ასეთს ხალხი არ გიცნობს (4)

2K 197 67
                                    

-გამიშვი!

-არა! ასეა საჭირო, დასამშვიდებლად... ამიტომ დაწყნარდი და სუნთქვის ტემბრი დაიმშვიდე! აქ ჩახუთულობაა, ასევე პატარა სივრცეა და ცოტა სიბნელეა, რაც შენს პანიკაში ჩავარდნას იწვევს...

ჯეინმა დაუჯერა, რადგან თავადაც იცოდა, რომ სიმართლეს ეუბნებოდა...
თვალები დახუჭა და აჩქარებული, სწრაფი სუნთქვა 4 წუთში დაიმშვიდა...
ძალიან არ სიამოვნებდა ჯონგუკის გულმკერდს რომ იყო მიხუტებული და მის წელზე რომ ჰქონდა ხელები შემოხვეული მაკნეს, მაგრამ ამ საშიშ სივრცეში მხოლოდ ეს თუ ამშვიდებდა.

-ჯონგუუკ...

-რაიყო?

-იციი, რომ ობობა თავისი ქსელეებით შენი კისერისკენ მოემართება და 2 წამში დაგაჯდება?

-ეგეთების არ მეშინია!

-ჰაჰ, არც მე!

ჯეინმა სწრაფად გაინთავისუფლა თავისი თავი და მაკნეს კისრიდან ერთი წკლიპურტით მოაშორა შავი, პატარა ობობა, რომელიც საწყლად დაეშვა იატაკზე.

-კარგი რაა! შენ გამო ობობის მოკვლა მომიწია!

-მოიცა, არ მომკვდარა. ჯერ კიდევ დადის!

ჩაიმუხლა და ახლოდან დააკვირდა. ჯეინმა მას მიბაძა და მანაც ჩაიმუხლა.

-კოჭლობს!

-რამე წიგნისებული არ არის ამ ოთახში?

-კარადაში იყო რაღაც ჟურნალი.

-არგაიქცეს იცოდე, მიხედე!

გოგო ადგა. ჯერ კარადა მოძებნა, შემდეგ კი ჟურნალი.
ჟურნალიდან რამდენიმე ფურცელი ამოიღო და კუბიკი გააკეთა. შემდეგ კი ისევ ჩაიმუხლა

-აი, აქ შევინახავ. სახლში წავიყვან და მოვუვლი!

 სახლში წავიყვან და მოვუვლი!

¡Ay! Esta imagen no sigue nuestras pautas de contenido. Para continuar la publicación, intente quitarla o subir otra.
I'M ZAXARICH [COMPLETED]Donde viven las historias. Descúbrelo ahora