Past .......

93 7 3
                                    

  ამ დღის მერე ლუკა ერთი კვირა სამსახურში არ გამოჩენილა. თავიდან რეაქციაა არ მქონდა თუმცა ბოლო დღეები უკვე ძალიან ვნერვიულობდი. სამსახურში სულ რაღაც 10 წუთის მისული ვიყავი რომ კიდევ ერთხელ ვცადე დარეკვა. ამდენი ხნის მანძილზე ტელეფონი გამითიშა და უცხო ნომრიდანაც მომივიდა მესიჯი.
- ,, ნინი ლუკა ცუდადაა, დაჭრეს, მე დედამისი ვარ. ახლა გადავუხვიე ჭრილობა და სამსახურში მივდივარ, თუ მოახერხებ იქნებ ამოხვიდე. მადლობა"
აი ახლა ჭკუიდან გადავდიოდი უკვე. უფროსი მოსული არ იყო ჯერ და ორ საათამდე არც მოვიდოდა. მე კი ამდენხანს დაცდა არ შემეძლო. მენეჯრის ძებნა დავიწყე. კარებზე დავაკაკუნე და ისე შევედი რომ პასუხს არც დაველოდე
- ქალბატონო ნანა უნდა გამიშვათ, ძალიან გთხოვთ
- რამე მოხდა?
- დედაჩემი საავადმყოფოშია , გთხოვთ დღეს უნდა წავიდე რა
- კაი კაი ნინი არაა პრობლემა რამეს მოვახერხებ, წადი, უფროს მე ავუხსნი.
- ვაიმე ძალიან დიდი მადლობა და, დასვენების დღით ავანაზღაურებ გპირდებით

სულმოუთქმელად გამოვარდი კაბინეტიდან, ჩემი ნივთები ავკრიფე და სულ რაღაც 15 წუთში უკვე მისი სახლის კართან ვიდექი, კარები გავაღე და შევედი, სახლში ხმა არ ისმოდა, ვიფიქრე ძინავსთქო და ჩუმად  შევიპარე ოთახში. ის იწვა და ყურსასმენებით რაღაცას უსმენდა. მე რომ დამინახა გაიღიმა და გაიკვირვა
- აქ რა გინდა?
- დედაშენმა მომწერა
- ოხ ეს ქალი
- რა მოხდა ვინ დაგჭრა?
- ყოფილი ცოლის ნათესავებმა
- შენ რა ცოლი გყავდა?
- დიახ, აბა ჩემნაირ სიმპატიურ ბიჭს ვინ დატოვებს მარტო - გაიცინა და მაშინვე მოიკეცა. ტკივილისგან სახე დაემანჭა, მაგრამ მაინც ცდილობდა გაღიმებას.

გვიანობამდე ვიყავი მასთან და ვცდილობდი მომეარა, უკვე ძალიან გვიანი იყო წასვლას ვაპირებდი როცა მისი ტელეფონი აწრიალდა. რამდენჯერმე გაუთიშა.
- ვინაა?
- ყოფილი ცოლი
- რატო დაშორდით? ან ახლა რა უნდა?
- გრძელი ისტორიაა
- გისმენ
- კაროჩე,  მატყუარა იყო. მატყუებდა რომ და ყავდა მკვდარი და მის დისშვილს უვლიდა. ეს ბავშვიც ჩვენთან წამოიყვანა და აღმოჩნდა რომ ეს ბავშვი მისი შვილი იყო. კაი ეგ არაფერი მარა არც ამ ბავშვს უვლიდან. სულ ბინძურად ყავდა. მოკლედ ბოლოს ბევრი მოუვიდა და გავაგდე. რო დავშორდით 8 თვის მერე გამოჩნდა და მეუბნება ორსულად ვარო, ახლა ეს გიჟი არაა? 8 თვე ნანახი არ მყავს მუცელი მაგას არ აქვს და საიდან დაორსულდა? კაი ეგ დავიკიდოთ, წელიწადზე მეტი გავიდა და მუცელი ახლაც არ აქვს? მოკლედ იმდღეს სამსახურში დამდგა თავის ნათესავებთან ერთად
- ეს იმ დღეს გიჟივით რო დარბოდი?
- ხო ეგ დღეა. კაროჩე მაგის ნათესავთან გავარკვიე ყველაფერი, და არაფერი რო არ გამოუვიდა გუშინ ვიღაცეები დამახვედრა, - ძალით გამიღიმა და ამ მდროს ისევ ტელეფონის ეკრანი განათდა, სანამ გათიშავდა ხელიდან გამოვგლიჯე ტელეფონი და ვუპასუხე
- გისმენ
- შენ ვინ ხარ ლუკა დამალაპარაკე
- მე ლუკას ცოლი ვარ და ლუკას კი არ დაგალაპარაკებ ამჯერად გაგაფრთხილებ. მეორედ ან შენ ან შენი საცოდავი სანათესაო ახლოს არ მიეკაროს ჩემ ქმარს თორემ მე გპირდები რომ სიცოცხლეს ჯოჯოხეთად გიქცევ.
- ვის ემუქრები მე? ან შენ რანაირი ცოლი ხარ მე და ლუკას ჯვარი გვაქ დაწერილი
- აჰამ არაუშავს, მალე აიყრის. მე რაც გითხარი გაიგე და ეს ნომერი დაივიწყე

ლუკა მიყურებდა გაოგნებული, ერთხანს ხმას არ იღებდა, ბოლოს როგორც იქნა პირი გააღო
-  საღოლ ცოლო... არ დაიცვა ქმარი?
- მე შენი ცოლი არ ვარ
- აბა ვიკას რატომმ უთხარი ცოლი ვარო
- არ ვიცი.
- რაღაც უნდა გითხრა
- რა
- ვიკა ჩემი დიდი შეცდომა იყო, ინტერნეტში გავიცანი, თურმე ქმართან ერთად ცხოვრობდა და მე არაფერიი ვიცოდი, ერთ დღეს დავთვერი და დავურეკე გამომყევითქო და მთვრალმა ჯვარიც დავიწერე, ვიკა იმ ღამეს ისევ ქმართან მოტყდა, მე კი დილას ძმაკაცის ცოლი მიყვება რომ ჯვარი დავიწერე და ჩემი ძმაკაცი მეჯვარედ წამიყვანია, გოგო გიჟს გავდა. მე კი მეგონა მეკაიფებიანთქო, თუმცა ბოლოს როგორც აღმოჩნდა სიმართლე ყოფილა. და მე ისეთი გატრუპული ვიყავი არ მახსოვდა
- იდიოტი ხარ სხვა რა გითხრა?
- არაფერი დარჩი დღეს რა
- ვერ დავრჩები უნდა წავიდე, თუ რამე დამირეკე და ამოვალ
- აუცილებლად ცოლო.

სიყვარული გიჟების წესებითWhere stories live. Discover now