თავი 1

773 36 7
                                    

-ალექს!(დედა)
-რა მოხდა...(მე)
-რაღაც სალაპარაკო მაქვს და სამზარეულოში შემოდი!(დედა)
-კარგი.(მე)
გამარჯობა.მე ალექს ქეიჯი ვარ.შავ თმიანი და ყავისფერ თვალება.17 წლის.სიმაღლეში 181 სანტიმეტრი.ნიუ იორკში ვცხოვრობ დედასთან ერთად.მამა ავიაკატასტროფაში მოყვა როცა მივლინებაში იყო.მის მერე 2 თვე გავიდა.ძალიან შევიცვალე.ჩაკეტილი გავხდი.შეყვარებულსაც დავშორდი რადგან მიღალატა.ამანაც საერთიდ შემცვალა,დედას გარდა არავის აღარ ვენდობოდი.
მე სამზარეულოში გავედი და მაგიდასთან დავჯექი.დედამ სენდვიჩი დამიდო და თვითონაც დაჯდა.
-ალექს...შენ ხომ იცი მამაშენის ბავშვობის მეგობარი?(დედა)
-კი...დევიდი.ეგ მოგვეხმარა ყველაფერში როცა მამა დაიღუპა.(მე)
-ჰო...თურმე დევიდს და მამაშენს დაუდიათ ახალგაზრდობაში პირობა , რომ თუ რომელიმე მოკვდებოდა ცოცხალი მკვდრის ოჯახს მოუვლიდა.(დედა)
-მერე?(მე)
-დევიდი ხომ ინგლისში გადავიდა...იქ ძალიან დიდი სახლი აქ.და გვითხრა რომ იქ გადავიდეთ საცხოვრებლად.რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია მისთვის.და რას იტყვი?(დედა)
-რავი...თუ ინგლისში გადავალთ ესეიგი ეს კლასი გამიცდება ,ეს იმას ნიშნავს რომ დარჩენილი 2 თვე სკოლაში არ ვივლი.კარგი...თანახმა ვარ.(მე).
-კარგი კარგი.(დედა)
-როდის მივდივართ?(მე)
-ბილეთებში წერია რომ ფრენა ხვალ საღამოსაა.(დედა)
-კარგი...(მე)
-ბარგის ფულსაც დევიდი იხდის.(დედა)
-კარგი.(მე)
მე კარადიდან ჩემი იქსბოქსის და ეკრანის სპეციალური ჩემოდანი გამოვიღე და შიგნით ჩავალაგე.მეორე ჩემოდანში კი ტანსაცმელი და პირადი ნივთები ჩავდევი.
მეორე დღის საღამო.
-წავედით ალექს.(დედა)
ჩვენ აეროპორტში მივედით.ბარგი გავატარეთ და თვითმფრინავში ჩავჯექით.ავფრინდით და მე ჩემი ნიტენდო სვიტჩი ჩავრთე და სქაირიმის თამაში დავიწყე.
-ალექს შეგიძლია რომ ყოველთვის არ ითამაშო?(დედა)
-მოგატყუო?(მე)
-არა!(დედა)
-მაშინ არ შემიძლია!(მე)
  რამოდენიმე ხნის შემდეგ.
ინგლისში ჩავედით.აეროპორტში ბარგი ავიღეთ და ვიღაც დაგვხვდა შავი ჯიპით.
-მისის და მისტერ ქეიჯ.გამოგვყევით თუ შეიძლება.(ბიჭი)
-რატომ?(მე)
-დევიდმა გამომიშვა.(ბიჭი)
ჩვენ ჩავჯექით და გავყევით.რამოდენიმე წუთში კი დიდ 3 მეტრიან ბეტონის ღობესთან გავჩერდით.დიდი კარი გაიღო.ჩვენ მანქანიდან გადავედით.ჩემოდნები ვიღაც ბიჭებმა შეიტანეს.მე და დედა ჭიშკარში შევედით.
ჩვენს წინ ბილიკი მიდიოდა.ბილიკს გვერდებზე კი ნაძვის ხეები.ბილიკის ბოლოში კი ძაან დიდი სახლი,კიარა სასახლე იყო.ბეტონის 4 სართულიანი.ძალიან დიდი იყო.ბილიკის მარცხნივ ფეხბურთის მინისტადიონი იყო.მარჯვნივ კი ტენისის.
მე და დედა ბილიკს გავუყევით.ის სახლი ნაგები იყო თეთრი ქვით.კოშკებივით ჰქონდა და სასახლეს ჰგავდა.სახლის შესასვლელის კართან დევიდი იდგა,მის უკან კი მისი ცოლი,ალბათ და სასახლის კართან იდგა შავთმიანი გოგო რომელიც მხრით იყო მიყუდებული კედელს და ისეთი სახე ჰქონდა თითქოს ეძინებოდა.ნაჭრის ტანსაცმელი ეცვა და ხელები სვიტერის ჯიბეებში ელაგა.
მე და დედა დევიდთან მივედით.
-ალექს...რამხელა ბიჭი გაზრდილხარ!(დევიდი)
დევიდი გადამეხვია.
მერე დედაჩემს გადაეხვია.მერე მისი ცოლი მოვიდა და გადაგვეხვია.
-დევიდ ეს ჩემი ცოლია...ებიგაილი.(დევიდი)
-გამარჯობა.(მე)
-ეს ჩემი შვილი ელიზაბედია...ელიზაბედ,ეს ალექსი ეს კი მისი დედა ჯენაა.(დევიდი)
-გამარჯობა.(ელიზაბედი)
თქვა ისეთივე დაღლილი ხმით როგორიც სახე ჰქონდა.
-სახლში შევიდეთ.(დევიდი)
სახლში...არა სასახლეში შევედით.შიგნიდანაც სულ თეთრი იყო ყველაფერი.კედლებზე ნახატები და ძალიან ძველი ნივთები.აქაურობა მუზეუმს ჰგავდა.შემდეგ ოთახში შევედით სადაც ძალიან გრძელი მაგიდა იდგა.
ყველა მაგიდას მივუსხედით.ელიზაბედი მოშორებით დაჯდა.ამან ყველა უხერხულობაში ჩააგდო.
მაკფროებს დავაკვირდი და ყველანი მკრთალები იყვნენ სახეზე.უცებ გავიფიქრე "ალბათ ვამპირები არიან!" და გულში გავიცინე."თან ის გოგოც ხასიათით გავს!".
-აბა?ალექს!როგორ არის სწავლის საქმეები?(დევიდი)
-B+ ვსავლობ.წელს ალბათ Aც მექნებოდა მაგრამ ეს კლასი ჩამივარდა.(მე)
-კარგია...(დევიდი)
დიდებმა დაიწყეს საუბარი თუ როგორ ატარებდნენ დედა,მამა და დევიდი დროს ერთად,გაიხსენეს ძველი ამბები.მე რამოდენიმეჯერ გავიცინე მაგრამ ელიზაბედი მკვდარივით იჯდა და მის საჭმელს დაჰყურებდა.არც ჭამდა.
შემდეგ უცებ გამოიხედა.
-მამა,ჩემს კომპიუტერს რაღაც დაემართა.არ ვიცი რა სჭირს და მემგონი ჯობს პროგრამისტი გამოვიძახოთ.(ელიზაბედი)
-ალექსმა იცის კომპიუტერები!(დედა)
-დედა...(გავხედე დედაჩემს გაბრაზებული სახით)
-მართალია ალექს?(დევიდი)
-ჰო...მართალია.14 წლის რომ ვიყავი მეზობელს კომპიუტერი ავუფეთქე სახლიდან.მართალია დედაჩემს ჯარიმა გადაახდევიეს მაგრამ...ღირსი იყო რადგან ტელეფონი გამიტეხა.(მე)
-მამაშენის თვალები გაქვს...შეგიძლია ელიზაბედს დაეხმარო?(დევიდი)
-რა თქმა უნდა.(მე)
-ელიზაბედ!ალექსი დაგეხმარება...(დევიდი)
მე და ელიზაბედი წამოვდექით.შემდეგ ელიზაბედი წინ გამიძღვა და მეოთხე სართულზე ლიფტით ავედით.
-სახლში ლიფტი გაქვს?(მე)
-აბა მეოთხეზე ყოველდღე ფეხით ხომ არ ვივლი.(ელიზაბედი)
-მაგარია.(მე)
ლიფტიდან გავედით და ერთ-ერთ ოთახში შევედით.ოთახში ყველაფერი შავი იყო სინათლის გარდა.
-ღამით აქ რამეს როგორ არჩევ?(მე)
ელიზაბედმა უჟმური სახით გამომხედა.
  მის კომპიუტერთან მივიდა და ჩართო.შემდეგ კი მის საწოლთან მივიდა და დაეშვა.
მე კომპიუტერთან დავჯექი.დესკტოპს დავაკვირდი და არაფერი სჭირდა.
-და რა პრობლემა აქვს კომპიუტერს?(მე)
-რომელიმე პროგრამა ჩართე.(ელიზაბედი)
მწ ბრაუზერი ჩავრთე და ჯანდაბა!
-ჯანდაბა!ვირუსია!(მე)
-მერე?(ელიზაბედი)
-მერე მოგვიწევს ახალი ოპერწციული სისტემა დავაყენოთ.იუესბი გაქვს?(მე)
-კი.(ელიზაბედი)
-მათხოვე.(მე)
ოპერაციული სისტემა ტელეფონში მქონდა ჩაწერილი.
-აჰა...(ელიზაბედი)
ნახევარი საათის შემდეგ
-მზადაა.შენი ფაილები თავის ადგილასაა და ეცადე უცნობი გვერსებიდან რაიმე არ გადმოწერო.(მე)
-გმადლობ.(ელიზაბედი)
-კარგი...მე ქვემოთ ჩავალ.(მე)
-მისმინე...მაპატიე რომ ასე ვიქცევი.უბრალოდ ძვირფასი ადამიანი დავკარგე და...(ელიზაბედი)
-დამიჯერე იმაზე კარგად მესმის შენი ვიდრე გგონია.როცა მამაჩემი მოკვდა...(მე)
-კარგი...(ელიზაბედი)
-დროებით!(მე)

ალექს ქეიჯი : მოქცევა (წიგნი პირველი)(დასრულებული)Where stories live. Discover now