მიწა იყავ და მიწად იქეც ... //

86 14 5
                                    

მივდიოდი გაუჩერებლად. წინ და უკან არც კი გამიხედავს. ჩემი სხეული მიდის წინ, ნელა და აუჩქარებლად. მე? მე კი ვკივივარ, ვტირივარ, ვყირივარ, ხელებს ვიქნევ, თმებს ვიწეწავ, კანს ვიგლიჯავ, მუხლებზე ვეცემი ღრიალით, მოწყვეტით. წვიმს, ჩემსში წვიმს. თუმცა ჩემი სხეუკი? ჩემია სხეული მშვიდია. წინ მიდის, თავაწეუკი, ამაყი. მე კი ვყვირივარ, ვტირივარ...
და თუ კი ადრე ვფიქრობდი რა იქნებოდა ხვალ, ან რას იტყოდა ხალხი, დღეს-დღეობით აღარ მაინტრესებს. არ არსებობს გარშემო რამ რაც მაგრძნობინებს რომ მინდა ვიცოცხლო. დღეს მე ვარ ადამიანი რომელიც ცხოვრობს გათენებიდან დაღამებამდე. მე ვარ ადამიანი რომელსაც ტვინში ერთი პატარა ღილაკი ჩამოუყალიბდა , გამორთვის ღილაკი. ეს ყველაფერი მოჩვენებითად რათქმაუნდა. საკუთარ თავს კარგად ვაჯერებ. ისე რა მაგარი იქნებოდა ადამიანებსაც გვქონდეს ტვინში წაშლის ღილაკი, დავიწყების, განადგურების.. რადგან ჩემი გამორთვის ღილაკი მხოლოდ დროებით მოქმედებს. მე ვიყავი გოგო რომელსაც შეეძლო არ ეფიქრა შედეგებზე, გაენადგურებინა ყველაფერი და პირველ რიგში საკუთარი ცხოვრება. ჩვენ ხომ მაინც იმად ვიქცევით რაც ვიყავით შექმნამდე, მიწა იყავ და მიწად იქეცი....

უცბად გავჩერდი, მიმოვიხედე, მივხვდი რომ სამსახურიდან ძალიან შორს წამოვსულვარ, უკან მოვიხედე, არ მინდოდა სუსტი გამოვჩენილიყავი. მეყოფა სირბილი, დავიღალე პრობლემებისგან გაქცევით, უკან მივბრუნდი და ცხოვრებაში პირველად შევედი გოგოების გასახდელში. ფანჯარასთან დავჯექი და სიგარეტს მოვუკიდე. ამ დროს კი კარები იღება და შემოდის ის ვისი ნახვაც ახლა ყველაზე ნაკლებად მინდოდა. თავი მაღლა ავწიე თუმცა ფანჯრისთვის თვალი არ მომიშორებია. ნათია და თიკო კარებთან გამათბობელთან დაჯდნენ, ხელში ყავის ჭიქები ეჭირათ და ორივემ ერთად გაუკიდეს სიგარეტს. ვგრძნობდი როგორ მიყურებდა ერთ-ერთი. რამის ზურგი დამწვოდა მათი თვალებისგან.  ღმერთო როგორ ვერ ვიტანდი ამ აფერისტ გოგოებს.
- ნინი ბარში რატო არ ხარ? - მეკითხება ვითომ მზრუნველი ხმით თიკო. და აი ახლა მივხვდი რომ მართლა ვეჭვიანობდი და ეს ბოზი ჩემ ნერვებზე მოქმედებდა.
- ვისვენებ - ნაგლად გავუღიმე, თუმცა ჩემი გაღიმება უფრო თბილი მომეჩვენა. ისეთივე აფერისტული როგორიც ის იყო
- ლუკამ რესტორანი გადაატრიალა. გეძებს. რა უქენი ასეთი? გამწარებულია - გაეცინა,, ალბათ იფიქრა რომ რამე დავუშავე ან რავი და საჩხუბრად მეძებდა.
- აჰ, მადლობა რომ გამაფრთხილე
მეც გავუცინე და გამოვედი. ბართან ლუკა დამხვდა, ისევ ავუარე გვერდი და ბარში შევედი. ის ადგილზე დარჩა და მიყურებდა. მეც არ ვიმჩნევდი მის იქ დგომას. ბარი გადავწმინდე. ორი ყავა გავაკეთე და ბარის შიდა ოთახში შევიტანე, შემდეგ კი უკან გამოვიტანე და ბარზე შემოვდე. სკამზე დავჯექი და გავხედე
- დალევ?
- რა?
- ყავას დალევ? თუ გადავასხა?
- გაგიჟდი? დავლევ აბა რას ვიზამ - გაეღიმა.
- ძაან კარგი. - ბარის წინ ჩამოჯდა და ერთი ყლუპი მოსვა
- რა?
- რა რა?
- შენ რა არაყი ჩამისხი?
- მარტო შენ არა მეც,,,
- ოო ეს ცუდია
- რა?
- გაგაფუჭე ეს პატარა ბავშვი
- არ მიცნობ
- საინტერესოა. როგორი ურჩი ხარ, თავხედო
- შენ მე არ მიცნობ, და არც ეცადო ჩემ გაცნობას, უფასო რჩევა ჩემგან შენ.
- მაშინებ?
- არა, გირჩევ.

სიყვარული გიჟების წესებითWhere stories live. Discover now