წადი, უნდა წახვიდე. წინ იარე !

78 11 0
                                    

უკვე ტაქსში ვიჯექით. ლუკამ მაღაზიასთან გააჩერებინა და ორი ქილა ლუდი იყიდა.
- ჯერ დილაა და შენ უკვე სვამ?
- აბა მაგათ ჩემმა მტერმა უყურა ფხიზელი თვალებით - მის სიტყვებზე გამეცინა. ერთი ქილა მე მომაწოდა, უარი არ მითქვამს. დღეს სხვანაირი დღე იყო, ჩემი ცხოვრებიდან ამოვარდნილი დღე, ანუ არაფერი ხდებოდა დღეს ისე როგორც უნდა მომხდარიყო და ხდებოდა აქამდე. ღამე ბიჭთან ერთად მეძინა და მეგონა რომ ეს სიზმარში ხდებოდა, თუმცა ეს ყველაფერი რეალობა ყოფილა და მასთან ერთად გავიღვიძე, ახლა კი დილა იწყება სასმლით. ნეტა როგორი იქნება ჩემი ამ უცნაური დღის გაგრძელება?
სამსახურში არ მინდოდა ერთად შევსულიყავით. არ მქონდა არავის ჭორაობის თავი. ამიტომ ტაქსიდან ჯერ მე ჩამოვედი და ის მოშორებით. რესტორნის ეზოში უკვე იკრიბებოდნენ ნელ-ნელა თანამშრომლები, მეც მათ გვერდით დავჯექი და თვალებით ლუკას ვეძებდი. ჩემს გვერდით ორი მიმტანი გოგო იჯდა, ნათია და თიკო. თავს ჭორაობით ირთობდნენ. ამ დროს ყური მოვკარი თიკოს სიტყვებს
- ლუკა, ლუკა, აი ნახე ის მაინც ჩემთან იქნება.
- რა ვერ ამოიგდე თავიდან? რატო დაემსგავსე ყველას. ან რა აქვს ამ ბიჭს ასეთი ასე რო ირევით?
- აუ კაი რა შეხედე რა ბიჭია, გარეგნობა, ქცევები. და ღმერთო საწოლში რა არის არ ვიცი..
- შენ რა მასთან იწექი?
- დიახ, ჩვენ ერთად ვართ.
- მართლა? და მე რატო არ მითხარი?
- ჯერ მეც არ ვიცოდი მარა კვირაზე მეტია უკვე ერთად ვართ სამსახურის მერე.. და როგორც გითხარი სამუდამოდ ჩემი გახდება.... უყურე ისიც მოდის....
ყვირილით წამოხტა თიკო და ლუკას კისერზე ჩამოეკიდა. ჩემი ყოჩაღი ბიჭიო იძახდა რაც შეეძლო ხმამაღლა. ამ სანახაობაზე გამეცინა, ცოტა მეწყინა კიდეც მაგრამ არ შევიმჩნიე. თვალები მანამ ავარიდე ამ ,, საყვარელ წყვილს" სანამ ლუკა შემამჩნევდა და ბარისკენ წავედი. ჩანთა მაცივრების გვერდი მივაგდე
- ფხიზელი თვალებით - ვბურტყუნებდი და თან ცარიელ ჭიქას ღვინით ვივსებდი, ერთი ჭიქა, ორი და სამიც ჰოპ ეგაა. უკვე კარგად ვარ. მართლაც ამართლებს. დარბაზში გავდივარ ფლეერს ვაერთებ ნოუთბუქში და რაც ლისტში ყველაზე გიჟური სიმღერა მაქვს ვრთავ და ცეკვით ვბრუნდები ბარში დასალაგებლად,
- მაპატიე - არსაიდან გამოჩნდა ლუკა
- რა გაპატიო?
- წეღანდელი
- ვერ მივხვდი , ბოდიში
- რაც ეზოში მოხდა
- აა ხო, დაიკიდე ოქ?
- რა დავიკიდო ღადაობ?
- გუშინდელი
- ნინი ეხლა ჭედავ ატყობ?
- არ მცალია საქმე მაქ
- რატო ეჭვიანობ?
- ნუ მაცინებ. რაზე ვიეჭვიანო
- ნი
პასუხი აღარ გავეცი, გვერდი ავუარე და გარეთ გავედი. არ ვიცი რატომ მეტკინა ასე. უბრალოდ ვცდილობდი ცოტახნით იქაურობას მოვშორებოდი. ახლა მარტო ყოფნა მინდოდა. მარტო მინდოდა ყველაფერზე მეტად. ათასი კითხვა მიტრიალებდა თავში. ვცდილობდი არ მეფიქრა. არ მინდოდა მეფიქრა რამეზე. მივდიოდი და არ ვიცოდი სად, მივდიოდი და არც ის ვიცოდი რატომ.... მხოლოდ ის ვიცოდი რო არ უნდა გავჩერებულიყავი. უნდა მეარა, მერბინა, რომც წავქცეულიყავი, მუხლებიც რო გადამეტყავებინა, სუნთქვაც რო აღარ შემძლებოდა მაინც უნდა მეარა წინ... მერბინა....

სიყვარული გიჟების წესებითWhere stories live. Discover now