დაა... ვაი! (2)

2.8K 219 112
                                    

კიდევ რამდენი ხანი უნდა მადგეს თავზე ღეზრაილივით?
გასკდა შარდის ბუშტი და დამეგვარჩხა ფეხები.

-ოო გადი რაა, ვერ ვიტან ასეთ...ასეთ რაღაცეებს! - ხელი ვკარი და უკან გავწიე.

ნუ ამის მერე რაც მოხდა მოკლედ რომ ავღწერო, იქვე კედელთან ჩავიკეცე გაჭირვებისგან. მერე დეიდაჩემმა დააკაკუნა ამ ოთახის კარზე და იკითხა ,,ჯონგუკ, შვილო, უცხო გოგო ხომ არ დაგინახიაო"... მერე ყველაფერი გაარკვიეს. ვინ ვიყავი, აქ, ამ ოთახში რომ ვიყავი. ამ აფთარმა კი ჩარაზული კარი გააღო და უთხრა:

,,შემოვარდა ოთახში, კარი გადაკეტა და რაღაც სიზმრებს მიყვებოდა, მერე მეუბნებოდა: არ გახტები დამშეული ქალივით, ანუ არ ვარ არმიო... მერე ფანჯარას მივარდა, გააღო, გადახედა, შემობრუნდა და ლოყები აუწითლდა, მერე კი ათასნაირ პოზებს იღებდა და ბოლოს ჩაიკეცა... უკაცრავად, ქალბატონო ბელია, მაგრამ ამას ჯანმრთელობის ცნობა აქვს?"

როდესაც გაჭირვებაში ვარ და ხმას ვიღებ, მაშინ იქვე ვუშვებ. და აჰა აარჩიე. აქვე ჩაფსმა თუ ამისთვის თავის წაგლეჯა.

დეიდამ ძვლივს მოტვინა რა გაჭირვებაც მქონდა, ოთახიდან სწრაფად გამიყვანა და იმავე სართულის ტუალეტში შემტენა.
გეფიცებით, შარვლის ჩაწევა ძვლივს მოვასწარი.
ზუსტად 10 წუთი და 33 წამი მშვიდად ვიჯექი, მაგრამ დეიდამ გამომაგდო და ქვემოთ, მესამეზე ჩამიყვანა. ნუ, რათქმაუნდა, გზაში ამომიტრიალა გინებით ყველაფერი. ოფოფებს უშვებდა და უშვებდა.

ბოლოს ხმის ჩამწერ ოთახში შემაგდო. ვინც დამკითხა იმას რაღაც უთხრა და გავიდა.

ცალკე ოთახში თვითონვე გავიკვლე გზა და თან მაგიდაზე დისკი დავტოვე. მიკროფონისაკენ წავედი, ყურსასმენები გავიკეთე, ამაყად დავდექი და მელოდიის გაჟღერებას დაველოდე.
1 წუთში უკვე სასიამოვნო მელოდია ჩამესმოდა. თვალები დავხუჭე. გავიხსენე, ამას ჩემი სიცოცხლის აზრები როგორ მღეროდნენ და დავიწყე.

I'M ZAXARICH [COMPLETED]Where stories live. Discover now