თავი 3

404 52 0
                                    

...................................

-ემი ჰობი მარტო დატოვე?

-ჩაეძინა სანამ მუცელს ვუზელდი.. ისე ტკბილად სძინავს ვერ გავაღვიძებდი, მისთვის დასვენება უკეთესია, ჩემი ნომერი აქვს თუ დაჭირდება რაიმე მომწერს..

-მადლობა რომ უვლი.

-არაფერს ნამჯუნ, ეს ჩემი მოვალეობაა..ბიჭები სად არიან?-მკითხა ემიმ.

-მალე მოვლენ საჭმელი კი არაფერია..

-რამიონეს მოვამზადებ.. თუ წინააღმდეგი არ ხარ.

-რათქმაუნდა .. ემი..

-რა?

-ჰობი კარგად იქნება?-შემობრუნდა და პირდაპირ თვალებში შემომხედა.

-ნამჯუნ, ვერ ხედავ რა კაარგი ექიმი ვარ? ორ დღეში ისევ ისეთი ცანცარა დავაბრუნე, როგორიც იყო,თან სულ მის გვერდით ვარ და ყველაფერს ვაკეთებ, წარმოუდგენელია რამე რომ მოუვიდეს, დამშვიდდი და ეცადე დაელაპარაკო, იმ დღეს შევამჩნიე რომ ეწყინა მასთან რომ არ დარჩი, მისი მეგობარი ხარ და ახლა მეგობარი სჭირდება..

-მადლობა ემი..-ვუთხარი და მაგიდაზე თავი ჩავრგე.

........................................

ღმერთოო ნეტა როდის ჩამეძინა? ემი არსად ჩანს. მაისური ავწიე და მუცელზე ხელი მოვისვი, სასიამოვნო იყო მისი ხელები.. ტელეფონი ამოვიღე..

ჰობი:სად ხარ?

ემი:სამზარეულოში , ვჭამთ..

ჰობი: შეიძლება მეც მოვიდე?

ემი: კი.. შეძლებ თუ მოვიდე და დაგეხმარო?

ჰობი:რათქმაუნდა შევძლებ.

ლოგინიდან ავდექი აბურძგნული თმა დავივარცხნე ჩავიცვი და სწრაფად წავედი სამზარეულოსკენ, მთელი ჯგუფი იქ იყო ემისთან ერთად და გემრიელად ჭამდნენ, თან იცინოდნენ და ემის უყურებდნენ..

ჩავახველე.. ემიმ შემომხედა

-ჯეი კარგად ხარ?

-ჰო რათქმაუნდა..

-მოდი ჭამე შენმა მომავალმა ცოლმა რამიონი მოამზადა-მითხრა შუგამ კორეულად, გამეღიმაა.. ეს შუგას ძალიან გაუკვირდა ნამჯუნმაც შეამჩნია და პირი დააღო თან ეღიმებოდა.

don't leave me jay(დასრულებული)Where stories live. Discover now