მივეჩვიე (19)

1.8K 154 44
                                    

~რამდენიმე თვის შემდეგ~

როდესაც ექსოს ორი სიმღერა, Lucky და Forever ბოლომდე დავამუშავე და ჩავწერე კიდეც, კომპანიიდან სახლისკენ გავიკვლიე გზა.
მივედი თუ არა საწოლზე დავეფერთხე და თვალები მივნაბე...
თითქოსდა ძალიან ბევრი ტვირთი ვზიდე მხრებით, ისეთი დაღლილი ვიყავი.. არადა დილიდან სიმღერის მეტი არაფერი გამიკეთებია..

როდესაც ექსოს Walk on memories მეათეჯერ დამესიზმრა, მივხვდი, რომ ვიღაც მირეკავდა და თავს გამოღვიძებისკენ მოვუწოდე
საათს გავხედე. 22:51.

ჩემს თავზე გამეცინა. ნუთუ ამდენი ხანი მეძინა?!

ტუმბოდან ტელეფონი ავიღე. სარა იყო, ამიტომ წამში ვუპასუხე.

-მე მივდივარ. შორს. და მინდა, რომ შენც წამოხვიდე. - ნაღვლიანი ხმა ჰქონდა. ასე მეგონა, სადაცაა მწარედ აქვითინდებოდა.

-რას ამბობ? - გაკვირვებისგან საწოლიდან წამოვხტი.

-ჩემი და ჯიმინის... - ატირდა.

-არარსებობს! გაირკვა, არა? - თავში ხელი მძიმედ შემოვირტყი. - სად მიდიხარ?.

-იაპონია.. სენდაი... - ძლივს თქვა - 2 ბილეთი ნაყიდი მაქვს... მე კი უკვე აეროპორტში მივდივარ.

-კარგი კარგი. ჩავიცვამ და წამოვალ... - სწრაფად ვუთხარი, ტელეფონი გავთიშე და იქვე მივაგდე.

კარადიდან ჩანთა გამოვიღე, რომელშიც ერთი ხელის მოსმით ჩავტენე ტანსაცმელები, ყველა საჭირო საბუთი, აიდიბარათი და მეც მოვემზადე.

კარადიდან ჩანთა გამოვიღე, რომელშიც ერთი ხელის მოსმით ჩავტენე ტანსაცმელები, ყველა საჭირო საბუთი, აიდიბარათი და მეც მოვემზადე

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

სწრაფად დავკეტე სახლში ყველა ფანჯარა. შემდეგ ყველაფერი მიმოვათვალიერე და გარეთ გავედი. კარი საგულდაგულოდ ჩავკეტე და ტაქსი გავაჩერე.
როცა მძღოლს მისამართი ვუკარნახე, ტელეფონში ჯონგუკის ნომერი ავკრიბე და დავურეკე.
არ მიპასუხა.

I'M ZAXARICH [COMPLETED]Where stories live. Discover now