თავი 8

277 39 5
                                    

თავი 8
ჩემთვის წყნარად მეძინა როდესაც რაღაც ბრახუნმა გამაღვიძა.ნელა წამოვიზლაზნე და თვალები მოვისრისე,ვიღაც დეგენერატი აბრახუნებდა კარებზე.საათს დავხედე და 3ის ნახევარი იყო.ავდექი  ხალათი მოვიცვი და კარის გასაღებათ გავედი.კარები გავაღე და გაბრაზებული ჩანი დავინახე ხელში კალათით და დიდი ზურგჩანთით.ღმერთო გაბრაზებული რა საყვარელია.
ცოტა არიყოს გამიკვირდა მისი მოსვლა თან კალათით
-ჩან...აქ რა გინდა?
-რა მინდა კიარა გუშინ ხომ გითხარი,პიკნიკიიიიი-კალათა ცხვირწინ ამიფრიალა და სახლში დაუკითხავად შემოვარდა-დავიწყება კიდე გამიგია მარა სამამდე ძილი რა უბედურებაა
-ორი დღე მაქ დასასვენებლად და გამოსაძინებლად.ეგეც არ შემარგო-ნამძინარები ხმით ვუთხარი და დავამთქნარე.
-შეგარგო კიარა მიდი დროზე გაემზადე და წავედით ისედაც ავცდით გრაფიკს
-რა გრაფიკს,შენ რა დაჯე გრაფიკი შეადგინე?
-რამდენს ლაპარაკობ?მიდი დროზეე შედი მოემზადე.
-კაიი კაიი მივდივარ ხოო.-ხელები დანებების ნიშნათ ავწიე და ოთახში შევედი.20წუთში მზად ვიყავი.თმები გავიშალე,თეთრი მოკლე კაბა ჩავიცვი,ფეხზე ბალეტკები და პატარა ჩანთა გადავიკიდე.როცა გავედი ჩანი ფეხზე წამოხტა და ღიმილით შემომხედა.ხელი ჩამკიდა და სახლიდან გამიყვანა.მალე ულამაზეს ადგილას ვიყავით. ჩვენს წინ მწვანედ მობიბინე მდელო გადაიშალა.  იქვე მდინარე მოედინებოდა, მზე აჭერდა და ჩიტები ჭიკჭიკებდნენ. ფაქტიურად იდეალური დღე და სმინდი იყო საპიკნიკოდ.ჩანმა პლედები ამოიღო და გაშალა.დავჯექით და ჭამა დავიწყეთ.
-ღმერთო ესეთი გემროელობა ჯერ არ მიჭამია-ვთქვი და პირი საჭმლით გამოვიტენე
-მე გავაკეთე-კმაყოფილი სახით ამომხედა.
-მართლაა?მზადებაც შეგძლებია.მოკლედ ცარიელი ნიჭი ხარ რა.უტვინო ნიჭი
-კომპლიმენტად მივიღებ.მარა მაინც მეწყინა.
-კაი რა ყურშა ნუ გწყინს.
ამ სიტყვებზე თავისი დიდი ყურები დაცქვიტა და უცბათ ამომხედა
-რა დამიძახე?
-ყურშა.რაიყო არ მოგწონს?-ირონიით ვუთხრი და გავიცინე
-კიდევ ერთხელ ეგრე დამიძახებ და მერე ჩემს ქცევებზე პასუხს არ ვაგებ-კბილებში გამოსცრა
-კაი დამბოო
-ნუცაააა-გაბრაზებულმა მითხრა
-კაი ყურშა დამშვიდდი-სიცილით ვუთხარი
-ვსოო-უცბათ წამოხტა მომვარდა,ხელში ამიყვანაა დაა მდინარისკენ გამაქანაა.
-არაა არაა არააა ჩაან დამსვიი,გთხოვ გთხოვ-ყვირილი და ფართხალი დავიწყე.-ეგ არ ქნაა გთხოვ!-უცბათ ვიგრძენი როგორ აღმოვჩნდი ცივ წყალში.
-საზიზღაროოოოოო-დავუყვირე და ხელი გავუწოდე ამომიყვანეთქო.მანაც ხელი ჩამჭიდა და მომექაჩა.მაგრამ მე ამას ხომ არ შევარჩენდი.მოვქაჩე და წყალში ჩამოვაგდე.დავახტი და ჩაძირვა დავუწყე.როცა ამოვედით ფეხი ქვას წამოვკარი და პირდაპირ ჩანს დავასკდი.ჩანმა უცბათ გადამაბრუნდა და ჩემს ზევით აღმოჩნდა.თვალებში ჩამჩერებოდა
-შენზე ფიქრები დამსდევს, დედამიწიდან ცამდე-ჩუმად ჩაიჩურჩულა
-რაა..რათქვი?-გაკვირვებულმა ვკითხე
-მიყვარხარ-ჩუმად თქვა და ჩემი პასუხის მომლოდინე გაისუსა.გულში თითქოს რაღაც ჩამწყდაო,ცრემლები მომადგა.ჩემში ორი გრძნობა,ორი არსება ებრძოდა ერთმანეთს.გული და ტვინი.
-მე ხომ გთხოვე რომ არ შეგყვარებოდი-ხმაჩამწყდარი ვუთხარი და ცრემლების შეკავება ვცადე.
ჩანს სახე გაუშეშდა, ფერები გადაუვიდა და ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა. ჩემს ესეთ პასუხს არ მოელოდა. უცბათ მომშორდა და წამოდგა.
-კარგი რა დამბოო ყურები არ ჩამოუშვა- გავუცინე და თავზე დავახტი. მთელ დღე  ვმაიმუნობდით.რომ დავიღლებოდით დავჯდებოდით და ვლაპარაკობდით.ხოლო ღამე როდესაც მზე ჩავიდა და ცაზე მილიონობით ვარსკვლავი თითქოს და მხოლოდ ჩვენთვის კაშკაშებდაო მდელოს შუაგულში გულაღმა ვიწექით და ვარსკვლავებს უხმოდ შევყურებდით.მე ჩანის ჯინსის კურტკა მეცვა.ჩანიოლს ხელი ჩემ ხელზე ჰქონდა ჩაკიდებული და მაგრად მიჭერდა.შეიძლებოდა ზოგიერთს ეს სიჩუმე უხერხულად მოჩვენებოდა მაგრამ ჩვენთვის ესე სულაც არ იყო,პირიქით.ლაპარაკი არ გვჭირდებოდა,ჩვენი ხელები და აჩქარებული გულები ერთმანეთის შეხებაზე უკვე ყელაფერს ამბობდა.

ლაპარაკი არ გვჭირდებოდა,ჩვენი ხელები და აჩქარებული გულები ერთმანეთის შეხებაზე უკვე ყელაფერს ამბობდა

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.
დედამიწიდან ცამდეWhere stories live. Discover now