ისინი იტყუებიან! (5)

2K 181 45
                                    

-ღმერთო, მოხვედი?! - პირი მოვაღე და სულელურად გავიღიმე.

-სანვუკ ჰიონ, ჩავიკეტეთ და მაგიტომ ვართ აქ - თავი დაუკრა ჯონგუკმა 50 წლამდე კაცს.

-კი მაგრამ აქ როგორ ჩაიკეტეთ?!. ხო კარგი რა მნიშვნელობა აქვს, საღამოს 8 საათია უკვე, წადით. - თბილად გაგვიღიმა და მის საწერ მაგიდასთან მივიდა.

მშვიდად ამოვისუნთქე, მაგიდაზე დადებულ ობობის კუბიკს ხელი ნაზად დავავლე და ამ პატარა ოთახიდან გასვლა დავაპირე, მაგრამ:

-ჯონგუკ შვილო, არ გამაცნობ ამ ახალგაზრდას? - რაო?

ნელა შევბრუნდი და ბატონი სანვუკის მომღიმარ სახეს წავაწყდი, შემდეგ კი გამოშტერებული ჯონგუკის სიფათს.

-აა...ისა...ჰიონ, ეს ლი ჯეინია. მალე ბიგ ჰიტის ახალი არტისტი გახდება.

-კარგი კარგი... - ღიმილით გაგვაცილა ოთახიდან.

ახლა კი თავჩაქინდრული მივაბიჯებთ დერეფანს. სრულ სიჩუმეს ნაბიჯების ხმა არღვევს, და კიდევ მშიერი კუჭის ხმა.

-რაიყო, კუჭი პენალს გირტყამს თუ გაგინებს?! - სრული სერიოზულობით ვკითხე და კიბეებზე ჩავიარე.

-არაფერს არ შვება!

-არაფრით გამოსცემს ეგეთ ხმებს? - ცალი წარბი ავზიდე.

-არა!

-კარგი რაა, ჩემი მუცელიც ეგრეა როცა მშია. მყუდროებას მირღვევს სულ!

-. . .

-ერთი კარგი პიცერია ვიცი, დეიდა მიყვებოდა სულ მაგაზე. მე მივდივარ! ბაი ბააი...

ნაბიჯებს ავუჩქარე და წამში ჩავედი მეოთხე სართულზე.

-გემრიელი პიცაა? - წინ დამიდგა და ისე მკითხა.

-არვიცი, მეც ახლა უნდა გავსინჯო.

-ხო კარგი, წამოვალ. პიცა დიდი ხანია არ მიჭამია.

-ოღონდ ერთი პირობით!! ფულს შენ იხდი! - გავიკრიჭე.

-კარგი! აქ დამელოდე, ტელეფონს და პირბადეს ავიღებ! - მომაძახა და მარჯვნივ წავიდა.

I'M ZAXARICH [COMPLETED]Donde viven las historias. Descúbrelo ahora