ეს მე ვარ? ეს მე ვარ, ლი ჯე ინი?
რაღაც არამგონია!..მაგრამ.... რა შეიცვალა ჩემში?.. მისმა პასუხმა რამეს მიმახვედრა? თუ გრძნობები შემეცვალა მის მიმართ?.. მაგრამ, რატომ? იმიტომ რომ მაკოცა?..
-ეეჰ ჯეინ! დალაგდი!.. - ვტუქსავ ჩემს თავს.
მხოლოდ ახლა ვაცნობიერებ რომ ისევ მაგიდაზე ვარ შემომჯდარი, საიდანაც მალევე ჩამოვდივარ...
კურტკას ვიცმევ, ტელეფონს ვიღებ და ოთახიდან გავდივარ...დერეფანი გავიარე თუ არა თვალებში სარა მომხვდა, ვისთანაც სწრაფად მივედი და ჩავეხუტე...
-ჰეი გოგონიი... რახდება? რა ჰორმონებმა შემოგიტია? რამე მოხდა? - ზურგზე ხელს მისვამდა და მეხუტებოდა.
-ეჰ, ჰორმონები... დღეს ჩემთან დარჩი და აგიხსნი.
-არააააა! შენ დარჩი ჩემთან!
-ხო კარგი...
-ახლა რომ ამიხსნა არა?
-არაა! - ფრთხილად მოვშორდი და თვალები დავხუჭე...
ისევ ის მომენტი წარმომიდგა თვალწინ. თითქოს ისევ ვგრძნობდი მის ტუჩებს. ააჰ ღმერთო!
-ჯონგუკი ნახე? ან სად იყავი? გეძებე და ვერ გნახე!
-რაიყო?
-არაფერი... უბრალოდ რამდენიმე წუთის წინ ჯონგუკიც დაბნეული სახით გამოვიდა იმ დერეფნიდან, თუ ოთახიდან, არვიცი... სულ აწითლებული სახე ჰქონდა და საყვარლად ეღიმებოდა. ტუჩები კიდე დასიებული ჰქონდა... - ლაპარაკობდა და ხელებით მიხსნიდა.
ტუჩები დასიებულიო... აღარ ვარ კარგად!..
-და მერე მე რა? - თავი დავიფასე და სარას თვალი ავარიდე.
-თავს ნუ იძვრენ! იცოდე ეგრე უფრო მაინტრიგებ!.. და ხო კიდევ, ამ დაჯილდოვებას ექსო ხურავს!
-იეეეს! ვიცოდი ვიცოდი! მელონი ცოტა სამართლიანიაა... სანამ აქ არ ვიყავი რამე პრიზი აიღეს?.. - დაინტერესებულმა ვკითხე.
![](https://img.wattpad.com/cover/132668074-288-k660648.jpg)
CZYTASZ
I'M ZAXARICH [COMPLETED]
Fanfiction-მითხარი, თორემ გადაგიგდებ ლეპტოპს ფანჯრიდან! -ვერ გადააგდებ! წამიერად მომიკიდა მკლავზე ხელი და მისკენ სწრაფად მიმიზიდა, რაზეც წონასწორობა ვერ შევინარჩუნე და ტუჩებით ტუჩებზე დავეჯახე... გაოგნებისგან ჩემი ტუჩები ერთმანეთს დაშორდა, ამით კი მან ისარგებ...