ℝ𝕖𝕒𝕝𝕝𝕪??? 😏😏

165 13 8
                                    




სახლში ერთად წავედით, მასთან ავედით. ლუკა საწოლზე წამოწვა მე კი მის გვერდით მოვკალათდი. თავი გულზე დავადე და მის გულისცემას ვუსმენდი. ამის გარდა სხვა სიმშვიდე თუ არსებობდა არ ვიცი.. მის გვერდით ყველაფერი იცვლებოდა... ყველა წამი იყინებოდა. ყველაფერი ნელდებოდა.. ლუკას გვერდით თავს იმდენა დაცულად ვგრძნობდი რომ, მეგონა ვინმეს ტყვიაც რომ ესროლა ჩემთვის არაფერს მავნებდა. და მეც მზად ვიყავი მისი გულისთვის ტყვიებსაც ავფარებოდი. მზად ვიყავი მის გვერდით სამყარო შემეცვალა. მის გვერდით ჰაერსაც ისე ხარბად ვისუნთქავდი.. არ ვიცოდი ეს რა იყო? არა ძაანაც კარგად ვიცოდი რაც იყო. ეს ჩემი საუკუნო სიყვარული იყო...


ხელებით სახეზე ვეფერებოდი და ვცდილობდი ყველა მისი ნაკვთი შემენახა ხელის გულებით. რომ თუნდაც ერთ დღეს დავბრმავებულიყავი მისი სახე ჩემს ხელებს შეენახათ. რომ მეცნო ათას ადამიანში. თუმცა მე უკვე მას მილიონობით ადამიანში გამოვარჩევდი. სხვა ასეთი არ იყო არსად.. ერთი იყო... და ის ერთიც ჩემი იყო...

დილამდე ასე ვიყავით ორივე. არც ერთს გვძინებია. მხოლოდ ერთმანეთის სუნთქვას ვუსმენდით და ვაჩერებდით წამს. ღმერთმა იცის როგორ მინდოდა გამეყინა წამი. არ გამეშვა. არ დავეტოვე... ის ჩემს გაყინულ სულს ალღობდა.

- და იპოვა ეშმაკმა თავისი ანგელოზი. - მელიასავით გაიღიმა ლუკამ - როგორ მეშინოდა შენი პოვნის..
- რატომ?
- რადგან ახლა მაქვს შიშის მიზეზი. შენი დაკარგვის შიშის.
- არ დამკარგავ.
- გამომყევი ცოლად.

გაოგნებისგან სახე დამეღრიცა. იმის მიუხედავად რომ მის მიმართ ამდენ რამეს ვგრძნობდი არ ვიცოდი მისთვის რა უნდა მეპასუხა. მეშინოდა ამ ყველაფრის. მაგრამ მასთან ერთად ყველაფერი შემეძლო გამერისკა.

ამ დროს კი კარებზე კაკუნი იყო.
- ჯანდაბა დამავიწყდა.
- რაა? ვინაა?
- დედაჩემი უნდა მოსულიყო - ლუკამ გამიღიმა და ოთახიდან გავიდა. მე კი გიჟივით წამოვხტი ფეხზე და აბურდული თმების გასწორება დავიწყე. ჯანდაბა შავი შარვალი და შავი ზედა მეცვა რომელიც უკვე შავი აღარ იყო.. სულ ბუმბულებში ვიყავი. რაც უფრო ვჩქარობდი მოშორებას მით უფრო ბევრი ხდებოდა თითქოს. სირცხვილისგან ადგილიდან ვქრებოდი თითქოს. ამ დროს დედამისიც შემოვიდა ოთახში
მაკა - ღმერთო რამდენი ხანია მინდა შენი გაცნობა - გამიღიმა მაკამ - მე მაკა ვარ ალბათ უკვე იცი ვინც ვარ...-მიღიმის და მე ადგილზე ნელ-ნელა ვპატარავდები... სიტყვებს ძლივს ვუყრი თავს...
ნინი - დიახ ვიცი, ბოდიშით ადრე მოვედი.
მაკა - მადლობა რომ ჩემ ბოთე შვილს ყურადღებას აქცევ და ცოტა აზრზე მოიყვანე- მაკა ისევ იღიმის და ვხდები რომ მიმიხვდა ტყუილს.
ნინი- რას ამბობთ - ძლივს გავიღიმე, აღარ ვიცოდი სირცხვილით თვალები სად წამეღო. ის კი მათვალიერებდა და იღიმოდა.
ლუკა - გოგოებო მორჩით ჭორაობას, ყავას დალევთ? და სამსახურში უნდა წავიდეთ
მაკა არ დარჩენილა მალე წავიდა. ლუკა კი დადიოდა და იღიმებოდა.
- რა გაცინებს საძაგელო სირცხვილით მოვკვდი
- ოო დაიკიდე რაა..
- არ მკიდია ლუკა
-არაუშავს.. მაკას უკვე მოსწონხარ..
-ლუკაა -ავუწიე ხმას და შევუბღვირე..
- ნი ადექი წავედით.

და ჩვენ პირველად შევედით სამსახურში ერთად...🥰🥰

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Sep 01, 2019 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

სიყვარული გიჟების წესებითWhere stories live. Discover now