თავი 9

198 21 0
                                    

სახლში წამოვედით.მე ჩემს ოთახში ავედი და დავიწყე ფიქრი რა გამეკეთებინა...და გამახსენდა.მე ხომ კომპიუტერებს კარგად ვიცნობ...შევქმნი ჩიპს რომლის შერთების შემდეგაც ფირი მთელ ქალაქში გავრცელდება.მთავარია შევქმნა ჩიპი და დავაერთო მთავარ ანძაზე ქალაქში.
3 დღის შემდეგ.
ჩიპი მზად არის.
გარეთ გავედი და მანქანაში ჩავჯექი.ტელეფონში ჯიპიესზე ვნახე სად იყო ის ანძა და წავედი.რამოდენიმე წუთში იქ ვიყავი.ავძვერი და ჩიპი დავაერთე.შემდეგ ჩამოვედი და მანქანით იმ ადგილას წავედი სადაც მე,ჰელენა და ელიზაბედი ვხურაობდით.
მანქანა ნაპირთან დავაყენე და ზურგით მივეყუდე.ამ დროს ტელეფონმა რაღაც ხმა გამოსცა და რომ ჩავრთე ის ვიდეო იყო რომელიც მე გავავრცელე.ვიდეოში ჩანდა ვიღაც შავ კაპიუშონში და ნიღაბში.
-გამარჯობა...როგორახართ?ჯანდაბა ასე რატომ ვიწყებ...ჰო მოკლედ.შეტყობინება მაქვს იმ ადამიანებთან რონლებმაც 2 კვირის წინ გადამარჩინეს მამაჩემისგან.მას ჩემი მოკვლა უნდოდა.მომძებნეთ თირე ყვრლას ვეტყვი რაც მოხდა.აბა...წარმატებები. (რობოტული ხმით)
გავიღიმე და ტელეფონი ჯიბეში ჩავიდევი.შემდეგ მანქანაში ჩავჯექი და უბრალოდ ვიჯექი.
1 საათის შემდეგ.
ფანჯარაზე ვიღაცამ დააკაკუნა.გავხედე და ჰელენა იყო.კარი გავუღე და ისიც დაჯდა.
-როგორ ხარ?(ჰელენა)
-კარგად...ძალიან კარგად.(მე)
-სინამდვილეში?(ჰელენა)
-მტკივა.(მე)
-ალექს...ვწუხვარ.ვერ გეტყვი რომ ვიცი რას გრძნობ...რადგან მშობლები არ დამიკარგია.(ჰელენა)
-ვიცი.გისურვებ რომ არ გამოცადო.(მე)
-მადლობა.(ჰელენა)
უცებ მანქანის წინ ელიზაბედი გაჩნდა.მანქანიდან გადამიყვანა და მიმაყუდა ხეზე.
-ალექს...მე უნდა წავიდე.ასე ვერ გავძლებ.ყოველ დღე შენს შეჭმაზე ვფიქრობ.ჯანდაბა როგორ მინდა დავრჩე მაგრამ...არა.(ელიზაბედი)
ელიზაბედმა მაკოცა და გაიქცა.
მე ცოტა ხანი ისე ვიყავი და ჩავიკეცე და ზურგით ხეს მივეყუდე.
ჰელენა გადმოვიდა და ჩემს გვერდით დაჯდა.შემდეგ კი თავი მხარზე დამადო.
-ყველა კვდება ან ქრება ვინც მიყვარს.(მე).
...
-გთხოვ არ ეცადო რომ ჩემი მეგობარი გახდე.(მე)
-რატო?(ჰელენა)
-ყველა მოკვდა ან წავიდა ვინც მიყვარდა.მეტს ვეღარ გავუძლებ.ასეთი ძლიერიც არ ვარ.(მე)
-არა...მე არ წავალ.(ჰელენა)
წამოვდექი და მანქქანას მივეყუდე.
-მაგრამ შეიძლება მოკვდე!(მე)
-არა...არ მოვკვდები.(ჰელენა)
-როგორ...შენ ხომ ვამპირი არ ხარ.(მე)
-მართალია.(ჰელენა)
ჰელენა ოდნავ გაიწია,თვალები დახუჭა და რომ გაახილა თვალები მუქ წითლად უნათებდა.
-მოიცა...რა ხარ?ეგ ვამპირის თვალებს არ ჰგავს.(მე)
-მე...(ჰელენა)
ჰელენამ ხელი ასწია და ბრჭყალები ჰქონდა.
-ვოოოოა....(მე)
-ჰო...ლიკაონი ვარ...ანუ მაქცია.(ჰელენა)
-მოიცა....კიდევ რა ზებუნებრივები არსებობენ?(მე)
-არ ვიცი.მეტი არ მინახია.(ჰელენა)
-ჯანდაბა...ლიკაონები...მართალია რაღაც ალფა,ბეტა და ომეგა?(მე)
-კი...და მე ალფა ვარ.(ჰელენა)
-რატომ ხარ ალფა?(მე)
-რასაც გეტყვი არ მოგეწონება.(ჰელენა)
-თქვი.(მე)
-უკანასკნელი მაქცია ვარ.რადგან ბოლო მაქცია მოვკალი და ალფა მე გავხდი.მე კი ბოლო ვარ.(ჰელენა)
-ჯანდაბა...ჯობს ვამპირებმა არ გაიგონ.(მე)
-ჰო.(ჰელენა)
-ელიზაბედმა იცოდა?(მე)
-არავინ არ იცის შენს გარდა.(ჰელენა)
-რატომ მენდე?სიცოცხლისთვის მნიშვნელოვანი საიდუმლო გამანდე.(მე)
-შენ გჭირდებოდა ვინმე ვისაც მოეჭიდები.მე კი ეს ვინმესთვის უნდა მეთქვა.(ჰელენა)
-გმადლობ რომ მენდობი.(მე)
ჰელენამ ჩემი ხელი დაიჭირა.
-შენ მე გჭირდები,მე კი შენ.ასე რომ მეგობარო...მითხარი ახლა რისი თქმა გჭირდება იმ ჯგუფისთვის რომელისთვისაც ეს ჩანაწერი გააკეთე?(ჰელენა)
-საიდან იცი?(მე)
-შენი აზრით ვინ გამოუშვა ის ტიპები შენს დასახმარებლად?(ჰელენა)
-საიდან იცოდი მაშინ სად ვიყავი?(მე)
-ჩვენ ყველაფერი ვიცით.(ჰელენა)
-ვაუ...რა იდუმალი ყოფილხარ.(მე)
-ჰოო...(ჰელენა)
-ანუ იცი რომ მამაჩემი ვამპირია...(მე)
-ჰო...(ჰელენა)
-და ისიც იცი რომ დედა მომიკლა.(მე)
-ჰო...(ჰელენა)
-და ის თუ იცი რა მჭირდება?(მე)
-არა...(ჰელენა)
-ის რომ ეგ ნაბიჭვარი ჩავაძაღლო და მისი ხორცი სადღაც ტრიალ მინდორში დავაგდო როგორც ლეში,რომ ყორნებმა შეჭამონ.(მე)

ალექს ქეიჯი : მოქცევა (წიგნი პირველი)(დასრულებული)Where stories live. Discover now