-როგორაა? -მომესმა ანერვიულებული დეიდას ხმა.
-კი მაგრამ, ასეთი იშვიათი ობობაც სად ნახა ამ გოგონამ?
-ობობა? - ამას აქ რაღა უნდა?
-დიახ, ობობა. ობობა, რომლის ნაკბენმაც შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა, გულისრევა და გონების დაკარგვა... შემდეგშიც კიდევ თუ ,,შეეჩეხბა" იმ ობობის ჯიში და უკბენს შეიძლება სერიოზული პრობლემებიც გამოიწვიოს - სერიოზული ტონით თქვა და ფეხების ბაკუნი გავიგე, ანუ გარეთ გავიდა.
რა ჯიგარი კაცია, ახლა რომ ,,გავიღვიძებ" მივაკითხავ და ცოცხალს არ დავტოვებ მაგ დედა აფეთქებულს! გაბედოს და ჩემს ჯეიჯეიზე ცუდი თქვას კიდე! ნაგავი ეგ! ძროხა!
-ჯეინის ოთახში...მას ჰყავს ობობა? - ახლა მართლა მოვკვდები!
-დიახ! - გაგიხმეს თავი ჯონგუკ! დაგიჭკნეს და გაქრეს ჯოჯოხეთში!
-წავალ, მივხედავ იმ ქვეწარმავალს!
ახლა აგიხსნით ჩემს მდგომარეობას:
ვწევარ თვალ დახუჭული და ვითომ მძინავს ან თუნდაც გათიშული ვარ. შემოდის დეიდა ჩემს სანახავად და მას შემოყვება უკან ექიმი და ის, შტერი ქუქი. მე კიდე ვწევარ ასე გატრუნული და ვუსმენ მათ. ექიმის გასვლის შემდეგ, რაღაცას საუბრობენ და დეიდაჩემი ამბობს ,,წავალ მივხედავ იმ ქვეწარმავალს!"...
ჯერეთერთი რანამუსით ეძახით ჩემს ჯეიჯეის ქვეწარმავალს?.. მერე კიდე მივხედავო, ანუ უნდა... უნდა...მოკლას?-არაააააააა! - თვალები ვჭყიტე და თეთრი საწოლიდან წამოვვარდი ისე, რომ იატაკზე გავიშხლართე.
დეიდა უკვე გასული იყო პალატიდან, ქუქი კი ჯერ კიდევ პალატაში იყო, იდგა და ,,დავინახე მიცვალებული ადგა" სახით მომშტერებოდა.
იატაკიდანაც ჩემით წამოვხტი და დერეფანში გავედი. გიჟივით ვათვალიერებდი ყველაფერს და გამვლელს გიჟი რომ ვეგონებოდი მაგაში ორი აზრი არაა, თან პაციენტის ჩასაცმელი თუ რაღაც მეცვა. მოიცა, ვინ ჩამაცვა?.. მაგას მერე გავარკვევ.... მაგრამ დეიდა არ ჩანს...
1...2...3 დააა 200კმ სიჩქარით ვაპირებდი გაქცევას, როდესაც ვიღაცამ მაჯაში ხელი ჩამავლო, პალატაში ,,შემაგდო", კედელზე მთელი ძალით ამაკრა და პალატის კარები თან მიიჯახუნა და თან გადაკეტა...
VOCÊ ESTÁ LENDO
I'M ZAXARICH [COMPLETED]
Fanfic-მითხარი, თორემ გადაგიგდებ ლეპტოპს ფანჯრიდან! -ვერ გადააგდებ! წამიერად მომიკიდა მკლავზე ხელი და მისკენ სწრაფად მიმიზიდა, რაზეც წონასწორობა ვერ შევინარჩუნე და ტუჩებით ტუჩებზე დავეჯახე... გაოგნებისგან ჩემი ტუჩები ერთმანეთს დაშორდა, ამით კი მან ისარგებ...