შენ ჩემი ცხოვრება შეცვალე სამუდამოდ ❤️❤️😌

90 8 5
                                    

მასთან ავედით სახლში. ყველა კუთხეს ეტყობოდა მისი მარტოობა. ალაგ-ალაგ მიყრილი ტანსაცმელი, გასარეცხი თეფშები. გამოფიტული სახლი რომელიც მხოლოდ ერთ ადამიანის ცხოვრებას იტევდა. სახლი მარტოობის. პატარა ქოხს მოგაგონებდათ, თავშესაფარს მაგრამ თავი ისე მყუდროდ ვიგრძენი, ისე მშვიდად. ეს გრძნობა ძალიან უცხო იყო ჩემთვის. უჩვეულო.

აქეთ-იქეთ ვიყურებოდი, ჯერ
ისევ ვათვალიერებდი აქაურობას. თუმცა სანახავი ბევრი არაფერი იყო.  ოთახში შევედი, ისე ციოდა რო გამაჟრიალა კიდეც. პატარა წითელი გაზის გამათბოელი იყო ჩართული რომელსაც ალბათ იმდენად იშვიათად რთავდა რომ სახლი გათბობასაც ვერ ასწრებდა რომ , იყინებოდა ისევ. იატაკზე პოპკორნი ეყარა. ამის დანახვაზე კი გამეცინა. საწოლზე ჩამოვჯექი და ვთხოვე ზეთი მოეტანა და პოპკორნი. ქვაბი რომელიც იქვე მიეგდო ავიღე და გამოვრეცხე. 10 წუთში პოპკორნს შევექცეოდით.

ისე მციოდა რომ კურტკა არც კი გამიხდია. თვალები მეხუჭებოდა უკვე უძილობით. ლუკა მეორე ოთახში გავიდა. მე საწოლზე წამოვწექი და ისევ ვათვალიერებდი ოთახს. წარმოვიდგენდი რამდენ რამეს იტევდა ეს ქვის კედლები და რამდენად ახლო იყო ის ჩემთვის. იმდენ შორს გავყევი ფიქრებს რომ ვერც გავიგე როგორ შემოვიდა ლუკა ოთახში.  ორი ყავის ჭიქა დაეკავებინა ხელში და მხოლოდ მაშინ გამოვერკვიე ფირებიდან როცა ერთი მომაწოდა.
- შენ მაინც არ მიკეთებ და მე მაინც გაგასინჯო როგორია ჩემი მომზადებული ყავა- მეუბნება და მიღიმის. ღმერთო ეს ღიმილი ალბათ ერთხელ ჭკუიდან შემშლის. შემშლის და ისედაც გიჟს სულ გამაგიჟებს.

გამეცინა მის ნათქვამზე, საწოლზე წამოვჯექი და ყავის ჭიქა გამოვართვი, ცხელი ყავა იმდენად კარგი იყო ახლა, სულ მთლად გამათბო.
- რამდენი წლის ხარ?
- 18
- ოჰ ბავშვი ყოფილხარ. - გავბრზადი მის სიტყვებზე, თავს ბავშვად ნამდვილად ვერ ვგრძნობდი,  იმის მიუხედავად რომ ძალიანაც მინდოდა ბავშვი ვყოფილიყავი.
- და რატო ვითომ? შენ რამდენის ხარ?
- ოო მე დიდი ვარ.
- მაინც?
- 23
- ოჰ რა დიდი ხარ... დაბერებულხარ და ეგაა. - გავუცინე გაბრაზებულმა.
- ასაკი მარტო იმით არ განისაზღვრება რამდენი წელია არსებობ ამ ქვეყნად არამედ რამდენი წლით გაუსწრო შენმა ცხოვრებამ და ტვინმა შენს ასაკს. ასე ვთვლი მე.
- მაშინ რას ფიქრობ, რამდენი წლის გამოდის შენი ცხოვრება და ტვინი?
- ძაან რო არ გავწელო ასე 40-45
- მაშინ მე 38 წლის ვარ
- რატო გგონია?
- ძაან აღარ გავწელე, მე ხო პატარა ვარ შენზე? - გავუცინე
- ნუ წელავ სულელო დატკბი ბავშვობით.
- იმით ვერ დატკბები რის შესახებაც არაფერი იცი.
- რატომ მაგონებ ჩემ თავს?
- შენს?
- ხო ჩემს. - თვალები ამარიდა და ჭიქას ჩააჩერდა,, მერე ადგა ფანჯარასთან მივიდა და სიგარეტს მოუკიდა.

სიყვარული გიჟების წესებითWhere stories live. Discover now