ჯეინის P.O.V
ბატონი თეჯუნის სტუდიაში ვიყავით მე და სარა, როდესაც სახეზე საშინლად ავწითლი...
სარას ვუთხარი, რომ ორ წუთში დავბრუნდებოდი და ჩქარი ნაბიჯით გავედი ოთახიდან...
საპირფარეშოში მალევე შევირბინე და რამდენიმე წუთში მოვითავე გასაჭირი... ხელები დავიბანე და გამოვედი...
ტელეფონი ამოვიღე და ერთერთი ექსოს ფანსაიტის პროექტის გეგმის კითხვა დავიწყე...
თვალისდახამხამებაში ვიღაცამ ძლიერად მომკიდა მაჯაზე ხელი და რომელიღაც ბნელ დერეფანში შემიყვანა, რამოდენიმე წამში კი თან იმის სხეულზე ვიყავი აკრული, თან კედელზე...
მისი სურნელი...-უუპს... - უხერხულად წამოვიძახე როდესაც ფეხი ფეხზე შემთხვევით დავადგი და თვალებში ავხედე.
მან კი საპასუხოდ შუბლზე მაკოცა.
-დღეს სადღაც წამომყვები? - ყურში ჩამჩურჩულა.
-სად? - ინტერესით ვკითხე და ჩემზე მოწებებულს ავხედე.
-სადღაც... 2 საათზე გამოგივლი - ლოყაზე მოწყვეტით მაკოცა და ამ ბნელი, ვიწრო დერეფნიდან მალევე გავიდა.
-არადა ჯერ არ დავთანხმებულვარ! - ჩავიბუტბუტე.
ჯონგუკის გასვილიდან რამდენიმე წუთის გასვლის შემდეგ მეც გავედი დერეფნიდან, რადგან არაფერი ეეჭვათ.
ნუ, თუ დაგვაკვირდებიან მიხვდებიან ერთმანეთისათვის რაც ვართ მე და ჯონგუკი. მაგრამ თუ არ დაგვაკვირდებიან, მაინც მიხვდებიან...
* * *
-ანუ ღამე მართლა ჯონგუკთან იყავი? სახლში არ მისულხარ? - მის საწოლზე ჩემთან ერთად წამოგორდა.-აჰაამ... რაღაცნაირად არ მინდა იქ მისვლა... იმ სახლის ყოველი კუთხე როცა ამომიტივტივდება თავში, მაშინვე მახსენდება თუ როგორ ასუფთავებდა დეიდა იმ სახლს... - თავი უემოციოდ დავდე ბალიშზე.
-ძნელია... იმ სახლს რა უნ... - მისმა ტელეფონის ხმამ გააწყვეტინა სიტყვა, რომელსაც სწრაფად დახედა და უპასუხა.
ESTÁS LEYENDO
I'M ZAXARICH [COMPLETED]
Fanfic-მითხარი, თორემ გადაგიგდებ ლეპტოპს ფანჯრიდან! -ვერ გადააგდებ! წამიერად მომიკიდა მკლავზე ხელი და მისკენ სწრაფად მიმიზიდა, რაზეც წონასწორობა ვერ შევინარჩუნე და ტუჩებით ტუჩებზე დავეჯახე... გაოგნებისგან ჩემი ტუჩები ერთმანეთს დაშორდა, ამით კი მან ისარგებ...