-ნამდვილად არა!(ელიზაბედი)
-ნუ გეშინია შენს საიდუმლოს არ გავთქვამ.(მე)
-მაპატიე მაგრამ სხვა გზა არ მაქვს...(ელიზაბედი)
ელიზაბედმა თვალებში ჩამხედა.
-შენ დაივიქყებ გუშინ რაც მოხდა,დაივიწყებ ჩემს ვამპირობაზე და იმაზე რომ შენს მოკვლას ვაპირებდი.დაივიწყებ იმას რომ დღეს შენს ოთახში შემოვედი და ერთად გავიცინეთ.(ელიზაბედი)
...
-ჯანდაბა რატომ გამოვშტერდი ამ დილაადრიან.(მე)
საწოლზე წამოვწექი და დავიძინე.
გამეღვიძა,10 ის ნახევარი იყო.კარზე დედამ მომიკაკუნა.
-გაიღვიძე სადილის დროა!(დედა)
წამოვდექი,აბაზანაში შევედი და მოვწესრიგდი,უკან დავბრუნდი და გამოვიცვალე.შემდეგ კი სასადილო ოთახში ჩავედი.ყველა მაგიდასთან იჯდა.ელიზაბედი არსად არ იყო.ალბათ სკოლაში წავიდა.
-დილა მშვიდობისა!(მე)
-როგორ გეძინა ალექს?(დევიდი)
-მშვენივრად!(მე)
ჩვენ ვისადილეთ.
-ალექს ერთი წუთით გამომყევი თუ შეიძლება.(დევიდი)
-რა თქმა უნდა.(მე)
მე და დევიდი სასახლიდან გავედით.ის და მე გარაჟში შევედით.
-ჯანდაბა აქ რა მოხდა!რატომ ყრია რაღაცეები ძირს.(დევიდი)
აქ რომ შემოვედი რაღაც თავი ამტკივდა.
-მოკლედ...ხედავ იქ რომ მანქანა დგას?(დევიდი)
-კი...პონტიაკი.პონტიაკ ჯიტიოუ.(მე)
-ეგ მამაშენის იყო.ინგლისში ამით დადიოდა და ალბათ მოუნდებოდა რომ შენც ამით გევლო.(დევიდი)
მე მანქანასთან მივედი.
-მაგარია...(მე)
-მართვის მოწმობა გაქვს?(დევიდი)
-კი...ახლა ავიღე.(მე)
-აი ფული,ავზი აავსე.(დევიდი)
-გმადლოთ სერ.(მე)
-სერს ნუ მეძახი.დეციდი დამიძახე.(დევიდი)
-კარგი დევიდ.(მე)
-ერთი თხოვნა მაქვს ალექს შენთან.(დევიდი)
-მითხარი.(მე)
-შეგიძლია ელიზაბედი სკოლიდან მოიყვანო ხოლმე?(დევიდი)
-კი რა თქმა უნდა.(მე)
-ჰო უბრალოდ...სკოლა მოშორებითაა და ჩემს ბიჭებს მაინც არ ვენდობი ყველას კარგად როცა ელიზაბედზე მიდგება საქმე და...(დევიდი)
-რა პრობლემაა.(მე)
-კარგი სამზე გამოდინს ის სკოლიდან.(დევიდი)
დევიდმა მიმასწავლა სკოლის გზა.
მე ეზოდან გავედი და ავტო გაზ სამართ სადგურზე ავზი შევავსე. უცებ შორს მამაჩემს მოვკარი თვალი.მე მიყურებდა მაგრამ როცა ისევ გავხედე,იქ აღარ იყო.
"ალბათ მომეჩვენა."გავიფიქრე და მანქანაში ჩავჯექი,დავქოქე და სკოლისკენ წავედი.მართალია ჯერ 11 საათი იყო მაგრამ ნახევარი საათის გზა არის.ამიტომ მანქანასაც შევეჩვევოდი.
ძალიან მაგარი მანქანა იყო,კომფორტული და სწრაფი.პირველად მყავდა საკუთარი მანქანა.როცა მაგისტრალზე გავსწორდი პედალს დავაწექი და მთელი სისწრაფე ავკრიბე.ძალიან მაგარი იყო.სკოლასთან დროზე ადრე მივედი.ეს სკოლის შენობა ერთადერთი შენობა იყო რომელიც ამ მიდამოებში იდგა.მაგრამ ის ძალიან დიდი იყო,მისი უზარმაზარი ეზოთი და ბევრი ხით.
მანქანა სადგომზე დავაყენე და გადმოვედი.სკოლის ეზოში შევედი და ერთ-ერთ ხეს მივეყუდე.
მალე ზარი დაირეკა.ყველა გარეთ გამოვიდა.ელიზაბედთან ერთად ვიღაც ყავისფერთმიანი გოგო ერთ-ერთ მაგიდასთან დაჯდა და რაღაცაზე დაუწყო საუბარი.
მე მათთან მივედი და მისი დაქალის გვერდით დავჯექი.
-დილა მშვიდობისა...(მე)
-შენ აქ რას აკეთებ?(ელიზაბედი)
-რას ვაკეთებ და მამაშენმა შენს პირად მძღოლად დამნიშნა.სკოლის მერე მე უნდა წაგიყვანო.დღეს ცოტს ადრე მოვედი.გზა მაონტერესებდა.(მე)
-ცოტა ადრე?(ელიზაბედი)
-მე ალექსი ვარ, შენ?(მე)
შევეკითხე იმ გოგოს.
-ჰელენა...(ჰელენა)
-სასიამოვნოა...(მე)
ელიზაბედი რაღაც უჟმური სახით მიყურებდა.
-სადგომზე ვიქნები თუ რაიმე დაგჭირდება.(მე)
-არ დამჭირდება...(ელიზაბედი)
მე ავდექი და ელიზაბედთან მივედი.
-მისმინე,არც მე არ მეხატება გუკზე შენი ძიძობა რომ მიწევს.მაგრამ ვალდებული ვარ რადგან დევიდმა მითხრა.საერთიდ რა ჯანდაბა გჭირს...(მე)
წამოვედი და მანქანაში ჩავჯექი.
ჩამეძინა.
ფანჯარაზე კაკუნის ხმა მაღვიძებს.ელიზაბედი მიკაკუნებდა ფანჯარაზე.შემდეგ კარი გააღო.უკანა სავარძელზე მისი დაქალი ჰელენა დააჯინა და თვითონ წინ დაჯდა.
-იმედია მიხვდები რომ ჰელენას გარდა არავინ წამოიყვანო.მე ხომ ტაქსი არ ვარ.(მე)
-ის ჩემი საუკეთესო მეგობარია.(ელიზაბედი)
-აბა დავკარგეო?(მე)
-სამნი ვიყავით.(ელიზაბედი)
-აჰა...(მე)
მანქანა დავქოქე და წავედი.მაგისტრალზე დიდი სისწრაფე ავკრიბე და შედარებით მალე დავბრუნდი ქალაქში.ჰელენა თავის სახლში დავტოვე და ჩვენც ჩვენს სახლში დავბრუნდით.
YOU ARE READING
ალექს ქეიჯი : მოქცევა (წიგნი პირველი)(დასრულებული)
Vampireეს არ არის ფანფიკი...ყველა პერსონაჟი და ისტორია ჩემს მიერ არის გამოგონებული. ეს წიგნი ჩემი პირველი წიგნია ამიტომ ხარისხი არც ისე კარგია,გრამატიკული შეცდომებიც ბევრია და მოვლენებიც მალე ვითარდება. ყელაზე მაღალი რანკი #1 ვამპირში. (აზრზე არ ვარ როგორ...