გუნსანი (15)

1.9K 165 57
                                    

5 წუთი ჩუმად ვიწექი და მხოლოდ თვალებს ვაპაჭუნებდი... მაგრამ 1578 აზრი ერთად მიტრიალებდა თავში...

მის გულმკერდზე მედო თავი, მას კი ჩემზე შემოეხვია ორივე ხელი და ისე ეძინა, განაბული.

უცებ თავი ზემოთ ავწიე და ავხედე, რის შედეგადაც ჩემი თმები მის ყელს 'გაეხახუნა' და ჯონგუკსაც გაეღუტუნა... ჩაეღიმა, მაგრამ თვალები ისევ დახუჭული ჰქონდა...

ბოლოს ვეღარ მოვითმინე, მისი მკლავებიდან თავი გავინთავისუფლე, მუცელზე დავწექი და მივაშტერდი...

-გაახილე თვალები რა! რადროს ძილია! - დავიწუწუნე და ქვედა ტუჩი გადმოვაბრუნე - თვალები გააახილეე! ვიცი, რომ არ გძინავს! - ახლა მკაცრი ხმით ვუთხარი - რატომ არ შეუძლია ადამიანს სხვისი აზრების წაკითხვა? - ბოლოს ხმამაღლა გავიფიქრე და მუცელზე დაწოლილმა თავი ბალიშზე დავდე.

-და რომ შეგეძლოს, წაიკითხავდი? - თვალები დავხუჭე თუ არა მან გაახილა. ვიგრძენი!.

-წავიკითხავდი არა, გავიგონებდი! აზრები შუბლზე არ იწერება რომ წაკითხვა შემეძლოს! - მეც თვალებ დახუჭულმა ვუთხარი, თავი კი მის საპირისპიროდ, კედლისკენ გადავატრიალე, რათა ჩემი ღიმილი არ დაენახა.

არაფერი უთქვამს...

-კარგი რა! მოვიწყინე! - საწოლზე ფეხებმოკეცილმა დავჯექი წუწუნით და თვალებდახუჭულ ჯონგუკს მივაშტერდი.

ხმას არ იღებდა.

ბოროტულად ჩავიღიმე და ორი თითი ყელზე ნაზად ჩამოვუსრიალე. მას კი გაეღუტუნა თუ ესიამოვნა ვერმივხვდი, უბრალოდ ჩაეღიმა და ერთი თვალი ჭყიტა, შემდეგ მეორე და წამში ფეხებმოკეცილმა ჩემს წინ მოთავსდა...

-აქ პირველად ხარ შენც? - ვკითხე, როდესაც თვალი ისევ მოვავლე ოთახს...

-არა. ასე ერთი წლის წინ აღმოვაჩინე ეს სასტუმრო თვითერზე, მაშინ ახალ აშენებული იყო... ბოლო სართულზე კი როდესაც ასეთი ოთახის ფოტოები ვნახე მაშინვე გადავწყვიტე, რომ უნდა შემეძინა! ფული ავაგროვე და ჩვენი მენეჯერის სახელზე ვიყიდე... ჩემი სახელით რომ მეყიდა აუცილებლად გაიგებდა ყველა, ამიტომ...

I'M ZAXARICH [COMPLETED]Donde viven las historias. Descúbrelo ahora