მიფუჩეჩებული დიდი თავი 😂😂

96 9 2
                                    

როგორც იქნა ხალხი მოდიოდა და დარბაზიც ნელ-ნელა ივსებოდა. მუშაობა გაცხარდა. იმდენი ხალხი იყო რომ შეკვეთებს ძლივს ვასწრებდი. თან ჩეკებს ვიღებდი და თან ფულს. ძალიან დამღლელია. და სანერვიულოც. რადგან ბარში კასა არ გვქონდა. მხოლოდ რაღაც პატარ რკინის ჩემოდანი რომელიც ნებისმიერს შეეძლო აეღო და წაეღო, კამერებიც არ იყო წესიერად დამონტაჟებული. ამიტომ ბარის უფროსის რჩევით ფული ჯიბით უნდა მეტარებინა. და ცოტა არ იყოს სიგიჟეა. ჯიბეში ხანდახან ორასი ათასიც კი მდებია და ნერვიულობისგან ვკანკალებდი ხოლმე.
20 წუთით მეორე ბარმენმა შემცვალა და დასასვენებლად გავედი. ერთი ღერი და ცხელი ყავა გავიყოლე. მარტო მინდოდა ყოფნა და რესტორნის მარცხენა მხარეს წავედი.
 
    დიდი ნაცრისფერი ჭიშკარია რომელსაც დილით აღებენ მხოლოდ, როცა მანქანებს ტვირთი მოაქვთ. საღამოს კი აქ ბნელა და არავინ დადის.. ბარდიულზე ჩამოვჯექი. ჩემ უკან პატარა ბაღივითაა. ადგილი რომელიც რესტორანს ჯერ არ აუთვისებია ასე ვთქვათ. ბაღის უკან კი რამდენიმე ოთახი. ორი ოთახი ,,სტაფის'' განკარგულებაშია. გამოსაცვლელად, მოსაცდელად ან დასასვენებლად. ქალების და კაცების. მე კი იქ არასოდეს შევდივარ არ ვიცი რატომ. თანამშრომელი გოგოები აქ გამოპრანჭულები მოდიან და მერე ამ ოთახში იცვლიან. საღამოს კი ისევ გამოპრანჭულები გამოდიან. მე კი პირდაპირ სამუშაო ფორმით მოვდივარ.. ამის და მიუხედავად დიდი გუდა-ჩანთით დავდივარ. საინტერესოა რათ მინდა თუ ყველაფერი რაც მჭირდება უკვე მაქვს? შიგნით ერთი ჟაკეტი მიდევს. დედას ნაჩუქარი. პატარა მაკიაჟის ჩანთა რომელსაც იშვიათად ვხმარობ. საფულე, ტელეფონის დამტენი და დღიური. მთელი ჩემი ბარგი. სასაცილოაა. საათს დავხედე რომ არ დამეგვიანა. თერთმეთის ნახევარი იყო. 10 რო დააკლდებოდა უნდა შევსულიყავი. სიგარეტს მოვუკიდე და რამდენიმე ყლუპი ლატე მოვსვი. რაც აქ დავიწყე მუშაობა და რაც ყავების მომზადება ვისწავლე ცოტა თავს ვანებივრებდი და საყვარელ ყავებსაც ვიკეთებდი.

  დავჩერებოდი ჩემს ფეხებთან მიწას და არ ვიცი ვფიქრობდი თუ არა ისევ. მარჯვნივ გავიხედე. ვუყურებდი ხალხს რომელიც აქ ყოველსაღამოს დადიოდა გასართობად. უცხო გრძნობაა ჩემთვის. ირეოდნენ ეზოში. ერთმანეთს რაღაცას უხსნიდნენ, უყვებოდნენ. ამ დროს კი ისიც გამოჩნდა. ისევ აქეთ-იქეთ დარბოდა. სახე წაშლოდა უკვე. ისევ ძირს დავიხედე და კიდევ ერთი ნაფაზიც დავარტყი. სიგარეტს დავხედე, გამეცინა. არასოდეს ვეწეოდი ადრე წარმოუდგენლად მიმაჩნდა. ეს ხომ ხმას გამიფუჭებდა და ვეღარ ვიმღერებდი. ახლა კი რა? ჯანდაბას. დაწყევლოს ეშმაკმა ყველა ოცნება. ეს რეალობაა. აღარ მიკეთია ვარდისფერი სათვალე. რომელიც ყველაფრის მიუხედავად ძალით მეჭირა და როცა კი რეალობას ვეჩეხებოდი უფრო მეტად ვუჭერდი ხელს და ამდენ ბრძოლაში გაიბზარა. ათასი ბზარი და ომის კვალი დაედო და ბოლოს დაიმსხვრა კიდეც. ბოლოს იქამდე მივედი რომ ყველაფერზე ავიღე ხელი. ვაკეთებდი ყველაფერს ცუდს რაც კი შემეძლო. მაგრამ ამით რა? ვის ვნებ? ჩემ თავს ვავნე ყველაზე მეტად. თორე ის რის მიღწევასაც ამით ვცდილობდი ჩემი ბავშური ჭკუით სისულელე იყო. ის ადამიანები თბილად არიან ახლა სახლებში თავიანთ საყვარელ ხალხთან ერთად. მე კი აქ ვიყინები. ჩემს საკუთარ მშობლებზე ვსაუბრობ ახლა :) მათ ყველაფერი გააკეთეს საკუთარი ბედნიერებისთვის და ის რომ მე და ჩემი ძმა ვარსებობდით მხოლოდ მაშინ ახსენდებოდათ როცა ერთმანეთისთვის უნდოდათ რომ ეტკინათ.
ამ ფიქრებში ვიყავი როცა ვიღაცამ თვალებზე ხელი ამაფარა. გავჩუმდი ხელებზე ხელი წავავლე. ვცადე გამეგო ვინ იყო. უცხო ხელები... ხმასაც არ იღებდა. ორი წუთი ასე ვიყავით. გამოიცანი მეუბნება აშკარად ხმა-შეცვლილი. ისევ ჩუმად ვარ.
- ყავა გამიკეთე? - მკითხა და მივხვდი რომ ის იყო. გამეღიმა.
- არა. - მკვახედ ვუპასუხე მეც.
- გამიკეთებ ვიცი.
- არა არ გაგიკეთებ.
- რატო ხარ ასეთი ჯიუტი?
- შენც ხო ჯიუტი ხარ?
- ჰმმ. დიახ პატარა ქალბატონო. მე ხომ მორიელი ვარ. მორიელი. - სიცილით მიპასუხა და თვალებში შემომხედა.
- მაშინ არ ყოფილა შენი ბედი.
- რატომ ვითომ?
- არც მე ვარ უწყინარი არსება.
- ....
- ლომი
- რა?
- მე ლომი ვარ -- გავუღიმე და მაშინვე წავედი.

სიყვარული გიჟების წესებითWhere stories live. Discover now