ბოდიში ბავშვებო... :( პირადი პრობლემების გამო ვეღარ მოვახერხე წერა :(
ꨄꨄꨄწამოვედი და მთელი გზა მასზე ვფიქრობდი, ვხდებოდი რომ მის მიმართ გრძნობები მიჩნდებოდა და არ ვაღიარებდი, არასოდეს ვიყავი ის ტიპი რამეს ასე ადვილად დავეძლიო. თუმცა არ დაგიმალავთ და მეშინოდა. მეშინოდა სიყვარულის. მეშინოდა რო შემყვარებოდა და მერე ერთ წამში დამეკარგა. მე ხომ ყოველთვის ვკარგავდი საყვარელ ადამიანებს. ისინი ნელ-ნელა ქრებოდნენ ჩემი ცხოვრებიდან. მიდიოდნენ და ჯერ არავინ დაბრუნებულა. მიდიოდნენ და მიჰქონდათ საგზლად ჩემი პატარ- პატარა ნაწილები. და მე ახლა ისეთი ცარიელი ვარ. სიმართლე კი ისაა რომ არ მინდოდა ისევ ავსებულიყო ჩემი სული სიყვარულით და მერე ისევ დაცლილიყო. ეს ყველაზე დიდი საშინელებაა. ალბათ ჯოჯოხეთი ასეთია. ნელ ნელა გლიჯავენ და როცა შენგან არაფერი აღარ რჩება თითქოს მთელდები და ისევ თავიდან იწყებენ შენს დაგლეჯვას 😕😕 თითქოს ჩემ თავს ვუმალავდი რამეს, ვუმალავდი იმას რომ უკვე მიყვარდა 😔
ისევ გამახსენდა მის ტელეფონზე ზარი და ვინანე რომ ტელეფონი გამოვგლიჯე, ალბათ იმის თვალში როგორ გამოვიყვანე ერთი დაუცველი ბიჭი რომელსაც გოგო იცავს? მაგრამ რამე რო ისე ყოფილიყო ალბათ მეტყოდა ლუკა. ხო ის აუცილებლად მეტყოდა.
სახლთან მოვედი, არ მინდოდა ასვლა. არ ვიყავი ხასიათზე. იქვე პარკში, სკამზე ჩამოვჯექი. ისევ ლუკაზე ვფიქრობდი, ვხვდებოდი რომ ის უკვე აღარ იყო უმნიშვნელო ჩემთვის, რომ ის ჩემი ცხოვრების ნაწილი ხდებოდა. და ეს ყველაფერი მე ძალიან მაშინებდა, არ მინდოდა შემყვარებოდა. არ მინდოდა ..... არ მინდოდა მაგრამ მგონი უკვე მიყვარდა. და მხოლოდ მიყვარდა კი არა. ყველაფერზე მეტად მიყვარდა. მიყვარდა და მჭირდებოდა... სამუდამოდ....