ჯონგუკს მოვშორდი და სწრაფი ნაბიჯით წავედი სასტუმროსკენ...
ყოველი დეტალის გახსენებისას ნერვები მაწყდებოდა... ბრაზი როგორ ამომენთხია არ ვიცოდი, ამიტომ ყოველ ნაბიჯზე ქვებს ფეხს ვურტყამდი და რამდენიმე მეტრის მოშორებით ვიქნევდი...
წარბშეკრული მივაბიჯებდი...ბოლოს ნაგვის ყუთი მომხვდა თვალში. მივედი და რაც ძალა და ღონე მქონდა ფეხი მივარტყი. შემდეგ კი გზა გავნაგრძე.
-ქმჰ (ჩახველება)... რა რემბოსავით იქცევი - მითხრა და გაკრეჭილმა სწრაფად ჩამიარა გვერდით.
ღრმად ჩავისუნთქე... ჩემი თავი მოვთოკე და გძა გავნაგრძე, ჯონგუკს დავეწიე და უკან ჩამოვიტოვე...
მალევე კი მხარი ძლიერად გამკრა და წინ წავიდა.
-მე არვიყო ლი ჯეინი, თუ ოდესმე არ ამოგიბლენდერო ეგ კვერცხები!!! - გამწარებული თვალებიდან ცეცხლებს ვაფრქვევდი.
-რა თქვი? - გუკი გაჩერდა, შემობრუნდა, თვალი თვალში გამიყარა და ჩემსკენ წამოვიდა.
-ისაა....ისა და... შენ რომ არიცი ის! - ახლა ლეკვის თვალები მქონდა.
-დღეს გახდი სრულწლოვანი და უკვე რეებს ლაპარაკობ!
-რეებს? - გავიკრიჭე - მასე შენ მხოლოდ 1 წელია რაც სრულწლოვანი ხარ, მაგრამ რეებს აკეთებ თეჰიონთან ერთად? - ახლა ყურებამდე გავიკრიჭე.
მან უბრალოდ თვალები გადაატრიალა, ხელი მკლავზე ჩამჭიდა და სასტუმროსკენ ჩქარი ნაბიჯით გამაქანა.
-ხელი გამიშვი! - ქოშინით ვეუბნებოდი და ხელზე ვჩქმეტდი.
არაფერს მეუბნებოდა. წარბშეკრული სწრაფად მიდიოდა, რის შედეგადაც თითქმის ვერ ვეწეოდი.
სასტუმრომდეც მივაღწიეთ.
გუკმა ჯერ პირბადე გაიკეთა, შემდეგ კი ხელი გამიშვა...თვალებით მანიშნა ლიფტით ავიდეთო, ამიტომ სასტუმროში შესვლისთანავე მისი ნომრის გასაღები აიღო და ლიფტში შევედით...
ჩემი ნომრის გასაღები იქ არიყო...
ალბათ სარამ აიღო და ახლა იქაა... ჩვენ ხომ ერთ ნომერში ვართ...
YOU ARE READING
I'M ZAXARICH [COMPLETED]
Fanfiction-მითხარი, თორემ გადაგიგდებ ლეპტოპს ფანჯრიდან! -ვერ გადააგდებ! წამიერად მომიკიდა მკლავზე ხელი და მისკენ სწრაფად მიმიზიდა, რაზეც წონასწორობა ვერ შევინარჩუნე და ტუჩებით ტუჩებზე დავეჯახე... გაოგნებისგან ჩემი ტუჩები ერთმანეთს დაშორდა, ამით კი მან ისარგებ...