თავი 6

326 41 2
                                    


Nuca POV.
თვალს ვახელ და ირგვლივ არაფერი არ მეცნობა. დიდ საწოლში ვწევარ და უთბილესი საბანი მახურავს. რბილი და ნაზი ნაჭერია. თავზე პირსახოცი მადევს. ოთახში მიმოვიხედე. საკმაოდ დიდი და მდიდრული ოთახია, ცოტა არიყოს ჩაბნელებული ადგილია. ვერ ვიაზრებ სად ვარ და შიში მიტანს. წამოჯდომას ვცდილობ მაგრამ ვერ ვახერხებ, ზედმეტად სუსტად ვარ. ხელები მიკანკალებს, ყელი მტკივა და თვალები მეწვის. ბრძოლას თავს ვანებებ და ღონემიხდილი თბილ ბალიშს ვუბრუნდები. უცბად კარების ჩხაკუნი მესმის. შიშისგან ვკანკალებ... არ ვიცი ეხლა ამ კარში ვინ შემოვა და ჩემი ბედი როგორ წარიმართება. კარის სახელური ქვევით იწევა და კარიც იღება. ოთახში ჩანი შემოდის. გულზე მომეშვა და შვებით ამოვისუნთქე მაგრამ ახშფოთებასაც ვერ ვმალავდი.
-აბა როგორ გრძნობ თავს?-ღიმილით მკითხა თან მის ხმაში აფორიაქება იგრძნობა.
-უკეთ ვარ.... ჩან  რა მოხდა?
-რა და გული წაგივიდა მაღალი სიცხის გამო და საავადმყოფოში მიგიყვანე სადაც გადასხმა გაგიკეთეს და სიცხე დაგიწიეს მერე კი ჩემთან მოგიყვანე.
-მადლობა, მაგრამ ეხლა უნდა წავიდე-წამოდგომა ვცადე მაგრამ ამაოდ.
-სად აპირებ რო წასვლას?
-სამსახურში უნდა მივიდე და თან სახლში უნდა გავაგებინო რომ კარგად ვარ ალბათ ძალიან ნერვიულობენ.
-ჯერესერთი ესეთ მდგომარეობაში ვერსადაც ვერ წახვალ და მერეც მაგაზე არ ინერვიულო შენებთან უკვე დავრეკე და ყველაფერი გავარკვიე.
-სამსახურიდან გამაგდებენ
-არავინაც არ გაგაგდებს შენ მაგაზე არ იდარდო-მითხრა და გამიღიმა.
-ჩან... სახლში მართლა უნდა მივიდე რაღაც წამლები მაქ დასალევი და თან ბებიაბაბუას უნდა  მოვუარო
-მაგაზე არ იდარდო მე შევივლი და წამლებს მოგიტან თან რაღაცეებს ავუტან შენ ბებიაბაბუას მათზე არ ინერვიულო და იცოდე არ შემეწინააღმდეგო. უბრალოდ მინდა რომ მე მოგიარო ასე უფრო უსაფრთხოდ ვიქნები და მეცოდინება რომ კარგად ხარ. ეხლა კომპანიაში უნდა წავიდე საჭმელს და კომპიუტერს მოგიტან რომ არ მოიწყინო და საღამოსთვის დავბრუნდები.-ისე მომაყარა ერთი სიტყვაც კი არ ჩამაგდებინა.
-მადლობა-ღიმილით ვუთხარი და საწოლში გემრიელად მოვკალათდი.
Chanyeol POV.
სახლიდან გამოსვლისას მაღაზიაში შევირბინე და რაღაც პროდუქტები და მზა საჭმელი ვიყიდე. მანქანაში ჩავჯექი და ევას მოცემულ ფურცელს დავხედე სადაც ნუცას მისამართი ეწერა. ფურცელი ჯიბეში ჩავიკუჭე და მისი სახლისკენ გავემართე. საკმაოდ შორს ცხოვრობდა, ერთერთ გარეუბანში ამიტომ იქ მისვლას ცოტა დიდი ხანი მოვანდომე. მივედი და პატარა და ძალიან ძველი სახლის კარებზე დავაკაკუნე. კარი ხანში შესულმა ქალბატონმა გამიღო
-დიახ გისმენ, რა გნებავს შვილო?-გაჭირვებით მითხრა.
-იცით მე ნუცას მეგობარი ვარ აი ტელეფონზე ვინც გელაპარაკათ.
-შემოდი შვილო შემოდი, როგორაა ჩვენი გოგო? ხომ კარგადაა. ძალიან ვღელავთ მასზე. ის ერთადერთია რაც დაგვრჩა-სევდიანად და ანერვიულებუომა მკითხა.
-ნუ ღელავთ უკეთაა. საავადმყოფოდან სახლში მივიყვანე. ნუ გეშინიათ კარგად მოვუვლი და ჯანმრთელს დაგიბრუნებთ.-გავუღიმე ქალს და პარკებზე მივუთითე-ეს სად დავდო?
-მოდი აქ დადე. რატომ წუხდებოდი არ იყო საჭირო.
პარკები მაგიდაზე დავდგი და ქალს მივუბრუნდი.
-აქ მისი წამლების წასაღებად მოვედი მითხრა მჭირდებაო.
-ხო ხოო კიდევ კაი გაახსენდა.
-ისე რისი წამლებია?
ქალმა ჩემი კითხვა უპასუხოდ დატოვა. ოთახში ავიდა და წამლები ჩამომიტანა. ფურცელზე ჩემი ნომერი დავუწერე და მივაწოდე.
-აი ჩემი ნომერი თუ რამე დაგჭირდათ უბრალოდ დამირეკეთ.
-მადლობა შვილო.
ქალს დავემშვიდობე და წამოვედი.
Nuca POV.
ჩანის წასვლის შემდეგ მალევე შემოვიდა ზარი თამუკასგან.
-სად ხარ გოგოოო-ყურში ჩამჩხავლა ევამ განწირული ხმით.
-ვაიმე რა იყოო ჯერ არ მოვმკვდარვარ დაწყნარდით.
-როგორ დავწყნარდეთ გუშინ შენ და ჩანი გაქრით უცბათ ისე რომ არაფერი არ გვითხარი და დღეს საერთოდ არ მოხვედი-თამუკაც აყვა.
-არ უნდა დაგერეკა მაინც? ძალიან ვინერვიულეთ.
-ბოდიში ხო-დამნაშავედ ჩავილაპარაკე.
-ბოლოს და ბოლოს გვეტყვი რა მოხდა??
-მაღალი ტემპერატურა მქონდა და გული წამივიდა. ჩანიოლმა საავადმყოფოში წამიყვნა სადაც გადასხმა გამიკეთეს მერე კი თავისთან მომიყვანა. დარეკვა როდის უნდა მომესწრო. ეხლა კარგად ვარ არ ინერვიულოთ.
-ჩანიოლი როგორ იქცევა? ხომ არ გეუხეშება?
-არაა არაა საერთდ არა, პირიქით გასაოცრად მზრუნველი და საყვარელია.
-მემგონი ვიღაცას რაღაც გრძნობები გაუჩნდაოო-ეშმაკურად თვა ევამ.
-იმედია არაა. მაგისი მეშინია ყველაზე მეტად.
-სიმართლეს რატომ არ ეუბნები?-გაბრაზებულმა მითხრა თამუკამ.
-ხოო ესე არ შეილება მას აქვს უფლება სიმართლე იცოდეს... სანამ გვიანი არაა უთხარი.
-ხო ხო ვიცი ვიცი და ვეტყვი, აუცილებლად ვეტყვი უბრალოდ ეხლა მზად არვარ... ჯერ არა.
-კაი... შენი საქმის შენ იცი.

დედამიწიდან ცამდეWhere stories live. Discover now