე იყო და ქორეოგრაფს რაღაცაზე ელაპარაკებოდა, თან ჩასაცმელად ემზადებოდა. არ მინდოდა მათი შეწუხება ამიტომ მარტო გადავწყვიტე სახლში მისვლა. გარეთ გავედი სადაც ჩანი და ექსოს სხვა წევრები იდგენ. ჩანმა ერთი გამომხედა ბოლომდე ამათვალიერა და ბიჭებს მიუბრუნდა. დიდად გულზე არ ვეხატები მაგრამ ეხლა მამჩნევს მაინც. იანვრის შუა რიცხვები იყო ამიტომ გარეთ ყინავდა. სახლში დიდი წვალების შემდეგ მივედი სახლის საქმიანობები მოვითავე და ჩემს ოთახში ავედი. დღეს ჩანმა ძალიან ბევრი მარბენინა და ისეთი დაღლილი ვიყავი თავი ბალიშზე დავდე თუ არა ეგრევე ჩამეძინა.

დედამიწიდან ცამდეWhere stories live. Discover now