გრილ იატაკზე ვწევარ და ჭერს გიჟივით შევციცინებ...
ყველაფერზე ვფიქრობ. თავში უამრავი აზრი მიტრიალებს და ერთერთი ყველაზე სასურველი კი ისაა, რომ მინდა სიჩუმე შევიგრძნო მთელს სხეულში და ასე ვიყო, დროებით მაინც. ადამიანები ნარკოტიკებით არიან გაბრუებული და დედანატირებნი, მაგრამ მე, სიჩუმით. ზოგჯერ მართლაც რა კარგია, როდესაც არავის ხმა არ გაწუხებს. შენთვის ხარ და მილიონ აზრს უყრი თავს, შენს ფიქრებში. რაღაცნაირობაა ეს ყველაფერი. ისეთი, რომ ადამიანი, ვერ აღწერ...
* * *
სიცხისგან ოფლი მასხამდა, ამიტომ აბაზანაში შევედი, ჯონგუქის ტანსაცმელები იქვე დავყარე და გრილი წყლის ქვეშ დავდექი...ცოტა არ იყოს გავგრილდი და პირსახოცის ამარა გამოვედი ოთახში... კარადას მივადექი. რაც თუ საზაფხულო მომყვა გამოვიღე და ჩავიცვი.
ჩემს ,,ზებრა" ჩანთასაც მოვკარი თვალი, რომელსაც ცივნიავს არ ვაკარებ. ზუსტად ისეთია, როგორიც სიზმარში, ამიტომ ოცნებების ასრულებაში ეს დამეხმარება...
ტელეფონს ხელი დავავლე და სახლიდან გავედი...
ფიქრებში გართულმა მივედი ბიგჰიტის კომპანიაში და ათწუთიანი გამოძიების შემდეგ ჩემი ვოკალის მასწავლებელთან, ბატონ თე ჯუნთან შევედი...-ხვალ ბიგჰიტის ყველა არტისტი თუ პროდიუსერი შენ დაგესწრება სიმღერაზე, რადგან ხვალ გადაწყდება გახდები თუ არა არტისტი!
-დიახ!
გაბრწყინებულმა დავუქნიე თავი და მის წინ, სკამზე მოვთავსდი.
ВЫ ЧИТАЕТЕ
I'M ZAXARICH [COMPLETED]
Фанфик-მითხარი, თორემ გადაგიგდებ ლეპტოპს ფანჯრიდან! -ვერ გადააგდებ! წამიერად მომიკიდა მკლავზე ხელი და მისკენ სწრაფად მიმიზიდა, რაზეც წონასწორობა ვერ შევინარჩუნე და ტუჩებით ტუჩებზე დავეჯახე... გაოგნებისგან ჩემი ტუჩები ერთმანეთს დაშორდა, ამით კი მან ისარგებ...