შეხვედრა

304 16 0
                                    

დიახ, დიახ ასე დაიწყო ყველაფერი.. ან შეიძლება არც ასე როგორც მე მინდა რომ დაწყებულიყო.. მოკლედ მკითხველო, მოემზადე, რადგან დიახ შენ უნდა გადაწყვიტო რა არის ნამდვილი და რა არა.. სად იწყება გზა და სად მთავრდება.. მე მოგიყვებით ძალიან უბრალო ამბავს, უფერულს ბევრი ბევრი ფერებით :)

...არ ვნერვიულობ.. მერე რა პირველი დღე, პირველ სამსახურში... არ ვნერვიულობ... ყველაფერი გამომივა.. იმედია... - თავის გამხნევება არასოდეს გამომდიოდა.. რათქმაუნდა არც ახლა. ვიდექი ბარში და ვკანკალებდი. ეს ხომ საქართველოა. ბარმენი გოგო. ყველა მე მიყურებს... აბა რა გეგონა... ახლა მთავარია არ დავეცე,,
- ყავა გამიკეთე.. - უხეში ბრძანების ხმა მომესმა ბარის შემოსასვლელში. ხმას გავაყოლე მზერა და ვხედავ ერთ მიმტან ბიჭს რომელიც მიყურებს მტრული, გამომცდელი თვალებით.
- არა.. - მოკლედ და ხმამაღლა ვუპასუხე მეც უხეშად. იმას გაეცინა, გამიკეთებო მითხრა და წავიდა. ალბათ არ იცოდა როგორი ჯიუტი ვიყავი, რა თქმა უნდა არ გამიკეთებია მისთვის ყავა. თუმცა არც ის გამოჩენილა დიდხანს.. სამუშაო დღეც დასრულდა და მეც კმაყოფილი ვიყავი ჩემი თავით. ეს ჩემი პირველი სამსახური იყო, პირველი სამუშაო დღე და ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ტაქსის ველოდებოდით ყველა. მეც გამოვიცვალე. ყურსასმენები მოვირგე, სიმღერას ბოლო ხმაზე ავუწიე და მაგიდას მივუჯექი. ერთ საათიანი ლოდინის შემდგომ ჩვენი ტაქსიც მოვიდა. (მომსახურე პერსონალი ძალიან დიდი იყო, ამიტომ ერთმანეთს ვუცდიდით და როცა რესტორნის ორივე დარბაზი დაასრულებდა დღეს, მხოლოდ შემდგომ გვიძახებდა ტაქსებს მენეჯერი.) ტაქსიში ჩავჯექი და ფანჯარაში დავიწყე ყურება. უცბად ხელზე ვიგრძენი რო ვიღაც შემეხო. მოვიხედე და ისევ ის ბიჭი შემრჩა ხელში. ისევ ისე გამომცდელად მიყურებდა და მაკვირდებოდა. ხელი გამოვწიე და ისევ ფანჯარაში დავიწყე ყურება.. მთელი გზა ვგრძნობდი როგორ მიყურებდა. დავიძაბე და ერთი სული მქონდა სახლამდე მიმეღწია.სახლიდან ძალიან შორს ჩამოვედი და ფეხით წასვლა გადავწყვიტე. ჩამოსვლისას კი ხელში ფურცელი მომაჩეჩა და გამიღიმა.

თუ მოგეწონათ გავაგრძელებ 🤗🤗❤️

სიყვარული გიჟების წესებითWhere stories live. Discover now